ელის

ყველაზე მოსაწყენი ფილმი კარგებს შორის და ყველაზე კარგი – მოსაწყენ ფილმთა შორის, რომელიც ოდესმე მინახავს – Closer.

ფინალური სცენა – my favourite:

Warning: Jude Law-ს ფანებმა არ ნახოთ, შეიძლება შეგზიზღდეთ :)

პ.ს. სამწუხაროა, რომ იუთუბზე ისეთი ვერსია ვერ ვნახე, სადაც ჯად ლოსა და ნატალი პორტმანის დიალოგის დასაწყისიცაა. მოკლედ, გირჩევთ გადმოწერეთ და უყურეთ, ყურადღებით :)

Posted in This is life, Uncategorized, Videos/Movies | Tagged , , , , , | 1 Comment

ომი გიქნიათო, გივარგილ.

– ომი გიქნიათო, გივარგილ.

– ომი ვქენითო, დედფალ.

– წაგიგიათო ომი, გივარგილ.

– წავაგეთო ომი, დედფალ.

– მაშ, რა აზრი ჰქონდაო ბრძოლას, გივარგილ?

– ბრძოლას ყოველთვის აქვსო აზრი, დედფალ.

* * *

გივარგილ“, სვანური ხალხური პოემა

Posted in Uncategorized | Tagged , | Leave a comment

ვითომ განახლებული ლილო მოლი

ლილოში ყოფილხართ? სახელგანთქმულ ბაზრობას ვგულისხმობ, სადაც, ლეგენდის თანახმად (და პრაქტიკულადაც) თბილისის ბაზრობებზე გამოტანილ ‘ტავარს’ (ხშირად კი – ნაგავს) ნახევარ ან მესამედ ფასად იყიდი, ოღონდ ტალახში ამოგანგლვისა და თითო საათი იქით-აქეთ მარშრუტკაში ჯაყჯაყის ხარჯზე.

რამდენიმე თვის წინ ლილოს ბაზრობის, აწ უკვე ლილო მოლად წოდებულის რეკლამა გამოჩნდა ტელეეკრანებზე:

ლგბტ-ფერებში გადაწყვეტილი ლოგო და რეკლამის სულისკვეთება ნათელ მესიჯს გვაწვდიდა: ეს ის ლილო აღარ არის! განახლებული, უფრო თანამედროვე! WOW! დაუჯერებელია!

მე პირადად, ვიფიქრე, რომ ლილოში დიდი სავაჭრო ცენტრი გააკეთეს და მიწაზე კარვებში მჯდომი ხალხი, ცივილიზებულად, გადახურულ შენობებში გადაიყვანეს. რასაკვირველია, ‘ჰაროდსს’ და ‘ლაფაიეტს’ არ ველოდი, მაგრამ ‘კიდობანს’ ან ‘პასაჟს’ – კი.

ახლა კი იხილეთ ცხელ-ცხელი, რეალური ფოტოები ლილო მოლიდან, ანუ სიცივით, მტვერით, ყალბი UGG, Prada, Chanel, Adidas-ებითა და უკმაყოფილო გამყიდველებით გაჯერებული, კანტი-კუნტად მობოდიალე კლიენტების ამარა დარჩენილი ლილოს ბაზრობიდან.

Posted in Bla-Bla-Bla | Tagged , , , , , | 7 Comments

დედის როლი ქართველი მამაკაცის დაოჯახებაში, ანუ ეგი რესტორანში ხვარ დადიოდაო?

ვიდეო 1:

ვიდეო 2:

პ.ს. და-ძმა ცქიტიშვილების ფანი ვარ, ეს ისე, ბოღმა ხარო, რომ არ დამწამოთ. ამიტომაც, ორმაგად ‘გამიტყდა’ ეს სიუჟეტი რომ ვნახე.

Posted in Uncategorized | Tagged , , , | 7 Comments