Je m'appelle Eka..

February 14th, 2008 by Katiée

აქუბარდია!

ჟურნალისტიკის პოეტია,
აშუღ-ბარდია,
გამოიცანი, რომელია? –

* * * * * * * * * *

ინფორმაციას სწრაფად იძენს,
აქვს სულ – მარდია!
დამისახელე გვარი მყისვე:

* * * * * * * * * * *

ვარდი ეკრანზე კენტად არის,
სხვა სუ ბარდია,
სარეველებში ვინ გავს ყვავილს? –

* * * * * * * * * * *

სულს არ უხარის პრეზიდენტი
და გულს პარტია,
ჩვენი იმედი არის ერთი:

* * * * * * * * * * * *

პოლიტიკოსებს რას უჯერებ,
აქ სუ ფანდია!
სიცრუეს მუშტებს ვინ უღერებს? –

* * * * * * * * * * * *

ჟურნალისტიკის ვირტუოზი,
აკრუბატია,
თქვი, ვინ ჰფლობს მანდატს ჩვენი ნდობის? –

* * * * * * * * * * * *

ვისთვის კენედი, ვისთვის კასტრო,
ან თუნდ განდია,
ჩვენთვის კი არის ჩვენი დათო

* * * * * * * * * * * *

გინდ ღამე იყოს, გინდაც დილა -
აქვს გულს დარდია:
არ მინახია მთელი კვირა

* * * * * * * * * * * * *

საქართველოს მტერს ტყუილად პირი
გაუბადრია,
მას შეალეწავს პირზე ღიმილს

* * * * * * * * * * * *

ჩვენი გულების დამპყრობია -
”აკუპანტია”,
დუშმანის გულის გამპობია

* * * * * * * * * * * *

დემოკრატიას და სიმართლეს
აქ უბარტყია,
ყოველ საღამოს ბრწყინავს არხზე

* * * * * * * * * * * * *

”დემოკრატიის ის მაშხალა
არქრუბადია,”
ასე ჯორჯ ბუშმა თქვა, ნახა რა

* * * * * * * * * * * * *

ოდითგან დედას შვილი გმირად
აქ უბადია,
ეთერში მინდა ვნახო ხშირად


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273