Je m'appelle Eka..

February 21st, 2008 by Katiée

ვანგას წინასწარმეტყველებანი, ჰა ჰა ჰა

საინტერესო რამეები წერია,
წაიკითხეთ და მერე გნებავთ იცინეთ, გნებავთ – იტირეთ :D
————-
2008 – “ინდოსტანში” უნდა მოხდეს მსოფლიოს 3 უდიდესი სახელმწიფოს კონფლიქტი,რაც იქნება მესამე მსოფლიო ომის საბაბი
2010 – მე-3 მსოფლიო ომი, დაიწყება 2010 წლის ნოემბერში და დასრულდება 2014 წლის ოქტომბერში, დაიწყება ჩვეულებრივად და თავიდან გამოყენებულ იქნება ბირთვულ იარაღი შემდეგ კი ქიმიურიც
2011 – რადიოაქტიური ნალექების გამო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში აგარ დარჩება არც ცხოველი და არც მცნარე, რის შემდეგაც მუსულმანები გამოიყენებენ ქიმიურ იარაღს ევროპელების წინააღმდეგ
2014 – მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა (რაც გადარჩება) იქნება დაავადებული კანის კიბოთი თუ სხვა დაავადებებით
2016 – ევროპა თითქმის უმოსახლოა.
2018 – ჰეგემონი გახდება ჩინეთი, განვითარებადი ქვეყნები(ჩვენც) გახდებიან ეხპლუატატორები.
2023 – შეიცვლება დედამიწის ორბიტა, მართალია უმნიშვნელოდ მაგრამ მაინც
2025 – ევროპაში ისევ ცოტა ხალხია
2028 – ახალი ენერგიის წყაროს შექმნა(თერობირთვული რეაქციის შედეგად რეაქტორის შექმნა) შიმშილს დაგვაძლევინებს
2033 – პოლარული ყინულები დნება და მსოფლიო ოკეანის დონე იწევს და ასევე პილოტირებული მოგზაურობა ვენერისკენ
2043 – მსოფლიო ეკონომიკა ვითარდება, და ევროპაში მუსულმანები სხედან,
2066 – აშშ დაიწყებს სამხედრო მოქმედებას მუსულმანების წინააღმდეგ ევროპაში, და რომის აღების დროს გამოიყენებენ ახალ იარაღს: კლიმატუს, მკვეთრი ვარდნა ტემპერატურის -80 გრადუსამდე
2076 – კომუნიზმი
2084 – ბუნება აღდგება, ახალი ავადმყოფობა, სიბერე და სიკვდილი რამდენიმე წამში
2100 – სიბერე დამარცხდება
2111 – ადამიანები გახდებიან კიბორგები
2164 – ცხოველებს ნახევარადამიანებად აქცევენ
2167 – ახალი რელიგია
2183 – კოლონია მარსზე გააკეთებს ბირთვული იარაღს და მოითხოვს დამოუკიდებლობას დედამიწისგან
2187 – ვულკანის 2 უდიდეს ამოფრქვევას შევაჩერებთ
2273 – ახალი რასები
2279 – ენერქია არაფრისგან, ვაკუუმის ან შავი ხვრელებისგან
2288 – დროში მოგზაურობა, უცხოპლანეტელებთან კონტაქტი
2291 – მზე ჩაქრება და “ავანთებთ”
2296 – მზეზე დიდი აფეთქებები ხდება, იზრდება მიზიდულობის ძალა და კოსმოსური ხომალდები და ობიექტები გვეცემა
2299 – საფრანგეთში პარტიზანული მოძრაობა ისლამის წინააღმდეგ,
2341 – საშინელი რაღაც უახლოვდება დედამიწას
2354 – ერთერთი ხელოვნური მზე გაფუჭდება და გახმება ყველაფერი
2371 – შიმშილი
3005 – ომი მარსზე, პლანეტების მოძრაობა დაირღვევა,
3010 – მთვარეს კომეტა ააფეთქებს და ჩვენს გარშემო იქნება ქვებისა და ასტეროიდების წრე,
3797 – ამ დროისთვის ყველფერი გაწყდება, მაგრამ ხალხი შეძლებს მზის სხვა სისტებაში გადასახლებას.