Je m'appelle Eka..

June 10th, 2011 by Lasharela

მეცამეტე ზოდიაქო

Да, если гость пришёл с утра, –
Ему спешить не надо.
Кричат хозяева “Ура!”,
Они ужасно рады

მასპინძელის რა მოგახსენოთ და აი მე კი ნამდვილად მიხარია გესპოსტების წერა (სხვის ბლოგში ხელის ფათური მიყვარს).

ვინც ეკას ბლოგს თვალ-ყურს (ძირითადად ალბათ მაინც თვალს) ადევნებთ, თვალშივე მოგხვდებოდათ ჰოროსკოპის ნიშნების მიმოხილვანი. სხვა ბრძნულ სიტყვა-თქმანს შეგვიძლია ერთიც დავამატოთ _ ადამიანები 2 ჯგუფად იყოფა: ისინი ვისაც ჯერა ჰოროსკოპის და ვისაც მისი არ სჯერა.

პირადად მე ცალსახად და უპირობოდ მეორე კატეგორიას მივეკუთვნები, ამასთან უბრალოდ “მწამს, არ მწამს” ვარაუდის დონეზე კი არა, გარკვეული არგუმენტები მაქვს რის გამოც ვიქცევი ასე. ზოგი სახუმარო და ზოგიც სერიოზული. ახლავე მოგახსენებთ:

1. ჰოროსკოპის თანახმა, დედამიწაზე არსებული 6.5 მილიარდი ადამიანი, 12 ჯგუფად იყოფა. ანუ კაცობრიობის 1/12-ს პოზიტიური დღე ექნება, 1/12-ს ნეგატიური და ა.შ. ანუ ნახევარ მილიარდ კაცს ერთი და იგივე ბედს უმზადებენ ვარსკვლავები?

2. კარგი ბატონო, ეს ზოგადი ზოდიაქო არის სისულელე, მაააგრამ საათის და ზუთის და წამის სიზუსტით თუ ეტყვი როდის დაიბადე, შეგიდგენენ ინდივიდუალურ რუკას _ აი ეგ კი შენზეა გამოჭრილი.

ამაზე სულ ის ამბავი მახსენდება, რომ მე ერთ ბიჭთან ერთად დავიბადე. ზუსტად თურმე _ პრაქტიკულად პარალელურ რეჟიმში, სინქრონულად. ეს ბიჭი კი ისევე მგავს მე, როგორც მე ვგავარ სუმოს მოჭიდავეს.

ეს პრაქტიკული მაგალითიც რომ არ იყოს, ვინმეს შეუძლია (თუნდაც ყველაზე უტოპიური ფსევდო-მეცნიერული მსჯელობით) ამიხსნას, როგორ ახდენს მილიონობით წლის მანძილზე დაშორებული ვარსკვლავები, მშობლებისგან ბოძებული გენომის საფუძველზე, დედის მუცელშივე განსაზღვრული ხასიათის შტრიხების მოდიფიცირებას დაბადების მომენტში? რომ ვერძები ხდებიან ჯიუტები და შეუპოვრები, კირჩხიბები უკუღმართები და ღრიანკლები გესლიანები?

ვინ როგორ ახსნის არ ვიცი და ეტყობა ჭიპლარის გადაჭრის მომენტში, კოსმიური ძალები ადამიანის ტვინში წერენ ერთგვარ პროგრამას (პრაშივკას), რომელიც სწორედაც რომ განსაზვრავს ადამიანის შემდგომ ხასიათსა და ბედს (წლის ყველაზე იდიოტური ახნისთვის რაიმე პრემიას იმედია მივიღებ).

3. კირჩხიბის უკუღმართობაზე და ღრიანკლის გესლიანობაზე გამახსენდა _ დაკვირვებული თუ ხართ, ჰოროსკოპის ნიშნების დახასიათება, ხშირად ემთხვევა მათ ნიშნებთან გაჩენილ ასოციაციებს. მაგალითად ვერძი რქებით აწვება, ტყუპებს ყოველთვის ხასიათის გაორება და ორსახა იანუსობა აქვს დაჩემებული, სასწორი მერყევია. მაგრამ ვინმეს თუ უფიქრია იმაზე, რომ სასწორი გარკვეულ ეპოქაში გამოიგონა ადამიანმა (ყველაზე ძველი თუ არ ვცდები “მკვდართა წიგნშია” დაფისირებული) და რა საინტერესოა ნეტა რა ხდებოდა მანამდე? მანამდე მოცემული “ზოდიაქოს” ქვეშ დაბადებული ადამიანები, ანუ იმ თვეში და რიცხვში დაბადებულები, რომლებსაც ახლა სასწორის ზოდიაქოს უწოდებენ, არ იყვნენ ნეტა მერყევნი? ან კიდევ სანამ კაცობრიობა მშვილდისარს გამოიგონებდა, ამ არაჩვეულებრივ და მისტიურ ზოდიაქოს რა ერქვა _ “ქვებით დინოზავრებზე მონადირე”?

და საერთოდაც _ ბევრი თანავარსკვლავედი, სულ სხვა ასოციაციებს იწვევს ჩემში ვიდრე მერწყული, ვერძი ან თევზებია. ვფიქრობ რომ ზოდიაქოთა დასახელებანი საფუძვლიანად არის გადასახედი.

4. ჰოროსკოპი რომ რაიმეს განსაზაღვრავდეს, მიხეილ ცაგარელი კავკასიისა თუ რომელიღაც ვაი-გასაჭირში მყოფი ტელევიზიის იმედად არ იქნებოდა ცხოვრებაში _ ვარსკვლავებივით თუ არა საათივით ექნებოდა აწყობილი საქმე.

5. მეხუთე თორე ახლა, ერთბაშად არ დაგარწმუნო რომ სისულელეა ეს ყველაფერი. ასე რომ ამ საპატიო პუნქტს რეკლამისთვის მიანც გამოვიყენებ და გეტყვი:

თუ შენი ჰოროსკოპის ნიშანია ქალწული, ხოლო მისი კი ლომი, აკრიფე _ “ქალწული ლომი” და გააგზავნე sms ნომერზე 121144169. ა, ჰო, წინ 2-იანის ჩამატება არ დაგავიწყდეს _ ხო იცი, ორიონის თანავარსკვლავედში ამასწინათ ნომრების სისტემა შეიცვალა და…

by lasharela.com


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273