Je m'appelle Eka..

September 25th, 2008 by Katiée

მირო, შენი საჩივარი დაკმაყოფილებულია! LOL

ჩემი blog-რადიო დღეიდან აღარ იმღერებს.

არა როგორ არ იმღერებს, უბრალოდ ძველებურად თავისით, ავტომატურად აღარ ჩაირთვება ხოლმე და თქვენს მედია პლეერში გაშვებულ ჰანგებსაც აღარ გადაფარავს :)
მიროც აღარ იწუწუნებს და არც სხვები…
8 ხმა 6ის წინააღმდეგ კენჭისყრაში და იმ ექვსიდანაც ორი ჩემი იყო :D
ხოოდა რადგან მასეა ბატონო, დაე მასე იყოს და ამიერიდან ვისაც ჩემი რადიოს მოსმენა მოგინდებათ, ერთი დააწკაპუნეთ და ჩართეთ :)))

პ.ს. ნეტა ასე აკმაყოფილებდეს ჩვენი მთავრობაც ყველა ჩვენ პრეტენზიას, ჰაა, რას იტყვით :გაკრეჭილი სმაილიკი: ;-)