Je m'appelle Eka..

September 14th, 2008 by Katiée

ქართული ლიტერატურული ბლოგები

ჩემი კომპეტენცია ამ მხრივ საკმაოდ სუსტია, ამიტომ ამ პოსტში მხოლოდ რამდენიმე საინტერესო ბლოგზე გიამბობთ, რომლებიც კარგა ხანია არსებობს, მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს.

ერთი ლიტერატურული ჟუნრალი “არილი“-ა, სადაც შეგიძლიათ პერიოდულად ქართული ლიტერატურისა თუ ლიტერატურული კრიტიკის სიახლეებს გაეცნოთ , ან უბრალოდ ქართველი მწერლების სიას გადახედოთ (ბლოგის მარჯვენა სვეტში) და სასურველი ნაწარმოები აღმოაჩინოთ.

მეორე ლიტერატურული ბლოგი “არმური” მწერალ მიხო მოსულიშვილს ეკუთვნის. “აეს არი შენი სამშობლო ბალღო”ო – ეს ქვესათაური მშვენივრად გამოხატავს ბლოგის იდეას. ასე რომ, გაეცანით ხოლმე :)

აბა დროებით. წავალ ჩავუჯდები, მეც წავიკითხავ რამეს :)))