უცნაური სათაურია ხომ?
არადა მართლა ასეა.
ეს გერმანული სოფლებია, თან გერმანიის არცთუ მდიდარი მხარის – ზაარლანდის ჩვეულებრივი სოფლების ჩვეულებრივი ეზოები.
აგვისტოში, ომის შემდგომ პერიოდში ერთ ჩემსავით სტიპენდიაშემოლეულ ქართველ სტუდენტთან ერთად რეკლამები დავარიგე, 3 დღე გავქაჩე, მეტი ვერა :)
ერთი ხეირი კი ვნახე – ამ უმზეო ქვეყანაში ცოტა გავირუჯე, და ცოტაც გავერთე სახლების და განსაკუთრებით ეზოების თვალიერებით… 
დილაადრიან გერმანელი ბებოები და ბაბუები, ანუ პენსიონრები გამოდიან და ალაგებენ ეზოებს, რგავენ, რწყავენ, მარგლიან (თუ მარგლავენ) და ა.შ.
სახლებს ღობეები არ აქვს, მაგრამ ზღვარს მაინც არავინ გადადის, არ ეტყობა გადათელილი, არც არაფერს იპარავენ, ბავშვებიც არ აფუჭებენ…
ისე ეს კია, სიჩუმე კლავს ყველაფერს, ბავშვები არ ჭაჭანებენ, ან თუ დაინახავ, ისე ჩუმად , წყნარად და დამჯერედ დადიან, დაპროგრამებული გეგონება. არც ჩხუბობენ, არც ომობანას თამაშობენ, არც დაჭერობანას და არც დახუჭობანას :O ამიტომაცაა ეზოები ხელუხლებელი.
ბაკოს ვეუბნები, ასეთი ყვავილი რომ ჩამოვკიდო სახლის კართან, რა კაი იქნება, მაგრამ ვინ დამიყენებსთქო :(
გადაირია, გაჩერდი ერთი თუ ღმერთი გწამს, მზიას (დედაჩემს) ტონიანი “ბოჩკა” არ გაუჩერეს ეზოში, რაის ყვავილიო…
ჰმ…
მართალია არადა.






ეგ, რასაც შენ ჰყვები, ეკატერინე, სერიოზული განსხვავებაა ქართველებსა და გერმანელებს შორის.შენ და შენი მანდაური მეგობრები კიდევ ბევრ სხვაობას დაინახავდით, რადგან წლობით სწავლობდით მანდ.ახლა საქმე ისაა, ჩვენი შველა რითი და როგორ შეგიძლიათ…და ისევ საშველი რომ არის ეს ერთი ციდა საქართველო, – ჩემზე უკეთ გეცოდინებათ უკვე…
ყველაზე მნიშვნელოვანია შეგნება, სანამ არ შეიცვლება ჩვენების შეგნება მანამდე არ გვეშველება…P.S. აუ ბაკო რა ტიპიააა, აი ძააააან მაგარდ უთქვამს :************
ბატონო მიხო, საშველი ბევრ რამეში ნამდვილად ვართ, თუმცა მენტალიტეტი რომელიც საუკუნეების მანძილზეა ჩამოყალიბებული, ძნელია რამდენიმე წელიწადში შეიცვალოს. ნუ პეტრესავით ძალით წვერის დაჭრაც აღარ მოსულა 21 საუკუნეში :Dმეორე მხრივ, ვერ ვიტყვი რომ გერმანელებს (განსაკუთრებით მათ ევროპაში) უკვე ნაშველი აქვთ. თუნდაც ის მომენტი რაც ბავშვებზე აღვნიშნე, არც ისე უბრალო რამაა და ბევრ სხვა რამეზე მიუთითებს. თუმცა ეს დიდი თემაა და მე ერთ კომენტარში ვერ ჩავატევ თუ დავიწყე :Dლალენა, უკვე ფაქტიურად ვუპასუხე მაგ თემას, ნამდვილად შეგნებაა მთავარი, თუმცა “შეუგნებელს უნდა შეაგნებინო” რომ კანონის ენაზე ვთარგმნოთ, კი მივიღოთ იქნება შედეგი :D წვერის დაჭრის ნაცვლად 21 საუკუნეში ჯარიმებია და ზყველგან თ მოქმედებს ჩვენ რა ვიქნებით ასეთი მდიდარი, ჩვენზე ვერ იმოქმედოს :)სასაცილო ისაა, ჯარიმა რომ წესდება საქართველოში (თუნდაც ნაგვის დაყრაზე, მოძრაობის წესების დარღვევაზე ან ქუჩის უადგილოდ გადაჭრაზე), საზოგადოების რეაქცია ასეთია, ისეთი მაღალია ვერ გადავიხდითო. იმას კი არავინ ამბობს, არ დავარღვევთო. ანუ ჯარიმა გვინდა ისეთი, რომ თან დავარღვიოთ და თან ჩვენს ჯიბეს არ შეეტყოს.აი მასეთი კია 3 ლარიანი ქუჩის გადაჭრაზე ჯარიმა და ჩემი ჩათვლით ყველა ბატოვით გადადის “პადზემკის” თავზე. 3 ლარისთვის პატრულსაც ეზარება გაჩერება და მეც არხეინად მივდივარ, თუ რამე 3 ლარი რაა, და თან აგერ ინტერნეტბანკინგით შემიძლია გადავიხადო, მისვლაც არ დამჭირდება ბანკში .ამიტომ მოვითხოვ ჯარიმებს, ისეთ მაღალს, რომ ვერ შევძლოთ გადახდა!!! ოღონდ მერე ამ ჯარიმების სამართლიანად დადებას, და არა ხუთწლედის შესრულების მიზნით, როგორც ზოგიერთ და არცთუ ცოტა შემსრულებელ თანამშრომელს ეს ესმის!!!
მე ამ მხრივ გერმანელების სიზუსტეს და წესრიგს, კანადურს ვამჯობინებდი, ანუ 90% ორდნუნგი ;) და დანარჩენი ’თავისუფლება’, ვინც ამის ხასიათზეა :)აქაც პატარა ყვავილებიანი ღობეებია მიწაში ჩარჭობილი. აი ისეთები, უბრალოდ რომ გადააბიჯებ, ან ამოაძრობ და სხვაგან ჩაარჭობ … და ყოველთვის, როცა ჩავუვლი, მიკვირს, რომ ისევ იმ ადგილასაა ;)გერმანიისგან განსხვავებიტ გვყავს ბევრი ბავშვები. ზოგს ორი, სამი, ოთხი … ოჯახებიც ახალგაზრდები და არა გერმანიასავით, სიკვდილს პირა მდგომარეობაში :)))) ვხუმრობ. ვგულისხმობ 30მდე წყვილები ჩვეულებრივი ამბავია, თავისი ბავშვებიანა. ქალაქი იწმინდება, მაგრამ არსებობენ ’ქართველებიც’, რომლებსაც ნაგვის ურნამდე ვერ დააკავებიებ ხელში სიგარეტის ბიჩოკს ან პეპსის ცარიელ ბანკას :)ასე რომ არის გზაზე ხანდახან ნაგავი გამოფენილი … სანამ საღამოს მანქანა ჩამოივლის და ახვეტავს ყველაფერს. მაგმამ ასეთები უფრო აქაურ ’ვაგზალზე’ ხდება ;)
“არა გერმანიასავით, სიკვდილს პირა მდგომარეობაში” :))))ჰო, ჩვენთან სადარბაზო უკვე აღარ გვეკუთვნის. ჩვენებური, კორპუსების აივნები არასაჭირო ნივთების შესანახი ადგილია… და ა.შ. თუ მაინც და მაინც, მთავრობა გაალამაზებს აივნებს, როგორც სიღნაღში ან აეროპორტის გზაზე – ხელოვნური ერთნაირი თაიგულებით…არადა ამას არ სჭირდება დიდი ფული. უბრალოდ ნება.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხალხი სახელმწიფო სიმბოლიკას ექცევა უპატივცემულოდ. მარჯანიშვილზე, მაკდონალდსის თავზე დაახლოებით 5 წლის წინანდელი ქართული დროშა ფრიალებს, შავზე შავი. ვისაც ადრე უნახავს ის მიხვდება, რომ დროშაა, სხვა ვერ იცნობს. ამაზეც უნდა კარგი 500 ლარიანი ჯარიმა. სხვაგანაც ნახავ ეგეთ რამეებს. გაშავდა ქართული დროშები, პირდაპირი მნიშვნელობით. ქუჩებს დღეში ორჯერაც ხვეტავენ, მაგრამ არ ეტყობა…”გვეშველება რამე?”ისე კაცმა რომ თქვას, დაპროგრამებული ბავშვი რა უბედურეებაა….მაგას ისევ გატეხილი ქოთანი სჯობს:)
მოვითხოვ გერმანიაში ბავშვების განპროგრამებას! ითამაშონ, დალეწონ ქოთნები და დააწიწკნონ ერთმანეთს კიკინები!
:D
მაკა, ადვილია გერმანიაში ბავშვის განპროგრამება, უფრო სწორად განპროგრამებულის და თან შედარებით კანონმორჩილის შექმნა:
გერმანელზე უნდა დაქორწინდე.
ბავშვი იქნება ღამურა – აქ ზედმეტად წესიერი, ბავშვების ხმაურზე და ჩხუბზე თვალები შუბლზე რომ აუვა, და იქ კიდევ – ანცი და ეშმაკი.
ჩემი მეგობრის ძმიშვილს, დედმამით ქართველს მაგრამ იქ დაბადებულს და გაზრდილს, ექიმები ამოწმებდნენ, გონებაგაფანტულია და მასწავლებელს ვერ უსმენსო. მთელი ფსიქოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარეს და მერე დარწმუნდნენ, რომ სრულიად ჯანმრთელი, ჯანსაღი და ჭკვიანია. უბრალოდ ქართველია რა, და განსხვავდება იქაურებისგან :D
Pingback: გაიყიდება თუ არა ჩვენი პროდუქცია ევროკავშირში (?) | Je m'appelle Eka