ჰოი, გივარგილ!

ნაწყვეტი პოემიდან
დიდება სვანეთის ღმერთებს,
ნათელი ადგას თქვენს საბრძანებელს!
დიდება შენდა ნადირთ მფარველო,
შენ გემორჩილება ზვავი და გრიგალი,
კარგი მონადირის მარჯვენა ხელი ხარ,
ცუდი მონადირის მტერი და დამსჯელი,
საჯიხვეებში ჯიხვი გყავს მრავალი,
საშურთხეებში შურთხის ქარავანი,
დიდება შენ დალ ბედნიერო!
დიდება!

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ჰოი, გივარგილ!

  1. levan says:

    ძალიან მაგარი პოემაა. მაგისი წიგნი მაქვს სახლში ვახტანგ ონიანის ილუსტრაციით ჩემი ბავშვობის ერთერთი უსაყვარლესი წიგნია :)

    • Katieé says:

      ეგ წიგნი მეც მაქვს, უფრო სწორად, ბებიას ქონდა, ბავშვობაში მახსოვს, მაგრამ არც ვიცოდი ილუსტრაციები თუ ვახტანგ ონიანის იყო :))

  2. კესარია36 says:

    მე (როგორც ყოველთვის..) დაგვიანებით გწერ!
    სამწუხაროდ ეს წიგნი არ მაქვს (ფიზიკურადაც და წაკითხვის ვარიანტშიც)
    სურვილებზე პოსტი როდის გექნება??
    ჩამოგიწერდი.. უუუუ რას გავშლიდი ფრთებს!!
    მინდა სვანურ პოეზიას გავეცნო
    მინდა ვერტმფრენი მყავდეს და მე თვითონ ვმართავდე.. გადავიფრენდი ყოველ weekendებზე სვანეში (ჩემი სახლის გვერდზე მშვენიერი landing fieldია საამისოდ)
    რას მოვაყოლე ეს სურვილი..
    რას და იქ იმ ულამაზეს ველურ ბუნებაში სვანური პოეზიას კი არა არაბულსაც გავუგებდი (ჩემი ანანო არაბულს სწავლობს და როცა ლექსებს გამოთქმით გვიკითხავს უნდა ნახო ოჯახში რას ვხალისობთ ინტონაციასა და ბგერებზე..)
    მინდა პატარა ლექსი გითხრა სვანურად (ეს უკვე მესამე მინდაა)
    მიშგუ ლადეღ ისგუ ლირდეს
    ისგუ ლირდე მი ეერ მირდე
    ეშხუ წამ ი დემე მაკუ
    მი ისგვაურ ალი ლირდე
    ჩუ ჯიხალდეს ლახნთხილაალ
    ის ისგუ ი მიშგუ ლირდეს..
    თარგმანი:
    ჩემი დღეები შენ..
    შენი დღეებია მე რომ მაცოცხლებს
    ერთი წამის სიცოცხლეც არ მინდა უშენოდ
    მაშ გაუფრთხილდი ჩემს და შენს სიცოცხლეს…

    • Katieé says:

      რა მაგარია ♥
      გაფრთხილება არ ვიცოდი როგორ იყო სვანურად.

      სურვილებზე პოსტი რომ დავწერო, ძალიან გულახდილი უნდა ვიყო, რაც არ შემიძლია და თუ გულახდილი არ ვიქენი, საინტერესოც არ გამოვა ალბათ.

      ისე, მეც მინდა მასე. ფრენის მეშინია, მაგრამ ისე მიოცნებია, მთაში, სოფელში რომ 1 სთ-ში შეიძლებოდეს სრიალა გზით ასვლა და სხვა სამყაროში, სხვა კლიმატურ ზონაში აღმოჩენა და ყოველდღე სიარული ქალაქში, სამსახურში :/

  3. Pingback: ომი გიქნიათო, გივარგილ. | Je m'appelle Eka

Leave a Reply