Да, если гость пришёл с утра, -
Ему спешить не надо.
Кричат хозяева “Ура!”,
Они ужасно рады
მასპინძელის რა მოგახსენოთ და აი მე კი ნამდვილად მიხარია გესპოსტების წერა (სხვის ბლოგში ხელის ფათური მიყვარს).
ვინც ეკას ბლოგს თვალ-ყურს (ძირითადად ალბათ მაინც თვალს) ადევნებთ, თვალშივე მოგხვდებოდათ ჰოროსკოპის ნიშნების მიმოხილვანი. სხვა ბრძნულ სიტყვა-თქმანს შეგვიძლია ერთიც დავამატოთ _ ადამიანები 2 ჯგუფად იყოფა: ისინი ვისაც ჯერა ჰოროსკოპის და ვისაც მისი არ სჯერა.
პირადად მე ცალსახად და უპირობოდ მეორე კატეგორიას მივეკუთვნები, ამასთან უბრალოდ “მწამს, არ მწამს” ვარაუდის დონეზე კი არა, გარკვეული არგუმენტები მაქვს რის გამოც ვიქცევი ასე. ზოგი სახუმარო და ზოგიც სერიოზული. ახლავე მოგახსენებთ:
1. ჰოროსკოპის თანახმა, დედამიწაზე არსებული 6.5 მილიარდი ადამიანი, 12 ჯგუფად იყოფა. ანუ კაცობრიობის 1/12-ს პოზიტიური დღე ექნება, 1/12-ს ნეგატიური და ა.შ. ანუ ნახევარ მილიარდ კაცს ერთი და იგივე ბედს უმზადებენ ვარსკვლავები?
2. კარგი ბატონო, ეს ზოგადი ზოდიაქო არის სისულელე, მაააგრამ საათის და ზუთის და წამის სიზუსტით თუ ეტყვი როდის დაიბადე, შეგიდგენენ ინდივიდუალურ რუკას _ აი ეგ კი შენზეა გამოჭრილი.
ამაზე სულ ის ამბავი მახსენდება, რომ მე ერთ ბიჭთან ერთად დავიბადე. ზუსტად თურმე _ პრაქტიკულად პარალელურ რეჟიმში, სინქრონულად. ეს ბიჭი კი ისევე მგავს მე, როგორც მე ვგავარ სუმოს მოჭიდავეს.
ეს პრაქტიკული მაგალითიც რომ არ იყოს, ვინმეს შეუძლია (თუნდაც ყველაზე უტოპიური ფსევდო-მეცნიერული მსჯელობით) ამიხსნას, როგორ ახდენს მილიონობით წლის მანძილზე დაშორებული ვარსკვლავები, მშობლებისგან ბოძებული გენომის საფუძველზე, დედის მუცელშივე განსაზღვრული ხასიათის შტრიხების მოდიფიცირებას დაბადების მომენტში? რომ ვერძები ხდებიან ჯიუტები და შეუპოვრები, კირჩხიბები უკუღმართები და ღრიანკლები გესლიანები?
ვინ როგორ ახსნის არ ვიცი და ეტყობა ჭიპლარის გადაჭრის მომენტში, კოსმიური ძალები ადამიანის ტვინში წერენ ერთგვარ პროგრამას (პრაშივკას), რომელიც სწორედაც რომ განსაზვრავს ადამიანის შემდგომ ხასიათსა და ბედს (წლის ყველაზე იდიოტური ახნისთვის რაიმე პრემიას იმედია მივიღებ).
3. კირჩხიბის უკუღმართობაზე და ღრიანკლის გესლიანობაზე გამახსენდა _ დაკვირვებული თუ ხართ, ჰოროსკოპის ნიშნების დახასიათება, ხშირად ემთხვევა მათ ნიშნებთან გაჩენილ ასოციაციებს. მაგალითად ვერძი რქებით აწვება, ტყუპებს ყოველთვის ხასიათის გაორება და ორსახა იანუსობა აქვს დაჩემებული, სასწორი მერყევია. მაგრამ ვინმეს თუ უფიქრია იმაზე, რომ სასწორი გარკვეულ ეპოქაში გამოიგონა ადამიანმა (ყველაზე ძველი თუ არ ვცდები “მკვდართა წიგნშია” დაფისირებული) და რა საინტერესოა ნეტა რა ხდებოდა მანამდე? მანამდე მოცემული “ზოდიაქოს” ქვეშ დაბადებული ადამიანები, ანუ იმ თვეში და რიცხვში დაბადებულები, რომლებსაც ახლა სასწორის ზოდიაქოს უწოდებენ, არ იყვნენ ნეტა მერყევნი? ან კიდევ სანამ კაცობრიობა მშვილდისარს გამოიგონებდა, ამ არაჩვეულებრივ და მისტიურ ზოდიაქოს რა ერქვა _ “ქვებით დინოზავრებზე მონადირე”?
და საერთოდაც _ ბევრი თანავარსკვლავედი, სულ სხვა ასოციაციებს იწვევს ჩემში ვიდრე მერწყული, ვერძი ან თევზებია. ვფიქრობ რომ ზოდიაქოთა დასახელებანი საფუძვლიანად არის გადასახედი.
4. ჰოროსკოპი რომ რაიმეს განსაზაღვრავდეს, მიხეილ ცაგარელი კავკასიისა თუ რომელიღაც ვაი-გასაჭირში მყოფი ტელევიზიის იმედად არ იქნებოდა ცხოვრებაში _ ვარსკვლავებივით თუ არა საათივით ექნებოდა აწყობილი საქმე.
5. მეხუთე თორე ახლა, ერთბაშად არ დაგარწმუნო რომ სისულელეა ეს ყველაფერი. ასე რომ ამ საპატიო პუნქტს რეკლამისთვის მიანც გამოვიყენებ და გეტყვი:
თუ შენი ჰოროსკოპის ნიშანია ქალწული, ხოლო მისი კი ლომი, აკრიფე _ “ქალწული ლომი” და გააგზავნე sms ნომერზე 121144169. ა, ჰო, წინ 2-იანის ჩამატება არ დაგავიწყდეს _ ხო იცი, ორიონის თანავარსკვლავედში ამასწინათ ნომრების სისტემა შეიცვალა და…








გავხალისდი ერთობ : )
:D:D:D
ახლა შემოვიჭყიტე 2 წუთით და არ ვიცოდი თუ დაწერე :D
ჰო, კირჩხიბები რომ უკუღმართები არიან, მაგასთან ერთად ვერძების სიჯიუტე (და ყოველთვის ჭეშმარიტება არ დაგავიწყდეს! :D) რომ აღნიშნე, მაინც კარგია :D
ეჰ, ღრიანკლები გესლიანებიო, ეგოისტებიო, პატივმოყვარეებიო და ათასი საშინელება მომისმენია…
მე არ მჯერა, თუმცა მაინც ვკითხულობ ხოლმე, გასართობად, ცნობისმოყვარეობის გამო და რაღაც დამთხვევებიც აღმომიჩენია, რაღაც სრულიად შეუფერებელიც. მაინც მგონია, რომ როცა რაღაცის გჯერა, მაშინ მოქმედებს. ანუ, მესამე კატეგორიაც ვარსებობთ, შეიძლება ითქვას…
მეც ვიცნობ რამდენიმე ადამიანს ერთ დროს რომ დავბადებულვართ და სრულიად განვსხვავდები მათგან და ეს ერთი შეხედვით, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
მე ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ რა დამოკიდებულება მაქვს ზოდიაქოს და ჰოროსკოპების მიმართ. ხან ვამბობ, რომ არ მჯერა, მაგრამ ზოგჯერ ვკითხულობ ხოლმე და ვცდილობ დავაკავშირო რეალობასთან…
ისე, სათაურში ნახსენები მეცამეტე ზოდიაქო ანუ გველმჭერი, რომელიც პოსტში არ აღნიშნულა, დიდი სისულელე მგონია. უფრო დიდი, ვიდრე დანარჩენი თორმეტის აქამდე არსებობაა :))
მოიცა, მე13 ჰოროსკოპი მართლა არსებობს? :D
მე არ ვიცოდი :D
კი, არსებობს.. რაღაცა უცნაური სახელი ჰქვია, მგონი: ორკაპი, როკაპი, გველკაცა თუ რაღაცა ასეთი უცნაურობა.. :დ
ოღონდ ჯერ დადგენილი არ არის ზუსტად და თუ დამტკიცდა მისი არსებობა, ყველა ზოდიაქოს ნიშანი ირევა..
(მე როგორ კარგი ასტროლოგივით ვლაპარაკობ)
გველჭერი, დავწერე.. :დ
ეგ არ ვიცი, უნდა მოვიძიო და ამასწინათ ვნახე სიუჟეტი ნტვ-დან, კიდევ ერთ პლანეტაზე – ნიბირუზე, ეტყობა ეგაა გველმჭერის მფარველი.
დავდებ მერე, ფრიად საინტერესო რაღაცებს ამბობს ის რუსი კაცი 2012-ზე :D
ნიბირუს პლანეტა არის ყველაზე დიდი სირობა, რაც კი მეცნიერულ ფანტაზებს მოუფიქრებიათ :)
ფეისბუქმა რა ჰქმნაში არის ერთერთი პოსტი სხვათაშორის მიძღვნილი, ნიბირუელებზე :) რო ჩამოვლენ ქართველები რას ვიზამთ :)
რა კარგად იკითხება <3
რეებს როშავთ ხალხო როგორ შეძლება ჰოროსკოპის არ გჯეროდეთ,როცა რელიგიაზე დიდი ისტორია აქვს და უამრავი ასტროლოგიური ფაქტი არსებობს მისი უტყუარობის შესახებ.ყველა ასტროლოგს არ ვგულისხმობ ზოგი ტრუხაა.ნამდვილი ასტროლოგი წინასწარ მეტყველის დონეზეა ასული მაგალითად მიხეილ ცაგარელის ნაირები.რა შტერი უნდა იყო რო ნამდვილი ასტროლოგიის არ გჯეროდეს ყველაფერს რო თავი დავანებოთ თქვენი ჰოროსკოპის ჭეშმარიტი დახასიათება ნახეთ
თუმცა რაღაც დოზით შეცდომა ყველა სფეროში არსებობს და შეიძლება ასტროლოგმაც დაუშვას მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო ასტროლოგია მოგონილია.ერთი რამ გაიგეთ რა,არსებობს ღმერთი,სატანა,ასტროლოგია.თავისი განშტოებებით.მაგრამ ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთზე ისე რო არ შეიძლება ერთი გწამდეს და მეორე არა,რადგან თუ შენ გწამს ღმერთი და ბიბლია მთელი თავისი დიდებით,მაშინ უნდა იცოდე რო ასევე არსებობს სატანაც თავისი ბიბლიით და სატანური დიდებით,ასევე არსებობს ასტროლოგია თავისი პლანეტებით,ცხოველებით,მცენარეებით,სტიქიებით ეს ყველაფერი და პირდაპირ კავშირშია ადამიანის არსთან.მე მინახია ღვთის მოშიში რომელსაც ასტროლოგიის არსებობის არ ჯერა მაგრამ ამავდროულად ყველა ასტროლოგს ჯერა უფლის არსებობის,რადგან ასტროლოგმა იცის რომ ეს უზარმაზარი სივრცე რასაც ქვია მზის განლაგების სისტემა,დედამიწა და მისი ატმოსფერო თავისი საათივით აწყობილი გრაფიკი იმდენად ზუსტი კანონზომიერებით არის დაცული ეს ყველაფერი(თუ ადამიანმა თვითონ არ აურია) რომ არ შეიძლება რაღაც დიდი ძალის მიერ არ იყოს აგებული ეს სისტემა და სხვას რას შეეძლო თუარა ღმერთს.ეხ;ლა გაიგეთ?