მირო, შენი საჩივარი დაკმაყოფილებულია! LOL

ჩემი blog-რადიო დღეიდან აღარ იმღერებს.

არა როგორ არ იმღერებს, უბრალოდ ძველებურად თავისით, ავტომატურად აღარ ჩაირთვება ხოლმე და თქვენს მედია პლეერში გაშვებულ ჰანგებსაც აღარ გადაფარავს :)
მიროც აღარ იწუწუნებს და არც სხვები…
8 ხმა 6ის წინააღმდეგ კენჭისყრაში და იმ ექვსიდანაც ორი ჩემი იყო :D
ხოოდა რადგან მასეა ბატონო, დაე მასე იყოს და ამიერიდან ვისაც ჩემი რადიოს მოსმენა მოგინდებათ, ერთი დააწკაპუნეთ და ჩართეთ :)))

პ.ს. ნეტა ასე აკმაყოფილებდეს ჩვენი მთავრობაც ყველა ჩვენ პრეტენზიას, ჰაა, რას იტყვით :გაკრეჭილი სმაილიკი: ;-)

This entry was posted in Bla-Bla-Bla. Bookmark the permalink.

0 Responses to მირო, შენი საჩივარი დაკმაყოფილებულია! LOL

  1. jaco says:

    არ ვიცი ბოლოს როდის ვიყავი ასეთი ბედნიერი. ალბათ მეხუთე კლასში ბელა მასწავლებელმა რომ შემაქო და ასე მითხრა შენ ჭკვიანი კაცი გამოხვალო და მეორე ახლა! ერთი პოსტი! წარმოგიდგენიათ? ერთი მთლიანი პოსტი ჩემთვის. ვისი ვისი და თვით ეკატერინეს, ძველი დამსახურებული ბლოგერის, ზეძლიერი ფოტოხელოვანის, შესანიშნავი ადამიანის და რაც ყველაზე მთავარია ნამდვილი მეგობრის ბლოგზე!მადლობა ეკუშ!!!ამის მერე შემოვალ ხოლმე შენს ბლოგზე და ძალით ჩავრთავ შენს რადიოს რომ მერე გამოვრთო:D შევეჩვიე მაინც:Dვხუმრობ კაცო, აღარ შეცვალო ისევ, დატოვე ასე ;)

  2. Katiee... says:

    HA HA HAბოლოს წინა აბზაცი მაგარი იყო :D მეც ვერ ვეჩვევი შენ წარმოიდგინე.რაც მე ამ ჰტმლ-ს ვუტრიალე, კოპია შევინახე და ისე ვატარე ექსპერიმენტები და კი გამომივიდა :D თურმე სულ რაღაც აუტიპლეი უნდა ამომეშალა კოდიდან :Pარადა რამდენი გახვეწნე და პოლიც კი გავაკეთე ამის გამო :D

  3. Kate says:

    აუ შენ გაიხარე რა….კიარადა…. მირ, შენ გაიხარე, რომ ეგ პრეტენზია გამოთქვი….კიარადა… ეკა, შენ გაიხარე, რომ ასე შეასრულე მიროს (და მამენტ ჩემი) სურვილი…მეც მეყენა და ვაფშეამოვიღე ვიჯეტი…მაინც სულ ჭედავდა.

  4. Katiee... says:

    ჰო ასე ჯობია აშკარად :))

  5. m i r a m a x says:

    ისა, ჩემი ბრალია რადიო რომ გამორთე? მე მოვითხოვე? იცი საერტოდ არ მახსოვს? ნუთუ მე ვიყავი… იქნებ გამახსენო სად შემოგჩივლე? :როლლ: მე 1 მოთხოვნა მქონდა მხოლოდ ბლოგერების მიმართ ვორდ ვერიფიქეიშენის გამორთვა, რადიოსთვის ხხელი არ მიხლია :უსერ:

  6. Katiee... says:

    ლოლშენც მირო ხარ? არ ვიცოდი :Dზემოთ რომ ჟაკო წერს მაგის კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე შევეჭიდე რადიოს ჰტმლ-ს სიძნელეებს :))აი ვორდ ვერიფიკაციონი გამორთული მაქვს თუ არა არ მახსოვს მართალი გითხრა, სპამებისგან დასაცავად მქონდა ჩართული ერთ დროს, შევამოწმებ და თუ ეხლაც ეგრეა, მაგ თხოვნასაც შევასრულებ, არაა პრობლემა ბატონო :))))

  7. m i r a m a x says:

    აააა, უიჰ, მე მაპატიეთ :დნუ, მიროს მირამაქსის პონტში მეძახიან ხშირად, ხოდა ვიფიქრე ჩემი ბრალიათქო :უსერ: რა სასაცილო ვარ :დ

  8. Katiee... says:

    ააჰ, გასაგებია :)) თან ვერაფრით ვერ შევუფერე შენს ბლოგს ავტორად მირო :D რატომთაც მგონია რომ ბიჭი არ უნდა იყო :D

Leave a Reply