“რატომ ერთი კისერი არა გაქვთ, ყველას ერთად დაგაყრევინოთ თავები!”

დღეს კიდევ ერთხელ და ვინ იცის კიდევ მერამდენედ ვუყურე თენგიზ აბულაძის უკვდავ ფილმს “ნატვრის ხე”…

არ ვიცი, რომელი ერთი ფრაზა შეიძლება ამოარჩიო ამ ფილმიდან, ან რომელი კადრი…

უბრალოდ უყურეთ და კიდევ ერთხელ ისიამოვნეთ:

http://www.geocinema.ge/ge/index.php?filmi=290

This entry was posted in This is life, To think about, Videos/Movies and tagged , , , . Bookmark the permalink.

14 Responses to “რატომ ერთი კისერი არა გაქვთ, ყველას ერთად დაგაყრევინოთ თავები!”

  1. არმური says:

    ეკატერინე, რა ამ პოსტის პასუხია და ერთ შეკითხვას დავსვამ, რომელიც პასუხს არ მოითხოვს… ოღონდ ის ჯეკია თუ ანდროა თუ ორივე ერთად (ხო მიხვდი, ვისზეც გეუბნები…), იმაობა არ დამაბრალო – მე მაინც ჩემ ჭკუაზე მოსიარულე და კომენტარის ალაგ-ალაგ დამწერი გიჟი ვარ…აქ რომ მოვალ ხოლმე, ისეთი ფერები დამხვდება, რომ ყავის დალევა მინდება და ხომ არ იცი, რისი ბრალია? იმისი ხომ არა, რომ ეს შენი ჟურნალი კი არ გააფუჭე, პირიქით – ძალიან შენებური და ამიტომაც უკეთესი გახადე?არადა, მე მაშინ კაფიაც კი გამოგითქვი და არ ვიცი, ნახე თუ არა… :))))

  2. Kate says:

    ფილმი, რომელიც არასოდროს მბეზრდება…”ფუფალ, ფუფალ”…”აბა როგორ გინდა, კაცო, ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია?!” ულამაზესი მარიტა…

  3. Katiee... (aka ეკა.ტერინე) says:

    ან, – ააღსდექ საქართველოვ, ააააღსდექ საქართველოვ!ან, – მოდის, რევოლუცია მოდის!ან, – გამოდით, ტარტაროზებო!ან, – შენ ვინ გკითხავს საოფლის საქმეს!ან, – არცა შიოლა ყოფილა, მე გამოვიგონე….მოკლედ, ბრავო!

  4. Katiee... (aka ეკა.ტერინე) says:

    მიხო ბატონო, არ მინახავს კაფია, ეხლაც საგულდაგულოდ მოვქექე და კაფია არცერთი არ უნდა იყოს ვგონებ, თქვენი კომენტარებიდან… :/ იქნებ არ დაიპოსტა რაიმე მიზეზით …ასეა თუ ისე, დიდი მადლობა რომ მსტუმრობთ :) და ყავაზე რომ ვერ გადმოგიპატიჟებთ, მე მაპატიეთ, შოს ვარ ნამეტნავად, თან ჩემი ჟურნალის დიზაინისდა მიუხედავად, თქვენ წარმოიდგინეთ ყავა დიდად არ მიყვარს და შესაბამისად მომზადებაშიც მოვიკოჭლებ :Dჰოდა, ამ საიტზე თუ ყავის დალევა გინდებათ, ჩემს მეორე ბლოგს რომ ესტუმროთ, შეიძლება ცოტა მოგშივდეთ კიდეც, ვინ იცის :D

  5. jaco says:

    ბრავო შენ კატერინა!

  6. Lalena says:

    ვირზე შემჯდარი ლიკა ქავჟარაძე დაუვიწყარია…

  7. m i r a m a x says:

    გადასარევი ფილმია. ასჯერ რომ ნახო არ ასჯერვე შთაბეჭდილებებით ასრულებ ფილმის ნახვას, არ მოგწყინდება არასდროს.უნდა ავღნიშნო რომ ალბათ ერთერთი საყვარელი ფლმია ჩემი და ალბათ ბევრისაც.

  8. არმური says:

    http://armuri.blogspot.com/2008/09/blog-post_4176.htmlHTML კოდი და ეკატერინე(კაფია)”შემომეფერადა ბლოგი, სამ სვეტიანი ბლოგ-ტემპლეიტების ნაკლებობაა სამწუხაროდ.თან მომწონს ახალი, თან არ მომწონს.მე თვითონ ვერაფერი მოვუხერხე ჰტმლ-ს და იყოს ასე, მზა, როგორცაა, ოდესმე გავაუმჯობესებ”.ეკატერინე ონიანსეიჩ-ტი-ემ-ელ სცოდნია -ბლოგთან ისეთი ომი აქ,რუსები – მონაგონია.სამჯერ შაცვალა ფერები,არ ჩემგან მონაჭორია,მეეშველენით, თორემაარ მეეშვება, მგონია…

  9. Katiee... (aka ეკა.ტერინე) says:

    ჰაჰა, არ ვიცოდი,ეს გამომრჩა ეტყობა იმ პერიოდში :Dეხლა წავალ, ვეცდები გავლექსო და გიპასუხოთ :D

  10. არმური says:

    და ამ ლინკზე შენი სურათებიც დავდე მაშინ – http://armuri.blogspot.com/2008/09/blog-post_4176.html

  11. არმური says:

    და ის ნანახი მაქვს – შენი მეორე ჟურნალი – მართლა მაგარი საჭმელებია!

  12. GayGuy says:

    ეკა.ტერინე შენმა პოსტმა გული ამიჩუყა და სევდიან განწყობაზე დამაყენა, მაგრამ ამ სევდას თან ახლავს ის სიამოვნება, რომელსაც ადამიანს ეს ფილმი ანიჭებს. მართლა რომ უკვდავი სურათია, და გარკვეულწილად ადამიანური ცხოვრების, ჩვენი ქართული ცხოვრების ენციკლოპედიაა. რამდენჯერაც არ უნდა ვნახო ეს სურათი, ყოველთვის რაღაც ახალს აღმოვაჩენ ხოლმე, ყოველთვის არის რაღაც, რასაც მასწავლის, რაშიც მარწმუნებს და რაღაც გზებს მაჩვენებს. არცერთი ფრაზა, არცერთი სიტყვა, არცერთი ჯესტი, არცერთი სცენა არ არის ისეთი, რომელიც შეიძლება ამოგლიჯო საერთო სურათიდან და ჩათვალო რომ უმნიშვნელოა. და ამის საპირისპიროდ ყველა ფრაზაში, ყველა სცენაში არის რაღაც, რაშიც შეიძლება დაინახო და გაარჩიო – რა არის ადამიანური და რა ცხოველური, რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. ასეთი შედევრების შექმნა ბევრს არ შეუძლია და ვამაყობ იმით, რომ ეს ქართველი ადამიანის გაკეთებულია! ვოტ :)

  13. Katiee... (aka ეკა.ტერინე) says:

    gayguyდიდი მადლობა ჩემო კარგო :)მეც სწორედ მაგიტომ ვფიქრობ რომ ეს ფილმი ერთობლივი შედევრია და ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ცალცალკე აღებული მოთხრობები. ეს კი ძალიან იშვიათია. როგორც წესი ფილმი ვერ შეედრება ხოლმე ორიგინალ ნაწარმოებს. ამიტომაც, კიდევ ერთხელ ბრავო, 32 წლის შემდეგ! :))

  14. http://burusi.wordpress.com/ says:

    მიყვარს ეს ბროწეულისფერი, მდელოსფერი სურათი. და ნისლები ბოლოს…ტალახის ხმები…

Leave a Reply