Je m'appelle Eka..

September 22nd, 2013 by Katiée

2 დღე გურიაში [ფოტორეპორტაჟი]

სოფელში, სადაც ბაბუაჩემის სახლია (ქვ.სვანეთი, სოფ. სასაში) რამდენიმე მჟავე წყალია. იქ ასე უწოდებენ გაზიან მინერალურ წყალს: მჟავეა, შუშხუნა და გემრიელი. ზოგი წყალი კუჭს უხდება, ზოგი – თირკმელს, ზოგი კი რევმატიზმს და სახსრების ანთებას კურნავს აბაზანების სახით.

ჩემს სოფელში 6 წელია არ ვყოფილვარ, იქიდან ბოთლით ჩამოტანილ  წყალს თბილისამდე, რა თქმა უნდა, ვერ მოყვება გაზი, რაც ასე აგემრიელებს, მაგრამ მაინც დიდი სიხარულია, თუ ვინმემ ხელს გამოაყოლა. ამიტომ, თბილისში იმ წყლის წყურვილს ნაბეღლავით ვიკლავ, რომელიც ყველაზე მეტად გავს ჩემი სოფლისას.

ჩემს ბევრ თანასოფლელს ჰქონდა იდეა, რომ წყლის კომერციალიზაცია მოეხდინათ. ერთი მხრივ ყველას გვინდა სასაშის (ან მუაშის – პატარა კურორტია სოფლის თავზე) მჟავე წყალი თბილისში, ბოთლით მოგვართვან. მეორე მხრივ კი ეს იმას ნიშნავს, რომ სოფელში წყალს ბაყბაყდევი დაეპატრონოს. ყველაზე მთავარი მიზეზი კი, რის გამოც ბიზნესიდეა არავინ განახორციელა, ადგილის ქალაქიდან სიშორე და წყლის მცირე მოცულობა იყო. ამის გამო, ყოველთვის მეგონა, რომ ბორჯომი და ნაბეღლავი მდინარეებად მოედინებოდა მათი წარმოშობის ადგილას, სანამ აი სულ 2 კვირის წინ ნაბეღლავში და თვითონ ნაბეღლავის წარმოებაში არ მოვხვდი Gepra-სა და თიკოს წყალობით.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თიკომ ფეისბუქზე ფოტომოყვარულები მოიკითხა და საინტერესო მოგზაურობა შესთავაზა ნაბეღლავის ჩამოსხმის პროცესის ადგილზე სანახავად. ჩემი მოკრძალებული და უკვე ყავლგასული ფოტოტექნიკით ფოტომოყვარულებს ჯერჯერობით ვერ შევეჯიბრები, მაგრამ რატატუის  ავტორებს ხომ არა მხოლოდ საჭმელი, არამედ სასმელიც გვაინტერესებს, ჰოდა თიკოს იდეით ძალიან მოვიხიბლე. ასე აღმოვჩნდი 2 დღით გურიაში: ნაბეღლავი-ბახმარო-ურეკი.

ჩემთვის თითქმის უცნობ ადამიანებთან ერთად გურიის გზას თბილისიდან დილის 7 საათზე გავუდექით, ხაშურში ყავა დავლიეთ და დილის 9 საათისთვის ჯარგვალშიც ვისადილეთ(!).

coffeetogokhashuri
1236164_688056197889796_1766508463_n
1231387_688056707889745_1630041574_n
moibyaleko600
გზაზე ასჯერ შევისვენეთ, მოვწიეთ, ყავა დავლიეთ, ტუალეტი არ გამოვტოვეთ, ჩოხატაურის დაკლაკნილ უღელტეხილზე მოსასულიერებლადაც გავაჩერეთ და როგორც იქნა ნაბეღლავის ქარხანამდეც მივაღწიეთ.
ქუთაისური სასწრაფო დახმარების მანქანა
[ქსენონი ყოფილა სასნეულო სახლი http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=47680 :D]
ქუთაისური სასწრაფო
1234437_688057707889645_490572990_n
20130907_0231sm600
20130907_0120600
mebyalex600
20130907_0241ბწ
20130907_0076sm600
20130907_0178600

იქ აღმოვაჩინე, რომ ნაბეღლავის მინერალური წყალი თურმე სულაც არ მოედინება მდინარეებად, როგორც აქამდე მეგონა და ძალიან შეზღუდული რესურსია ♡

სხვათა შორის, ძალიან საინტერესო და საყვარელი პროცესია როგორ იბერება ნაბეღლავის ბოთლები, როგორ მირბიან სამრეცხაოში და თავდაყირა ეკიდებიან, მერე წყლით ივსებიან, იხუფებიან, იარლიყდებიან და ბოლოს მოდის თბილისში (ამაზე უფრო დეტალურად რატატუიზე დავწერ).

ფოტოსესიის შემდეგ გემრიელად ვისადილეთ, ორნახადი ჭაჭა მივაყოლეთ და ბახმაროსკენ დავიძარით.ისევ დაიწყო “აქ გაგვიჩერე, აქ გაგვიჩერე!”. ამჯერად ულამაზესი მთების, ჩამოწოლილი ნისლის და ნისლში გამოპარული მზის სხივების გადასაღებად. მაგრამ მძღოლი უკვე ისე იყო ჩვენი თავგასულობით მობეზრებული, ყველგან დაგვიანებით გაგვიჩერა, ჯუჯღუნით ☹

20130907_0303-2sm600

20130907_0260sm600
20130907_0290sm600
20130907_0343sm
1244572_10151704874698558_1693701218_o (1)
1234232_688060031222746_746609399_n
on the way to bakhmaro

ნისლის გამო გზა თითქმის აღარ ჩანდა. იმედი გადამეწურა, რომ ასეთ ამინდში ბახმაროში რამეს დავინახავდი. შოკი მივიღე, როცა ბოლო აღმართიც ავიარეთ და ნისლებიდან (თუ ღრუბლებიდან) თავი უცებ საღამოს ოქროსფერი სხივებით განათებულ ბახმაროში ამოვყავით.

20130907_0347sm600
20130907_0351bw
all600
20130907_0346sm600

ძველ, გვერდებჩამტვრეულ კოტეჯებს შორის უამრავი ახალი, გაწკრიალებული პატარა ხის სახლი დგას. შუაგულ ბახმაროში კი რომელიღაც წინასაარჩევნოდ, “იმ 9 წლის” ფერებში შეღებილი რამდენიმე მახინჯი შენობა და ერთერთ ფერდობზე VIP კოტეჯების უბანი.

სექტემბრის დასაწყისში აქ სეზონი დამთავრებულია, უკვე  ცივაო, ერთ-ერთი კოტეჯის პატრონმა აგვიხსნა.

კი, მართლა ციოდა ძალიან. ისე ძალიან, რომ უალკოჰოლოდ გაძლება არ შეიძლებოდა☺

1235184_688062257889190_1725137841_n

ურეკამდე გზაზე ისე დამეძინა, ჩოხატაურის თავბრუდამხვევი (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) უღელტეხილი აღარც კი მიგრძვნია. ღამე ურეკში გავათენეთ (ეს სიტყვაც პირდაპირი მნიშვნელობით:D), დღისით ზაფხულის უკანასკნელ მზის სხივებს მივეფიცხეთ ცოტა ხნით და გვიან ღამით ცივ თბილისში დავბრუნდით.

დასკვნა: კარგი ყოფილა გურიის მთები, პირველად ვიყავი და აუცილებლად ვიფიქრებ დიდი ხნით დაბრუნებაზე.

ნაბეღლავი კი ახლა უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე ადრე ♡

1003389_688058967889519_682099680_n

[ყველაზე პოზიტიური ფოტო by ალეკო შარვაძე]

განსაკუთრებული და ბევრი მადლობა:

ნაბეღლავს – მასპინძლობისთვის
ჯეპრას გუნდს – არაჩვეულებრივი ორგანიზებისთვის
თიკოს – მიწვევისთვის ♡
ალეკო შარვაძეს, თიკო ციცვიძეს და ნინა ლაბარტყავას – ფოტოებისთვის, რომელთაგან რამდენიმე ამ პოსტში გამოვიყენე
და მძღოლს – ჩვენი გაძლებისთვის
პ.ს. ფერადი ფოტოების სანახავად დააჭირეთ აქ.

Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273