Je m'appelle Eka..

Archive for August, 2008

August 31st, 2008 by Katiée

Living in bags and boxes ! :D

აჰა, ფაქტიურად ასეა! :Dეხლა რაშია საქმე: ბინა გამოვიცვალე.ვხეხე, ვფხიკე, იატაკი ვქლორე, კედლები ვაკბილისპასტე, ბინიდან უკანსვლით გამოვედი და იატაკის ტილო გამოვაყოლე ჩემს ნაფეხურებს, შემდეგ ჰაუსმაისტერს გადავაბარე, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი მოვუწერე, ერთი კედელი შესაღებია და 30 თუ 40 ევრო მაგაში უნდა გამოგიქვითოო, დანარჩენი კიდევ ბოლო თვის ქირაშიო და მოკლედ ესეც შენი 310 ევრო კაუციონი ფაფუუუ…. ჰოოოდა, ეხლა […]

August 27th, 2008 by Katiée

სწავლა მორჩა!

მორჩა სწავლა! მორჩა? მართლა მორჩა? მორჩა კი? :(( უფ, რავიცი რავიცი (შეცდომა არ გეგონოთ, ასე იწერება) აი აქ დავდიოდი ყოველდღე 2007ის ოქტომბრიდან. არა ყოველდღე არა. ნუ, კვირაში რამდენჯერმე. დილას, შუადღეზე, საღამოს, დილას, შუადღეზე, საღამოს… შაბათს… კვირას არა. ხო, ეს კიდევ მენზაა, უფრო სწორად გზა მენზისკენ, ანუ მუშათა, უპს სორრი, სტუდენტთა იაფიანი სასადილოსაკენ. ამ ძეგლით შთაგონებული […]

August 25th, 2008 by Katiée

Paris, Je t’aime!…

მე პარიზში ვიყავი… რა უნდა ვთქვა ახალი, ან ორიგინალური ამ ქალაქის შესახებ? შევძლებ კი? ან ორი დღე იყო საკმარისი იმისთვის რომ კარგად შემეგრძნო და მერე გადმომეცა პარიზი? არა მგონია :)) სურათები მაინც გადამეღო საკადრისი. ვერც ეს მოვახერხე… მაგრამ რაცაა, ესაა :)) ეს წმინდა გულის ტაძარია (Sacré-Coeur) – უკვე სათაურია საინტერესო :) თუმცა გვიან გამახსენდა მეკითხა, […]

August 24th, 2008 by Katiée

პოეზიის 5 წუთი

მიუხედავად იმისა, რომ მე პოეზიის დიდი მოყვარული არ გახლავართ, (ჩემმა რომანტიკოსმა მეგობრებმა კი კარგად იციან ეგ ამბავი :D), პოეზიას მაინც პატივს ვცემ, რა თქმა უნდა და ხანდახან დიდი სიამოვნებითაც ვკითხულობ ან ვუსმენ. ოღონდ ხანდახან. აი ერთი მაგალითიც, Shandor Petefi-ს ლექსის ქართული თარგმანი, გურამ საღარაძის შესრულებით: აქვე დავამატებ, რომ ვიპოვე ჩემი უსაყვარლესი პოემის, “სტუმარ-მასპინძელი”-ს ფრანგული თარგმანი, […]

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins