Je m'appelle Eka..

Archive for August, 2010

August 29th, 2010 by Katiée

I, I who have nothing

ტომ ჯონსის ფანი არასოდეს ვყოფილვარ, მისი ყველაზე პოპულარული სიმღერა ჩემთვის “Sex Bomb”-ია და, თუმცა საკმაოდ ხალისიანია, მაინც  ვერ ვიტყვი, ჩემი გემოვნებაში ზუსტად ჯდებათქო. თუმცა, X-Factor-ი, ბრიტანული მუსიკალური შოუ (ჩვენებურად ჯეოსტარი, ბოდიში ამ შედარებისთვის), ხშირად მაიძულებს ახალი სიმღერები აღმოვაჩინო და დავტკბე კონკურსანტების და ორიგინალის შემსრულებლების ვერსიებით. დღევანდელი აღმოჩენა აი ეს სიმღერაა: I, who have nothing! მერი […]

August 26th, 2010 by Katiée

Guest Post-ი სასარგებლო რჩევების ბლოგზე :)

ახლა მივაქციე ყურადღება, თუ ახლა გახდა ყველა ჯანმრთელ კვებაზე ორიენტირებული, არ ვიცი, მაგრამ ბოლო დროს ვისაც კი ვკითხე, აღმოჩნდა, რომ დილის საუზმეზე უმეტესობა შვრიის, იგივე ”ჰერკულესის” (სწრაფი+იაფი+სასარგებლო) ფაფას მიირთმევს. ჰოდა, მეც გადავწყვიტე, ყურმოკრული და საკუთარ თავზე გამოცდილი დადებითი ეფექტების გარდა (მაგალითად, რამდენიმე დღეში ეტყობა შედეგი სახის კანს), კომპეტენტური წყაროებისთვისაც გადამეხედა ინტერნეტში და გამეგო, რა სარგებლობა მოაქვს ”ჰერკულესის ფაფას” :) შემდეგ, ვიდრე ჩემთან დავპოსტავდი, გამახსენდა, რომ ჩემი […]

August 21st, 2010 by Katiée

რადო რადო – რაჭული განდაგანა

რაჭული “ტაში ბიჭო გიორგუნა” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხალხური სიმღერა გახდა ბოლო წლებში. ჩემს ბლოგზეც ხშირად ხვდებიან ამ სიმღერის მაძიებელნი. თუმცა, იმ პოსტში, რომლის გამოც გუგლს ისინი აქამდე მოყავს, სამწუხაროდ სიმღერის მპ3 ვერსია არაა, მხოლოდ ვიდეოები, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მე თვითონაც არ მაქვს “გიორგუნას” ხარისხიანი აუდიოჩანაწერი :) თუ ვინმე მომაშველებთ, გამიხარდება :)) სამაგიეროდ, დღეს […]

August 18th, 2010 by Katiée

რაღაცნაერად შევაჯამოდ შეცთომები, ოღონდ გაბრთხილებთ, შეურაწყობათ არ მიიღოდ! ;)

აჰ, სათაურს შეხედეთ, თვალები გაგიფართოვდათ, მერე აგიციმციმდათ, ხელები მოიფშვნიტეთ და ბლოგზე შემოხვედით, რომ მიწასთან გაგესწორებინათ ავტორი, არა? როგორც ჩვენი პრეზიდენტი იტყვის ხოლმე, ნუურას უკაცრავად! ვერ მოგართვით! :) ეს პოსტი შუაღამეზე, ლოდინის და უსაქმურობის ჟამს იქმნება, სათაურიც თითიდან გამოწოვილია, ყურადღების მისაქცევი. სამაგიეროდ, გამომადგება მოგვიანებით, გული მიგრძნობს, ხშირად დავპოსტავ ხოლმე ამიერიდან ამ ლინკს მინი საპროტესტო აქციის ჩატარების […]

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins