Je m'appelle Eka..

Archive for September, 2010

September 27th, 2010 by Katiée

წიგნი ქალაქში vol.2, ანუ 1:0 მერიის სასარგებლოდ

1 კვირა ან ცოტა მეტი იქნება გასული, რაც თბილისის ქუჩებში ბუკინისტების “აყრის” გამო ვირტუალური აქციები მოეწყო. მწვავედ თუ ზომიერად, ვრცლად ბლოგებზე თუ მოკლედ კომენტარებსა და ფეისბუქ-სტატუსებში ბევრმა გამოთქვა აზრი, უმეტესად კრიტიკული. მეც მათ შორის. თურმე ნუ იტყვით და ჩვენი მერიის წარმომადგენლებიც ნამყოფი ყოფილან პარიჟში და იქაური ბუკინისტები და სენის სანაპიროც ნანახი ჰქონიათ. ჰოდა, დედა-ენის ბაღში მთლად ფრანციცულად მოჟღურტულე ბუკინისტები ვერა, მაგრამ ქართულ-სომხურ-რუსულად მოლაპარაკე წიგნის გამყიდველები კი დააბინავეს და მგონი არცთუ ურიგოდ (:ხეზედაკაკუნებისსმაილიკი: თვალი არ […]

September 24th, 2010 by Katiée

კომპიუტერი ყველა ოჯახში, დღეში 1 ლარად

რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა: საქართველოს მთავრობისა და Intel Corporation-ის შეთანხმების ფარგლებში უახლოეს მომავალში საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება იყიდოს კომპიუტერი ორწლიანი განვადებით და გადაიხადოს დღეში სულ რაღაც 1 ლარი (ან, სურვილის შემთხვევაში მეტიც, კომპიუტერის მონაცემების შესაბამისად). რასაკვირველია, უმალვე ჩნდება რამდენიმე კრიტიკული კითხვა პროექტის განხორციელების შინაარსთან და მის რეალურობასთან დაკავშირებით. მაგალითად: როგორ მოხდება დღეში 1 ლარის […]

September 14th, 2010 by Katiée

წიგნი ქალაქში

დღეს ფეისბუქი მოიარა მალხაზ ხარბედიას სტატიამ “ისინი იდგნენ“. დღეს გავიგე, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით გარემოვაჭრეთა “მორიგი პარტია” აყარეს. თბილისის ქუჩებში ბუკინისტები სახელდახელოდ შეჭედილ კარადებთან აღარ დგანან და წიგნებს აღარ ყიდიან. მიუხედავად ზოგადად გარემოვაჭრეებისადმი ჩემი თანაგრძნობისა, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ქუჩაში პომიდვრის, მწვანილის და წვენმდინარე ყველის ადგილი არ არის. თუნდაც ამავე პროდუქტების ჰიგიენური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვიზუალზე რომ არაფერი ვთქვათ. ქუჩაში დაწყობილი პროდუქტი და ქალაქის (მითუმეტეს თბილისისნაირი დაბინძურებული ქალაქის) […]

September 7th, 2010 by Katiée

პროექტი არაფრისგან, რომელსაც თვით CNN აშუქებს

დღეს, Google.Chrome-ს გახსნისთანავე CNN-მა შემომანათა, რომელიც სხვა სიახლეებთან ერთად ერთი ახალი და საინტერესო პროექტის შესახებაც იუწყებოდა. მოგეხსენებათ, ყოველწუთიერად Youtube-ზე საშუალოდ 24 საათის ხანგრძლივობის ვიდეო იტვირთება, თუმცა, ყველა მათგანს არ აქვს ბედნიერება გახდეს მსოფლიო ჰიტი, ისე, როგორც Charlie bit me ან David after dentist. არის ჩანაწერები, რომლებსაც კვირებისა და თვეების მანძილზე საერთოდ არავინ ნახულობს. მაიკ ჰუდაკმა სწორედ ასეთი ვიდეოები ამოარჩია და თავის ბლოგზე – Zero Views […]

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins