Je m'appelle Eka..

Archive for June, 2011

June 27th, 2011 by Katiée

♡ Precious Junk for Ladies ♡ – ყველაზე გოგოური პოსტი

Polyvore-ზე 2 წლის წინ დავრეგისტრირდი, გავერთე და მას მერე აღარც შემიხედავს. ამას წინათ გამახსენდა, სახელი და პაროლიც გავიხსენე და… მოკლედ, 10 წუთში გაკეთებული კოლექციიდან უმრავლესობა სუპერ-ძვირი აღმოჩნდა :D მაგრამ არის რამდენიმე ნივთი, ადამიანურ, ჩვეულებრივ-მოკვდავურ ფასშიც ;) ფასების სანახავად გადადით Facebook-ზე .  

June 26th, 2011 by Katiée

შუქი ჩააქრეთ!

UPDATED ინფორმაცია […] -ში : ეს ‘ფოტო’ გუშინ გავაკეთე და გამოვაქვეყნე ფეისბუქის გვერდზე. დღეს უკვე გვერდი დამხვდა გახსნილი, [აწ უკვე 1000ზე მეტი ფანით. ვიდრე გვერდს მივაგნებდი, ფოტომ მოიარა ფეისბუქი, რაც გამიხარდა, მაგრამ თითქმის ყველა გადაშეარებულ ფოტოზე ] წარწერა ავტორის შესახებ, რასაკვირველია მოშლილია. ყველაზე უცნაური ისაა, რომ როცა [ფოტოს გადამშეარებელ რომელიმე მომხმარებელს ] თავაზიანად სთხოვ, იქნებ […]

June 24th, 2011 by Katiée

როგორ მოკლდება გვარები – კომპეტენტური განმარტება

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია პასპორტებსა და პირადობის ახალ მოწმობებში გრძელი გვარების შემოკლების შესახებ, რაც იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. ამის თაობაზე სოციალურ ქსელებში ბევრი დაწერეს, ბევრი იხუმრეს და ბევრიც ივიშვიშეს. რ ა ხდება სინამდვილეში? – ამაზე კომპეტენტური პასუხი ჩემს ბლოგზე გამოქვეყნებული იუმორნარევი პოსტის წყალობით, სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლისგან მივიღე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი […]

June 21st, 2011 by Katiée

აურზაური ტორტის გამო – ფეისბუქიდან სასამართლომდე(?)

ფ ე ი ს ბ უ ქ ი – მსოფლიოში ნახევარ მილიარდზე მეტი, ხოლო საქართველოში – ნახევარ მილიონამდე ადამიანის ალტერნატიული რეალობაა. შედეგად, იქ მიმდინარე პროცესები ხანდახან არანაკლებ მწვავეა, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. ლოგიკურია, ალტერ-რეალობაში დაწყებული კონფლიქტი ხშირად რეალობაში გადმოდის და რეალურ, სამართლებრივ შედეგებსაც იწვევს. პირველად ფეისბუქის იურიდიულ დატვირთვაზე რამდენიმე წლის წინ დავფიქრდი, როცა წავიკითხე, რომ ავსტრალიელმა […]

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins