Je m'appelle Eka..

Archive for July, 2011

July 26th, 2011 by Katiée

ჩემი ზოოპარკი

ჩემს საოჯახო ზოოპარკს უკვე იმდენი ბინადარი ჰყავს, არ შეიძლება რომ არ გაგაცნოთ: 1. კურდღელი ეს კურდღელი ახლა უკვე იმხელაა, რომ გალიიდან ვერ გამომყავს, კაი საახალწლო გოჭის ხელა. ტყუილა უყურებთ, ჩახოხბილს მაინც ვერ ეღირსებით :P 2. სამი ცალი წიწილა ამათი ფუნქცია ჯერ ვერ გავიგე, რა უნდათ შუა საბურთალოზე :D მაგრამ დედაჩემმა – საყვარლები იყვნენ და ვიყიდეთო. […]

July 21st, 2011 by Katiée

ადიბასი, დუმა და გაყალბებული ბათუმი

მეცნიერების ეს აღმოჩენა, ერთი შეხედვით მხოლოდ სახალისო და საინტერესოა. ყოფით ცხოვრებაში კი, ჩვენი თვალის ამ უცნაურ თვისებას არაჩვეულებრივი წარმატებით იყენებს სხვადასხვა პროდუქციის უამრავი გამყალბებელი და კარგ ფულსაც შოულობს. გაინტერესებთ როგორ? ძალიან მარტივად. გაისეირნეთ ნებისმიერ ბაზრობაზე (შეგიძლიათ ძვირიან სავაჭრო ცენტრებსაც მოავლოთ თვალი), ან სულაც მეგობრებს და საკუთარ თავს დააკვირდით და დაფიქრდით, თქვენც ხომ არ ხართ საკუთარი თვალის “მსხვერპლი”? ხომ არ გაცვიათ […]

July 19th, 2011 by Katiée

შური

დიდი ხანია ვოცნებობ ფართე ფორმატიან კამერაზე და კვადრატული ფოტოების გადაღებაზე. როგორც იქნა, რამდენიმე თვის წინ ყველაზე იაფი ფართე ფორმატიანი კამერა – ჰოლგა გამოვიწერე, სულ რაღაც 27 დოლარად, 2 ფირიც გადავიღე და დავდე. ისე დავდე, რომ ფირები ჯერაც არ გამიმჟღავნებია. თავს ვიმშვიდებ, რომ დამავიწყდება რა გადავიღე და შემდეგ უფრო გამიხარდება, დავიწყებული კადრების ნახვა. დღეს ფეისბუქზე ერთი, […]

July 10th, 2011 by Katiée

10 ივლისის აქციის ქრონიკის კრიტიკული მიმოხილვა

დღეს, კვირას, 10 მაისს, მართლმადიდებელთა ნაწილის ინიციატივით სამების საკათედრო ტაძარში შეკრება და შემდეგ საპროტესტო მსვლელობა იგეგმებოდა, რომლის წინასწარ გაცხადებული მიზანიც საქართველოს პარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების გაპროტესტება და კანონის გაუქმების მოთხოვნა იყო. შეგახსენებთ, რომ კანონმა რელიგიურ გაერთიანებებს უფლებამოსილება მიანიჭა დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით საჯარო რეესტრში (თანაბრად ქართული მართლმადიდებლურ-ქრისტიანული ეკლესიისა). კანონის ფორმისა […]

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins