Je m'appelle Eka..

Archive for September, 2012

September 27th, 2012 by Katiée

ბადრი ცოცხალია?!

“თურმე ხალხში ამდენი ხანია მითქმა–მოთქმაა, ბადრი ცოცხალია და 29–ში გამოჩნდებაო. ახლა კიდე ეს ჩანაწერები. დედას ვფიცავარ, თუ გამიკვირდეს.. აბსურდის თეატრია რა.. კოლუმბიურად ოღონდ :დ აი უცებ, შუა მიტინგზე, ნაბდით და ფაფახით რომ შემოაგელვოს ცხენი და ულვაშებზე ხელი გადაისვას.. “არ მელოდით?!” ვაიმეეეე :დ”  დღის FB-სტატუსი Nino Baidauri-სგან :D ინსპირაციის წყარო: დღეს გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერები, ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან.

September 22nd, 2012 by Katiée

სოლიდარობა ქურდებს, ყაჩაღებს და ..

გუშინ, სამსახურში მივდიოდი და როგორც ხშირად ხდება ხოლმე ტაქსით მგზავრობისას, პარალელურ რეჟიმში ვაკომენტარებდით რადიოში მიმდინარე საინფორმაციო გამოშვებას მე და ტაქსის მძღოლი. საინტერესო რაღაც თქვა, მანამდე ამაზე მაინცდამაინც არ დავფიქრებულვარ: ნეტა ის პატიმრები თუ მიხვდნენ და დააფასებენ იმას, რომ სწორედ ის ხალხი დაუდგა გვერდში, ვისაც აყაჩაღებდნენ, ძარცვავდნენ, აშინებდნენ, აუთავებდნენ, ნეტა, რომ გამოვლენ ციხიდან, ცოტათი მაინც არ […]

September 19th, 2012 by Katiée

მრცხვენია.

“როდესაც ქუჩაში ბიჭები დახოცეს მე ხმა არ ამომიღია, რადგან ჩემს შვილებს მშვიდად ეძინათ. როცა 7 ნოემბერს ხალხი დაარბიეს მე ხმა არ ამომიღია, რადგან ტელევიზორიდან ვუყურებდი ამ ამბებს და მე არავინ შემხებია. როცა 26 მაისს იგივე გააკეთეს, მე ხმა არ ამომიღია, რადგან მეორე დღეც აღლუმის მოლოდინში ვიყავი, თან ჩემი ნაცნობებიც არ იყვნენ იმ მიტინგზე. როცა ყოველდღიურად […]

September 18th, 2012 by Katiée

Getting Married!!!

სასწრაფოდ მესაჭიროება: Isabel Marant-ის ბაჩები (500-800$) ტყავის დუტის პალტო, ამასწინათ რომ ვნახე მოლში, ყოველდღიური გამოყენებისთვის (1400 GEL) ბეწვის მოკლე ქურქი (რამე ისეთი ცხოველის, რომ არ მეცოდება) – ქორწილ-გასვენებებში ჩასაცმელად (4000-8000 GEL) თითო წყვილი Hunter-ის ბოტები (100-140$), და UGG special design boots (~200-250$) ბეწვის ქუდი (500-800 GEL) iPhone 5 (1000$?) ან სამსუნგ გალაქსი ნექსუსი ახალი ფოტოაპარატი […]

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins