Je m'appelle Eka..

Archive for October, 2012

October 31st, 2012 by Katiée

შენი გულისთვის..

-1- ქოხი მთაში – შენი გულისთვის 9 მთას გადავივლი, ზღვას გადავცურავ, უდაბნოს გადავლახავ, ყველაფერს მივატოვებ და შენთან ერთად მთის წვერზე ვიცხოვრებ, ქოხში.. – რა საყვარელი ხარ, ვგიჟდები შენზე… მომენატრე, გამოდი რა, გთხოვ, წავიდეთ სადმე. – მმმმ, იცი რა, წვიმს, მეზარება.. ~ ფეისბუქზე თვალმოკრული სკრინებიდან ერთერთის რიმეიქი  -2- სუბლიმაცია “ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ცოტას მოვინდომებდი, არანაკლები წარმატებით დავამტკიცებდი, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ გულჩვილობის, ემოციურობის, კეთილშობილების და ა.შ. სადემონსტრაციოდ ბევრ ენერგიას, სიტყვას ხარჯავენ, საკუთარი თავის ანუ […]

October 26th, 2012 by Katiée

მეზობელი

03.2012 როგორც იქნა, strawberrynet-იდან ‘რუჟი’ გამოვიწერე (აი, ადრე რომ ‘რუმიანა’-ს ეძახდნენ ის). რა ძვირია ეს კოსმეტიკა. კიდევ კარგი, ხარისხიანი, ყველაფერი წელიწადზე მეტხანს მყოფნის. საღამოსკენ კარზე მეზობელმა დააკაკუნა. მოხუცები არიან. ცოლქმარი. რუსები. ორივე ქართულს ამტვრევს. ქმარიაო ცუდად, სასწრაფო გამომაძახებინეთო. მოწამლულა. უფასო სასადილოში ვჭამთო, გაამხილა და აწყინაო რაღაცამ. მე კიდევ სულ რაღაც 60$ ‘რუმიანაში’ მივათხლიშე. 10.2012 ზარია. […]

October 17th, 2012 by Katiée

კახპები

სინამდვილეში კი ეს ყველაფერი ასე იყო.. ბოლო დროს გიორგის უძილობა კიდევ უფრო აწუხებდა, ვიდრე მანამდე. ამიტომაც კომპიუტერთან შუაღამემდე იჯდა ხოლმე და როგორც კი ქუჩები ოდნავ შენათდებოდა, ახალნაყიდ მანქანას ქოქავდა და ოფისისკენ იღებდა გეზს. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, თუმცა ნიჭიერი და ამბიციური. სიმპატიურიც ეთქმოდა და პრინციპში, განათლებულიც. ცხოვრებაში არ გაუმართლაო, ვერავინ იტყოდა. წარმატებული კარიერა, პატარა ბიზნესი, “პოპულარულ […]

October 12th, 2012 by Katiée

სუბიექტური აზრი

“აგრარული უნივერსიტეტი კახა ბენდუქიძეს უნდა ჩამოერთვას და საზოგადოებას დაუბრუნდეს” ~ ალექსანდრე ლომოური ძნელია, ვინმე საკუთარი აზრის ობიექტურობაში დაარწმუნო, როდესაც შენ თვითონ “იქ” მუშაობ. ამიტომ, კარგა ხანს ვიფიქრე, საერთოდ დამეშეარებინა თუ არა ეს ინტერვიუ ფეისბუქზე რაიმე კომენტარით. სოფლის მეურნეობისადმი ჩემი მკვეთრად არალიბერტარიანულ, უფრო ევროპულსოციალისტური დამოკიდებულების მიუხედავად, ვფიქრობ, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია, პოლიტიკურ შეხედულებებში მკვეთრი სხვაობის გამო იმ […]

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins