Je m'appelle Eka..

Archive for March, 2013

March 28th, 2013 by Katiée

მიატოვე, გვანცა!

რიგითი მაყურებლის აზრი გუშინ ვნახე “Keep Smiling” (“გაიღიმეთ”) – ფილმი, რომლის ტრეილერმა თავიდანვე მომხიბლა, მოგვიანებით კი სადღაც გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ რეჟისორთან (დარდობდა, ფილმმა საქართველოში ნაკლები ინტერესი გამოიწვია, ვიდრე საზღვარგარეთო) დამარწმუნა, რომ უნდა წავსულიყავი და მენახა. თუმცა, კინოში მისულს პირველ რიგში მე-13, ანუ სულ კიდურა ადგილი და ფილმის გვერდიდან ყურების ბილეთი შემხვდა. როგორც ჩანს წინა დღით გასულმა სიუჟეტმა იმოქმედა კიდევ ერთი პრიზის მოპოვების შესახებ და პატარა დარბაზიც გაივსო. […]

March 26th, 2013 by Katiée

Food for thought: ქალი და ქმარი

“ერთ ასეთ შემთხვევას თბილისში შევესწარი შარშან, საღამოს ქუჩაში, სადაც მთვრალი ქმარი კარგად უტყამდა ცოლს, და ერთი ორი გამვლელი ვინც გაიარა (ცენტრში იყო მაგრამ ოდნავ მიყრუებულ ადგილას) არც შეიმჩნია. ამის შემხედვარე გიჟივით მივარდი იმ მამაკაცს და ერთი გემრიელად დავანარცხე ასფალტზე და კარგი რამოდენიმე მუშტიც ვარგე სახეში. ამასობაში მისმა ცოლმა დამიწყო ხელების კისერში რტყმა და ყვირილი „გაეთრიე […]

March 21st, 2013 by Katiée

მაოხრებელი მკვდარი

კლარჯეთის თემსა, სოფელსა ერთსა იყო ერთი გზირი, ანჩხლი და მტერი სოფლისა მის. შეაწუხა იგი სოფელი და სრულიად ააოხრა. მოიგონის მიზეზი, უთხრის თათართა და მრავალი ვეცხლი წაართმევინის. მოვიდა დღე გზირის სიკვდილისა. მოიხმო სოფლის კაცნი და ეგრე უთხრა: – მე თქვენთვის ბევრი შემიცოდებია, და რათგან ცოცხალს ვერა მაწყინეთ რა, გაფიცებთ ღმერთსა, რა მოვკვდე, თოკი ყელს მომაბით, გამათრიეთ […]

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins