ეს გრძელი პოსტი ნაწილობრივ ისევ ძველ ამბავს ეხება. აი იმას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 3 დღის განმავლობაში დამკვირვებელ–ბლოგერ–ჟურნალისტად რომ ვიმუშავე “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში” (a.k.a. IWPR)
ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთერთმა facebook-freind–მა, რომელსაც რეალურად ჯერაც არ ვიცნობ, ფეისბუქზე ჩემი არყოფნის დროს სკაიპში დამიკოპირა დოდკას სტატუსი, საიდანაც გავიგე ამ პროექტის შესახებ. დრო მქონდა, ცოტა ვიფიქრე და შემდეგ მივწერე დოდკას და შევუერთდი პროექტის ჯგუფს. ასე გავიცანი დოდკა, ლანდიშა, თინი, პიკო და მარია და ახლა მგონია, რომ ყველას უკვე დიდი ხანია ვიცნობ :) and all this just thanks to that friend :)
ლირიული გადახვევა ვიდრე თემას განვაგრძობდე
საერთოდ, ბევრი რამ ხდება ცხოვრებაში შემთხვევით, რაც მოგვიანებით გვავიწყდება ხოლმე და ამ შემთხვევითობის ავტორებსაც შეიძლება მადლობას ვერასოდეს ვუხდით. მაგალითისთვის რამდენიმე ამბავს გავიხსენებ.
როგორ ვიშოვე პირველი სამსახური
რა თქმა უნდა ჩემით, ყველანაირი ჩაწყობის და პროტექციის გარეშე.
უფრო ზუსტად კი ეს ამბავი ასე მოხდა: იმ დროს მე–5 კურსზე ვიყავი და უზენაეს სასამართლოში პრაქტიკას, იუსტიციის სამინისტროში კი სტაჟირებას გავდიოდი. საღამოობით არასამთავრობო ორგანიზაციებში ძალაგამოცლილი დავრბოდი ტრენინგებზე თუ სამუშაო შეხვედრებზე. ეს ყველაფერი, რასაკვირველია უფასოდ. ჩემი საკუთარი შემოსავალი მაშინ 25 ლარიანი სახელობითი (ოღონდ ვისი, არ მახსოვს) სტიპენდია და ინგლისურის გაკვეთილებში ყოველთვიურად აღებული 50 ლარი იყო. სამინისტროებში რევოლუციამდელი 35 ლარიანი ხელფასის ფონზე, პრინციპში, 75 ლარი არ იყო ურიგო შემოსავალი მაგრამ…
მოკლედ, ერთ დღეს უზენაეს სასამართლოში მისულს ამბავი დამახვედრეს, ნინო გვენეტაძე გეძებდაო (ჩემი ფავორიტი ლექტორი და მოსამართლე ♥, რომლის საკასაციო პალატაშიც გავდიოდი მაშინ პრაქტიკას). საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ერთ, იმ დროისთვის დაქცეულ (მოგვიანებით კი, ჩვენს მიერ აღორძინებულ ;)) სამსახურში ახალი უფროსი დანიშნეს, რომელიც ენთუზიაზმსა და პერსპექტივაში კარგ ხელფასზე მომუშავე სტუდენტს ეძებდა. მივედი, ვისაუბრეთ, მე დასაკარგი არაფერი მქონდა, საქმე საინტერესოდ გამოიყურებოდა და შევთანხმდით. იმ სამსახურში თითქმის 6 წელი ვიმუშავე და ძალიან ბევრი რამე ვისწავლე :))
როგორ გავაკეთე ბლოგი
ჰმ, რა თქმა უნდა ყველაფერი ჩემით : )
სინამდვილეში კი ასე იყო: ერთ დღეს, ჩემი კოლეგის, Dv0rsky-ს ბლოგი აღმოვაჩინე, ვერც წარმომედგინა, ინტერნეტში რაიმე გვერდის გახსნა უფასოდ თუ შეიძლებოდა. მერე 2 სიტყვით გიგამ ამიხსნა, როგორ უნდა დავრეგისტრირებულიყავი blogger.com-ზე. მას შემდეგ კიდევ ბევრი ასეთი 2 სიტყვა ავკრიფე უამრავი ადამიანისგან, საბოლოოდ კი არაპროფესიონალის პირობაზე რაღაცეებშიც გავერკვიე, რაც დღეს ბევრ რამეში მადგება. თან, მე ხომ ტექნიკა და ტექნოლოგიები საშინლად მიყვარს :)
როგორ მოვხვდი გერმანიაში
ესეც, რა თქმა უნდა ჩემით. საბუთების, რეკომენდაციების და მოტივაციისა თუ მათხოვრობის წერილების (a.k.a. Scholarship Applications) წერის შედეგად.
სინამდვილეში კი ასე იყო: ერთერთი სამსახურებრივი ვიზიტის დროს, გერმანიაში, გადავწყვიტე ერთერთ ნაცნობ ფოტოგრაფთანაც (a.k.a. UncaS) შემევლო გზად, ჩემი ვიზიტის ბოლო წერტილიდან 30 წთ გზაზე ცხოვრობდა და სწავლობდა. “ნაცნობი” პირობითად, სინამდვილეში 2ჯერ მყავდა ფოტოგრაფთა თავშეყრისას ნანახი და ვირტუალურადაც არ მქონია მაინცდამაინც აქტიური კონტაქტი. უბრალოდ, 5 დღიანი დამღლელი study-tour-ის შემდეგ 1 დღე დასვენება გადავწყვიტე. ჩასულს ფაქტიურად პატარა საქართველო დამხვდა, ხაჭაპურებით და ხინკლებით :D ღვინო, ტყემალი და სულგუნიც მივაშველე და… მოკლედ იქ გავიცანი ხატია :) უბრალოდ გავიცანი. მერე ხატია თბილისში ჩამოვიდა, ისევ შემთხვევით ვნახეთ ერთმანეთი, ტელეფონები გავცვალეთ. თვითონ ცოტა ხანში სადოქტოროსთვის ბრუნდებოდა გერმანიაში. რატომღაც გადაწყვიტა, რომ უნდა დამხმარებოდა სტიპენდიის მოპოვებაში. მე კიდევ, სამსახურში გერმანული ენის სპეციალისტი, თარჯიმანი მჭირდებოდა. ხატიას ყველაზე დიდი დახმარება pushing-ი იყო, მე ხომ საშინელი ზარმაცი ვარ და თუ ვინმე არ მაიძულებს, ან დედლაინი არ მოდის, ბოლო წუთამდე არაფერს ვაკეთებ. ჰოდა, ოღონდ ხატიას კიდევ არ დაერეკა და არ ეკითხა, რას შვებიო, ყველა საბუთი გავამზადე, უამრავი მეილი ვწერე და აპლიკაცია ვავსე, ორი უჭკვიანესი ადამიანის რეკომენდაციაც მივიღე და 2 კვირაში, სვანეთში დასასვენებლად წასულმა მობილურით მეილი შევამოწმე და ჰოი საოცრებავ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტიპენდია მომცა : ) თურმე, რა ადვილი ყოფილა ყველაფერი : )
მორალი:
ასეთი გასახსენებელი კიდევ ბევრი მაქვს, მაგრამ პოსტი ისედაც დიდი გამოვიდა და საკმარისია.
ამ ყველაფრის გახსენებით, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ კარგი საქმის გასაკეთებლად დიდი გმირობის ჩადენა არ არის აუცილებელი, უმეტესად უბრალო ყურადღების გამოჩენაც საკმარისია : ) ასეთი “უმნიშვნელო” წვლილის და შემთხვევითობების დავიწყება კი ალბათ უმადურობაა. და ვინ იცის, რამდენჯერ ვყოფილვარ უმადური :/
ისევ არჩევნების და IWPR-ის შესახებ
პროექტი სულ 3 დღე გრძელდებოდა. 3 დღე საოცარ რეჟიმში ვიმუშავეთ, ჩვენთვის უჩვეულო სიტუაციაში. მაგალითად, მე ბრიფინგებს ვესწრებოდი GIPA-ს მედია ცენტრში და ისტერიული სისწრაფით ვუშვებდი ნიუსებს Geoelection.Ge-ზე, ან საია–ს, სამართლიანი არჩევნების და საერთაშორისო გამჭვირვალობის დასკვნებს ვეცნობოდი–ვავრცელებდი. ლანდიშა ცესკო–ში ათენებდა და აღამებდა და პრესსამსახურის გრძელწამწამებიანი უფროსის ყურებით ახარებდა თვალსა და გულს. პიკო, თინი და მარია უბნიდან უბანზე და ოფისიდან ოფისში გადადიოდნენ დარღვევების დასაფიქსირებლად და პოლიტიკოსთა ინტერვიუებზე სანადიროდ. დოდკა და IWPR-ის შემადგენლობა კი ოფისიდან აკეთებდა პროცესების კოორდინაციას ფურცლებში და ენერგიის აღმდგენ ტკბილეულში ჩაფლული.
საბოლოოდ შედეგი მივიღეთ “უზარ–მაზააარი”, Geoelection.Ge-ს ნიუსები მთელი საქართველოდან ხშირად უფრო ადრე გადიოდა ინტერნეტსივრცეში, ვიდრე სხვა, ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოების ; ) ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ პროფესიონალი ჟურნალისტებისგან, იმათ კი, იმედია ჩვენგან : )
1 თვის თავზე, გუშინ, შედეგების შესაჯამებლად შევიკრიბეთ. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ბევრი და გადაბეჭდვადი ნიუსების ავტორისთვის IWPR-ში სპეციალური საჩუქარი ჰქონდათ გათვალისწინებული. ეს უსაყვარლესი საჩუქარი კი მე მხვდა წილად :blush:
მეორე პრიზი – დამატებითი ჰონორარი ლანდიშამ მიიღო, მაგრამ ჯერ არ იცის რამდენი : )
სახლში რომ მოვედი, “სუფთა” კამკორდერში რაღაც ჩანაწერები აღმოვაჩინე. თურმე, სანამ მე ქვემო–ქართლის ჟურნალისტთან ერთად ჩემი აწ უკვე ყოფილი მუნიციპალიტეტების ამბებზე ვჭორაობდი, ბავშვებს გვერდით ოთახში ჩემთვის ვიდეოები ჩაუწერიათ ♥
თინი:
დიდი მადლობა ყველას ! ♥ Love you all, very very much ! ♥
p.s. როგორ მაინტერესებს, რამდენ ადამიანს ეყოფა ინტერესი და ნებისყოფა, ეს პოსტი თავიდან ბოლომდე წაიკითხოს :D








მე წავიკითხე
და გილოცავ საჩუქარს
:*)
გილოცავ ამ საჩუქარს. შესანიშნავი პოსტი იყო დარწმუნებული ვარ ბევრ ადამიანს დამუხტავდა და ბევრ სტიმულს მისცემდა . წარმატებები , ალბათ ყველაზე კარგი შეგრძნებაა როდესაც შრომა გიფასდება . მართლა კარგად იმუშავეთ ჩემი და არა მარტო ჩემი მთავარი საინფორმაციო წყარო იყავით არჩევნებზე.
კი, გუნდური მუშაობის კლასი იყო, ოღონდ მართლა, არ ვხუმრობ ;)))
საჩუქარს რაც შეეხება, გამიმართლა, საჩემო ადგილებში ვიყავი, სადაც უკეთ ვიმუშავებდი, ანუ უფრო პროდუქტიულად. მე რომ ინტერვიუები შემხვედროდა, რასაც სხვებმა თავი კარგად გაართვეს, ჩემი თავიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცი, არაპროდუქტიული ვიქნებოდი :)
ვახ, კაკაია შედრასწ :) ძაან მაგარია. მაგრადაც იმუშავეთ ის სამი დღე.
ჰოო, ნამდვილად არ ველოდით :) იმდენად საინტერესო (დაღლის მიუხედავად) იყო ის 3 დღე ჩვენთვის, ასეთი დამატებითი მოტივაციის გარეშეც მშვენივრად ჩავერთეთ :) ბოლო დღეს რა ჭკუაზე ვიყავით, კი ნახე შენც :D
აუ რა კაი რააცააა… მერე წამოიღე და მანახე ახლოდან რა :)))) შევეხები მაინც….
“ბაზარიარარი” :)
მართლა კაი რამეა :)) მობილურისხელა, მსუბუქი და მოსახერხებელი :)
ჩემი რესპექტები შენ ეკატერინა!
მადლობა ლევან :))))
<3
ისე ჩქარა-ჩქარა ჩავწერეთ, არც მახსოვდა, რა ვილაპარაკე :)))
კიდევ ერთხელ გილოცაც :*
ძაან საყვარლობა იყო პიკო, იმდენი ვიცინე და ისე გამიხარდა <3 მერე მივხვდი, რატომ გამოლაგდით ყველა ერთად უცებ იმ ოთახიდან :D
ჰოდა კიდევ, პოსტში სათითაოდ აღარ გიპასუხეთ ვიდეოებზე, ისედაც ძალიან გრძელი პოსტი გამომივიდა :)))
ჩემთვისაც ძალიან მაგარი დღეები იყო არჩევნებზეც და კვარიათშიც. იშვიათი ხალისიანი ადამიანი ხარ და მგონი ერთადერთი, ვისთან ერთადაც მთელი 4 დღე ვიცხოვრე ოთახში და დისკომფორტი შემექმნა კი არა, პირიქით, ძალიან მიხაროდა :*)))
თავიდან ბოლომდე წავიკითხე აბა როგორ!!! შე ჩემნაირო :) :) სამსახურის ძებნაში და pushing-ის ამბავში :))))))))
კარგი საჩუქარია გილოცავ!!! გამოსადეგი შემდეგი და შემდეგი პოსტებისთვის და არა მხოლოდ :)))
Love u Cathrine !! კიდევ ერთხელ ახლა და სხვა დროს ბევრჯერ გავიმეორებ სასიამოვნოა შენი გაცნობა!!!
ჩემთვისაც :))))))))
ისე, სოც მედიის დღეზე ეკა გაიცანი და მე არა? :D
შენ ხომ ისედაც ყველამ გაგიცნო, დარლინგ :D
როგოოოოორ? :დ :დ :დ ჩამოგივლი ერთ დღეს და გაგიცნობ
აუ რა კარგი პოსტი იყო -სტიმულის მომცემი
ღიმილით გადავიკითხე
გილოცავ! სასიამოვნოა როცა გიფასებენ რაღაცას :) მოკლედ, ეგ ერთი და სხვა მრავალი…
:)))
გილოცავ! ძალიან კარგი საჩუქარია. წარმატებეს გისურვებ!
კეთილი იყოს შენი პოსტი ჩემს ბლოგზე, თამრიკოშა :)
yo babe!
ადრეც გითხარი და ახლაც გეტყვი (მარა ამას ახლა უფრო სხვის გასაგონად :D) რო 30-შივე რო დავინახე რა ტემპებით და რა სახის ნიუსებს დებდი, მივხვდი რო შენ იქნებოდი ბლოგერების მხრიდან გამარჯვებული : )
აქაც გილოცავ კიდევ ერთხელ (ამასაც რა თქმა უნდა სხვის დასანახად, თორე გუშინაც საკმარისად მოგილოცე :D)…. და მართლა საჭირო და გამოსადეგი პრიზია : )
სასიამოვნო იყო შენთან მუშაობა … და არა მხოლოდ :D
ჩემთვისაც :)))))
მარტო პოსტი წავიკითხე?, კომენტარიც არ “გამიმაზია” (გამიმაზავს უფრო სწორია გრამატიკულად, გამომიტოვებია ხომ საერთოდ უმართებულესი :) )
დოდკას “ჰალსტუხის ჭამა” მომეწონა მაგრად
მოხარული ვარ შენით მიღწეული წარმატებების, და ახალი მიღწევის დროა ;)
წარმატებები
მშვიდობაში საჩუქარი. მეც დვორსკიმ შთამაგონა ბლოღI .
აი საიდან მახსოვდი, უფრო სწორად შენი ფოტოები მახსოვდა. ახლა ვინანე კარგად რომ არ გეჭორავე, თუმცა მტელი გზა ისედაც არ გამიჩერებია ენა :))
ბევრი წარმატებები რომ მომავალში კიდევ უფრო დიდი პოსტის დაწერა გახდეს საჭირო. :)
ბაჩო,
fiqro,
ჯორჯ პაიკი,
მადლობები :*
კარგი გოგო ხარ შენ :)
გილოცავ ეკუშა, ვინც ჯერ არ გიცნობს, ვულოცავ, დიდი სიამოვნება ელის წინ :))))))))))
გილოცავ, კატ! :)
მშვენიერი საჩუქარია!
და ძალიან მომეწონა ეს პოსტი… ტრადიციულად :)
Tobuldar,
Tamar.J,
Schwarz ,
Danke sehr ♥
მე წავიკითხე ბოლომდეეეეეეეეე და ვიდეოებსაც ვვუყურეეეეეე რა საყვარლები არიან და რა მაგარი პრიზიააა. გილოცავ. დაიმსახურე ნამდვილად.
ეკატერინაააა, უმაგრესად წერ :)
Pingback: IWPR-სთან თანამშრომლობის შემდეგ … • Landish.Ge
გილოცავ პრიზს
მართლა კარგი ნივთია ადამიანისთვის რომელსაც ტექნიკა და ტექნოლოგიები უყვარს :)
ზალიან კარგი პროექტი იყო ეს
ლანდიშასთანაც დავწერე რომ სიამოვნებით ვიმუშავებდი მსგავს პროექტზე მაგრამ მე “პაჟიზნენნი” უდროობა მომისაჯეს და ვიხდი სასჯელს :(