Je m'appelle Eka..

September 8th, 2009 by Katiée

3 Must Visit Delicious Places in Tbilisi

ეს პოსტი თბილისში ჩემთვის საყვარელი რამდენიმე დაწესებულების PR-ს მინდა მივუძღვნა და ჩემი – როგორც კმაყოფილი მომხმარებლის უმცირესი წვლილი შევიტანო მათს პოპულარიზაციაში ქართულ ბაზარზე :))

თბილისში ბევრი არაა ისეთი ადგილი, სადაც გემრიელად მიირთმევთ, კარგ კოქტეილს დალევთ და გარემოთიც დატკბებით. ჰოდა ამ ცოტა ადგილებს შორის ერთერთი (თუ არა ერთადერთი) საუკეთესოა ბარი “Tiflis View” აბანოთუბანში.
ეს ბარი სულ რამდენიმე თვეა გაიხსნა და უკვე საკმაოდ პოპულარულია. თუმცა, წელს ცივი ზაფხულის გამო ბევრჯერ გავიყინეთ სახურავზე პლედებში გახვეულები, მაგრამ თავგანწირვად ღირდა.
ზომიერად ძვირი ფასები და შესანიშნავი ხედი სასტუმრო ”ტიფლისის” სახურავიდან ფანტასტიური საშუალებაა რელაქსაციისთვის.

სხვათა შორის, მუსიკაც მშვენიერია, ჩემთვის უცნობი გოგონა ბევრად უკეთ მღეროდა ვიდრე ე.წ. ჯაზვუმენი ქეთი ფარესაშვილი ერეკლეს ქუჩაზე (ისე, რას ამოვიჩემე ამ ბოლო დროს ეს მომღერალი ? :D)
როგორც ვიცი,
“Tiflis View”-ში გრილი სეზონისთვის უკვე თადარიგს იჭერენ და სპეციალური მინის კედელებით აპირებენ ვერანდების შემოსაზღვრას. ასე რომ, იმედი მაქვს ცივ ზამთარშიც შევძლებთ კარლსონის საყვარელი ადგილიდან თბილისის ხედით ტკბობას კოქტეილით ხელში ;))

ალბათ დამეთანხმებით, არანაკლებ რთულია კარგი ნამცხვრის და ტორტის ყიდვა თბილისში.
ნებისმიერ საკონდიტროს და სუპერმარკეტს ნამდვილად ვერ ენდობი – სრულიად შესაძლებელია საკმაოდ ძვირ ფასად მარგარინის კრემი და გამომშრალი ბისკვიტი შეგრჩეს:(

ჰოდა, თუ არ გინდათ გარისკოთ და ფული სუფრის ლამაზ, მაგრამ უგემურ დეკორაციაში გადაყაროთ, შეიარეთ აბაშიძის 5-ში “Cream Caramel”-ში, აირჩიეთ და დააგემოვნეთ ნებისმიერი ნამცხვარი შეძენამდე და შეუერთდით მათი კმაყოფილი კლიენტების რიცხვს ;)
ოღონდ ბევრი არ მოგივიდეთ, არ დაგავიწყდეთ, რომ კრემიც და კარამელიც, ორივე საკმაოდ კალორიულია ;)

და ბოლოს, ჩემი საყვარელი პროდუქტი – ნაყინი!
ლესელიძის ქუჩაზე და მრგვალ ბაღთან თუ ჯერ არ შეგიმჩნევიათ ეს საყვარელი დათუჩა, ბევრი დაგიკარგავთ :)
განსაკუთრებით გავვოცდი და თან გამიხარდა, როცა გავიგე რომ “Luca Polare” ქართულ-გერმანული კომპანია ყოფილა და ადგილობრივ პროდუქტებზე იტალიური ტექნოლოგიით ამზადებენ ყველაფერს.
უგემრიელესია ვანილის ნაყინი მთელ-მთელი ალუბლებით; შოკოლადის ნაყინს მარტო შოკოლადის ფერი კი არა, გემოც შოკოლადის აქვს; სეზონური ხილის ნაყინებს შორის თუთის ნაყინიც ჰქონდათ და რაც მთავარია ნახევარი წელი მარხვაზე მყოფი ხალხისთვის ეს პროდუქტი მიუწვდომელი სიამოვნება აღარაა. შეგიძლიათ რძიანი და ცხი
მიანი ნაყინის გვერდზე სამარხვო აირჩიოთ, რომელიც არანაკლებ გემრიელია :)

პ.ს. ამ პოსტის ბოლოს მინდა ასევე დავლინკო ჟურნალისტ დავით პაიჭაძის სტატიები საუკეთესო ხინკლის, კუბდარისა და სულგუნის შესახებ თბილისში ;)

კულინარიული პოსტის დასასრული… to be continued


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273