ამბავი 1.
ალბათ ბევრ თქვენგანს უნახავს აფრიკელი ბავშვის და მისი სიკვდილის მომლოდინე სვავის ეს ფოტო.

ფოტო პირველად New Your Times-ში გამოქვეყნდა და ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რედაქტორს შემდეგ ნომერში სპეციალური განმარტების გაკეთება მოუხდა. ფოტოს ავტორის, სამხრეთამერიკელი ფოტოგრაფის – კევინ კარტერის ინფორმაციით, ბავშვმა მიაღწია საკვების გამცემ ობიექტამდე და გადაურჩა ფრინველს.
რა ბედი ეწია გოგონას შემდგომში, ან რამდენად შეესაბამებოდა ეს ინფორმაცია სინამდვილეს – გადამოწმებას არ ექვემდებარება. ერთადერთი მოწმე, ფოტოგრაფი ჟოაო სილვა იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამ სურათზე დედის მიერ UN–იდან მისაღები საჭმლის მოპოვებისას ცოტა ხნით მიგდებული ბავშვია გადაღებული, სვავი კი კადრში შემთხვევით აღმოჩნდა.
მომდევნო, 1994 წელს ფოტომ ავტორს პულიტცერის პრიზი და მსოფლიო აღიარება მოუტანა. თუმცა რამდენიმე თვეში იგი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. კევინ კარტერმა დეპრესიის ფონზე, 33 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ამბავი 2.
შეუძლებელია წაიკითხო/ნახო ომაირა სანჩესის სიკვდილის კადრებზე უფრო შოკისმომგვრელი, შემაძრწუნებელი და აღმაშფოთებელი რამ.
ეს არ არის არც ომის, არც ძალადობის, არც სისხლიანი ალმასებისათვის ბრძოლის, არც შიმშილისა და დაავადების მსხვერპლის ისტორია. ეს 13 წლის კოლუმბიელი გოგონას ტრაგიკული ამბავია, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წყლით დატბორილ სახლის ნანგრევებში მოყვა. 3 დღის განმავლობაში ვერავინ(!) შეძლო მისი ფეხების ბეტონის ფილებიდან გათავისუფლება და გოგონას ამოყვანა.
ომაირას ამბავი შუქდებოდა ტელევიზიით, მიდიოდა ხალხი, იგი ითხოვდა დახმარებას, ელაპარაკებოდა და სთხოვდა ხალხს, წასულიყვნენ და დაესვენათ.
ასე გაგრძელდა სამი დღე, ვიდრე ომაირას არ განუვითარდა განგრენა და ჰიპოთერმია და საბოლოოდ აგონიურ მდგომარეობაში ტელეკამერებისა და ფოტოობიექტივების თვალწინ დაიღუპა.
ამბავი 3.
პირველი ორი ამბის ჩვენამდე მომტანი ფოტოგრაფები კევინ კარტერი და ფრანკ ფურნიე არაერთხელ გამხდარან კრიტიკის ობიექტნი. ორივეს უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. ორივემ მსოფლიო ფოტოგრაფიაში საკუთარი წვლილი სიკვდილის ფოტოზე ასახვით შეიტანა. ორივეს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი სხვა ადამიანების სიკვდილმა ითამაშა.
მაინც ვინ არიან ისინი, გულქვა პროფესიონალები, რომელთაც მომაკვდავის დახმარების ნაცვლად შეუძლიათ ფოტოკამერა აჩხაკუნონ და შემდეგ ამისთვის მსოფლიო აღიარებაც შეიფერონ, თუ ადამიანები, რომელთაც საკუთარი ნერვების, ემოციების, ხშირად სიცოცხლის რისკის ფასადაც უხდებათ მთელს მსოფლიოს გააგებინონ, რა ხდება იქ, სადღაც, ჩვენი სახლის ზღურბლს მიღმა?
ესეც მესამე ფილმი. ამჯერად უკვე მხატვრული და ამჯერად უკვე ფოტოგრაფზე.







ცუდად ვარ
აი ისეთ შოკში ვარ… ვერ ვხვდები, მართლა ვერ ვხვდები ის ბავშვი ფოტოგრაფმა როგორ არ წაიყვანა UN-ში. მეორე შემთხვევაშიც ვერ ვხვდები ფეხები რით ვერ გაუნთავისუფლეს.. ნუ ალბათ მაშინ ტექნიკა არ იყო ისე განვითარებული? იდიოტივით ვუყურებ ამ ფოტოებს და საერთოდ ვერ ვხვდები ვერაფერს!!!! როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი ცხვოელი იყო??!!! რა პროფესიონალიზმი?! აუ არ მესმის, საერთოდ არ მესმის რა! კაი ქნა თავი რომ მოიკლა, მეც მოვიკლავდი.
eeeh adaminobis adaminoba raa:(
ფილმმა დაგლიჯააა!
წამის მესადი რამდენიმე თვის წინ ვნახე და ჯერ კიდევ პასუხები ძიებაში ვარ, ძლიან იმოქმედა ჩემზე, უფრო იმან იმოქმედა, რომ ვერც ვკიცხავ და რა თქმა უნდა რა შექებაზეა საუბარი, ის, რომ მასში სინანულის გრძნობა გაჩნდა ეს მგონი ცოტა არაა, მაგრამ არც ბევრია, მოკლედ ხანდახან ცუდია მედალიონს ორი მხარი, რომ აქვს :(
რა საშუნელია პირველი ორი ამბავი. გამაჟრიალა
რა საშინელია პირველი ორი ამბავი. გამაჟრიალა
ძალიან კარგი პოსტია, რამდენადაც შეიძლება ასეთი შინაარსის პოსტი კარგი იყოს :(
კარგი ბლოგი გაქვს მართლა, ყოველთვის იპოვი აქ რაიმე საინტერესოს.
:-( ალალი იყოს ადამიანებზე, ჩვენზე, ქვეყნის დასასრული!
არამგონია იოსებ ჟორდანია ცნობილი გამხდარიყო პარაშუტის მიცემის ნაცვლად ფოტოაპარატი ამოეღო ჯიბიდან და იმ გოგონას სახე აღებეჭდა სამუდამოდ, რომელიც უპარაშუტოდ დარჩა ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავში. თუმცა თავისი სიკვდილით უფრო მეტი სიცოცხლე არ მოევლინა ამ ქვეყანას.
“წამის მეასედი” ფილმია, მაგრამ ყველა ადამიანი, რომელიც მსგავს სიტუაციაში არ მიატოვებს კამერას და ასეთ სცენას აღბეჭდავს, ალბათ ღირსია უშვილობის და და მუდმივი დეპრესიის.
პ.ს. მიუხედავად იმისა რომ, პირწიგნაკი მიატოვე, ეს პოსტი მაინც მინდა იქ წავიღო. შენს ნებართვას ველი ეკა.
ბაჩო
ბრავო ბრავო და ბრავო!
რა კავშირშია ერთი მეორესთან???
იოსებ ჟორდანია არ იყო ფოტოგრაფი, მისი საქმე იმ თვითმფრინავში არ იყო ვინმეს გადაღება და საზოგადოებამდე ვინმეს სახის მიტანა.
თვითმფრინავში რომ ტერორისტი ყოფილიყო და მისი სახე და ტერორისტების კვალზე გასვლა საჭირო ყოფილიყო, ზუსტადაც ფოტოს ჩამოტანა უფრო დიდი საქმე იქნებოდა მიწამდე, ვიდრე ბავშვის გადარჩენა. არსებობს საზოგადოებრივი ღირებულებები, ფასეულობები, გულისაჩუყებები და ხანდახან ცალკე არსებობს საქმე, რომელიც ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია და სწორედ ამ სხვადასხვა ღირებულებებს შორის არჩევანის გაკეთებას ჭირდება ჭკუა და პროფესიონალიზმი.
ჟორდანიას შემთხვევაში არ იყო სასწორზე არცერთი სხვა ღირებულება, სხვა საქმე, სხვა ფასეულობა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ვინმეს სიცოცხლე. ორ სიცოცხლეს შორის კი ჟორდანიამ საკუთარის ნაცვლად ბავშვის სიცოცხლეზე გააკეთა არჩევანი.
ნანუ
Lalena
მართლა გული მწყდება, რომ ამ კომენტარებში არავინ არ გაუგო ფოტოგრაფს, მხარი დაუჭირა თუ არა, გაუგო მაინც.
რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რომ ვინმემ სრულად უნდა გაამართლოს და თუ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა თან გადაეღოთ და თან გადაერჩინათ ფოტოს გმირის სიცოცხლე, მათი საქციელი მორალურად სწორი იქნებოდა.
მაგრამ,
დაფიქრდით,
გავიგებდით კი ჩვენ, ან ვინმე მსოფლიოში, რა ხდება იქ, რომ არ ყოფილიყვნენ ფოტოგრაფები, ოპერატორები, რომლებიც “გულცივად”, სინამდვილეში კი საკუთარი ნერვების ხარჯზე, ხანდახან სიცოცხლის გარისკვის ფასადაც, ახერხებენ ცრემლების ღვრის ნაცვლად, დააჭირონ აპარატის ღილაკს საჭირო დროს, საჭირო წამს და შემდეგ ის წამი შემაძრწუნებელი სახით აჩვენონ მსოფლიოს და გამოიწვიონ რეზონანსი? იქნებოდა კი მათი თავგამოდება ერთი ადამიანისადმი უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის შედეგი, რაც ასეთი ინფორმაციის გავრცელების, ხალხის რეაქციის და შემდგომ ვიღაცეების რეაგირების შედეგად დგება?
მართლა მიკვირს, რატომ უყურებს ხალხი ფოტოგრაფებს ნაკლებ მნიშვნელოვნად და უმნიშვნელოდ თვლის რაღაც ფოტოს გადაღებას, მაშინ როცა 21 საუკუნეში მსოფლიოს მართლა ინფორმაცია მართავს? და როცა უკვე ხუმრობად იქცა ფრაზა, რაც გუგლში არ არის ან იუთუბზე არ დევს, ის არც არსებობს და არც მომხდარაო…
:( ვერ დაგეთანხმები ეკა.
ნუთუ ნებისმიერ ფოტოგრაფს შეუძლია მსგავს სიტუაციაში ხმა არ ამოიღოს?
სანამ საკუთარი ტყავი არ ეტკინება მანამდე ვერ მიხვდება რა არის იმედის მოკვლა. ეგ ფიზიკურ სიკვდილზე უარესია.
იმ ფილმშიც, ბავშვი იმედის თვალით უყურებს ამ ქალს, ელოდება რეაქციას. ეს ქალი კი (ფილმიდან ასე ჩანს) არ არის დედა და შესაბამისად თავისი პოპულარობა არჩია, იმ პრობლემის მოტანა არჩია ადამიანებამდე, რის გამოც ეს ბავშვი დაიღუპა, ვიდრე ის რომ თვითონაც გმირი გამხდარიყო და იქნებ ეს ბავშვიც დაეხსნა იმ გაჭირვებიდან. მას უკვე აკრეფილი ქონდა კადრები.
ჩემი ახლობელი ფოტოგრაფი გორში იყო დაბომბვის დროს. ის ქალიც გადაიღო დაჭრილი რომ ყვირის მიშველეთო. ეს ფოტოგრაფი მხოლოდ იმიტომ გადამირჩა, რომ მითხრა: სურათი რომ გადავიღეთ 2 წამიც არ იყო გასული ხალხიც მივიდა და ჩემი ადგილი აღარ იყო იქო.
სადაა ადამიანობა, კონკრეტულ მომენტში გააკეთო სწორი საქციელი და დაეხმარო სხვას, არ იფიქრო იმ შენს პროფესიაზე, არ აჩხაკუნო აპარატი და არ გაწირო სხვა. ვფიქრობ საუბარი ზედმეტია ფარატინა ფურცელზე აღბეჭდილი განცდების გადმოცემისთვის თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის გაწირვა…
ნუ დამეთანხმები ბაჩო,
უბრალოდ, მე ვთვლი რომ ძალიან არაკომპეტენტურად მსჯელობ, მხოლოდ ემოციებით.
მხოლოდ ემოციები კი პანაშვიდზეც არ ვარგა. იქაც ბევრი საქმეა ხოლმე, უემოციოდ გასაკეთებელი.
იმ ფოტოგრაფს კი, რომელმაც გორში ფოტო გადაიღო და ემოციას არ აყვა, ხელს ჩამოვართმევდი და მადლობას ვეტყოდი, მისი “გულქვაობისთვის”
:) სიამოვნებით შეგახვედრებ
ჯიპაში ასეთი რამე ამოვიკითხე ფოტოგრაფიაზე, უფრო სწორედ ფოტოგრაფის ნათქვამი:
როდესაც ყველა სახლში მირბის რაიმე საშიშროების დროს, სწორედ მაშინ გავდივარ ჩემი აპარატით ხელშიო.
ვეთანხმები, მაგრამ სანამ ტყავი არ აეწვება და კივილს არ დაიწყებს მიშველეთო, მანამდე ვერ მიხვდება თავის თვალით დანახულ და თავის გონებით განწირულ ადამიანთა აზროვნებას.
პ.ს. შენი ძმა რადიოში მუშაობს?
და რატომ გგონია რომ ის, ვინც ადგილზეა, თუნდაც ფოტოაპარატით და არა იაღარით ხელში, ნაკლებად აღიქვამს და განიცდის იქ მყოფთა მდგომარეობის სიმწარეს, ვიდრე ისინი ვინც ამ ყველაფერს ცისფერი ეკრანის, ლცდ მონიტორის ან ფოტოქაღალდის მიღმა (ვ)უყურებთ???
p.s. არა, ის სხვა ბექაა.
იმიტომ მგონია ეკა რომ, მაგ შემთხვევაში რეაგირებაც სხვანაირი იქნება და არა იმ ქალის მსგავსი საქციელი.
ბოდიშს გიხდი, დიდი პოლემიკა გამოვიწვიე
ჰო, ასეა, სხვა სხვის საქმეში ბრძენია ყოველთვის :)
მთავარსარდალს რომ ერთი ჯარისკაცის სიკვდილზე გული აუჩუყდეს და მთელი ბატალიონი არიოს, მორალური შეიძლება იყოს, მაგრამ ჭკვიანური იქნება?
ეს ისე, შედარებისთვის.
და ბოდიშიც არაფერ შუაშია, ეს თემა იმიტომ წამოვჭერი, რომ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და დისკუსიაც ბუნებრივია.
არ ვეთანხმები იმას რომ ფოტოგრაფები გულქვა პროფესიონალები არიან რომელთაც დახმარება შეუძლიათ და არ ეხმარებიან.
ყველა ფოტოგრაფი და ოპერატორი რო მასე მოქცეულიყო საერთოდ არ იარსებებდა არც ფოტო და ვიდეო მასალა იმ საშინელებებზე რაც გარშემო ხდებოდა და ხდება.
1 და 2 ამბები ვიცოდი :((
აუ ამ პოსტმა მაგრად იმოქმედა. განსაკუთრებით მესამე ვიდეომ.
მარტო პირველი ამბავი ვიცოდი და შევძრწუნდი.
კარგად გაქვს დაწერილი,ძალიან!
თქვენ არ იცით, მე როგორ შევძრწუნდი ეს ყველაფერი რამდენიმე თვის წინ რომ ვნახე. 3 დღე გონს ვერ მოვედი.
პ.ს. მადლობა : )
ეკა, ბოლო ვიდეო წაშლილია, ჩაასწორე, რა.
უი, რა უნდოდათ, რას ერჩოდნენ.
მადლობა, რომ მითხარი :)
ისევ წაშლილია ))
და ის ფოტოგრაფები, ვისი გადარჩენაც შეიძლებოდა და თავიანთ პროფესიას შეეწირნენ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მსგავს სიტუაციებში?!
who cares :))
რომ მომკვდარიყვნენ, მაშინ დააფასებდნენ და შერაცხავდნენ გმირად, სისხლია საჭირო, სისხლი :))
პირველი ფოტო ვიცოდი :(
ჩემში ასევე შემზარავა გრძნობებს იწვევს აგვისტოს ომის დროს გადაღებული ფოტო, ძმა რომ მოუკვდა ახალგაზრდა კაცს :(
ჰო, ვიდეოც .(
ეგ რომ დამედო ალბათ ჩვენთვის ყველა სხვა ფაქტს გადაფარავდა და აღარ დავდე.
ის ფოტო ვერაფრით ვერ ვიპოვე დასისხლიანებული ნატყვიარი ფოტოაპარატი სადაც გდია. ძალიან ბევრს ლაპარაკობს
და საერტოდ. ფოტოები ლაპარაკობენ
ცუდად ვარ :( დილა ამ პოსტით არ უნდა დამეწყო… უზომოდ ემოციური შინაარსი დევს! მხოლოდ ერთი მინდა ვთქვა, რომ პროფესიონალები თავიანთ საქმეში “გულქვაობის” თითოეულ შემთხვევისას საკუთარ ნერვებსა და ფსიქოლოგიურ წონასწორობას დებენ სასწორზე, რაც დროთა განმავლობაში სრულფასოვან სიცოხლეს რისკის ქვეშ აყენებს. ღირებულებებს შორის დროული და სწორი არჩევანის გაკეთება ურთულესია, გაკეთებული არჩევანის სათანადოდ შეფასება – კიდევ უფრო რთული! თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ორივე შემთხვევაში ფოტოგრაფებს განწირულთა გადარჩენა არ უცდიათ!..
ჰოო, ამ პოსტით დილის საწყება ნამდვილად არ ღირდა :|
აუ, მართლა მაგარი ფოტოგრაფები არიან, რა სისულელეა რომ უმოქმედოდ იყვნენ, ბევრი საერთოდ გაიკცეოდა ალბათ, შეეშვან და დააფასონ რა
გეთანხმები.
ჩემგან ასოსიეტიდ პრესის, ადამსის ავტორობით გადაღებულ სურათს დავამატებდი, 60-იანი წლების ვიეტნამში.
http://lobzhanidze.wordpress.com/2010/10/19/%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90/
. შეგიზლიათ ჩამქოლოთ მაგრამ მე ფოტოგრაფი უფრო შემეცოდა :( ვიდრეე… ვიდრე სასიკვდილოდ განწირული ლეშიჭამიას იმედზე დარჩენილი ,UN საჭმელზე წასული დედისგან მიტოვებული ბავშვი…
ბავშვი…. კადრი… ხვალ… ხვალ რომელიც იწვევს დეპრესიას და სიკვდილს. სინანული ფოტოგრაფში უფრო დიდია ვიდრე დედაში…
ესეთი ადამიანები ქმნიან ეპოქას , არქივს და წარსულს….
:))
მე არ ჩაგქლავ, რადგან მე ფოტოგრაფების მხარეს ვარ :)))
ბაჩოს და ეკას კომენტარები წავიკითხე.
ეკა გულწრფელად მიკვირს, იმ ქალს პროფესიონალად რომ მიიჩნევთ, იმ გარემოში 1000 ახალიმოკლული შეეძლო ენახა და გადაეღო ფოტოები, მთელმა მსოფლიომ იცის რომ ბავშვებს დაუნდობლად ხოცავენ . შეიძლება ბავშვების გვამის ყურების დროს შეიკავო ემოციები და გადაუღო ფოტო, რომ გააგებინო მსოფლიოს რა ხდება, მაგრამ მაგ ქალის საქციელი არ იყო პროფესიონალის საქციელი. გავიგებდი თუ შეეშჲნდებო და და გაიქცეოდა მაგრამ არ მინდა გავიგო ის რაც გააკეთა.
მიმოიხედე შენს ირგვლივ უამრავი შიზოიდია, რომელიც ტკბება როცა შენს სასოწარკვეთილ, უიმედო სახეს ხედავს. არსი ფილმი, სხვათაშორის ინდური მსოფლიო კინოკლასიკის 10ში მე-3 ადგილას, სიმღერის გზა ქვია ან რაღაც მსგავსი, უყურე – საერთოდ არაინდური ფილმია, არანაირი ცეკვა თამაშჲ.
ექსპერტი, რომელიც მორგში მუშაობს, ‘ბალზამიროვშიკი’, რომელიც მიცვალებულს აბალზამებს – როგორ ფიქრობთ, ასეთი გულქვა ადამიანები არიან თავიდანვე? იქნებ პროფესიონალიზმი და შეჩვევა იწვევს მათ ერთი შეხედვით გულქვაობას?
სწორედაც ის ფაქტი, რომ ომის ფოტოგრაფები და ოპერატორები ათასობით მოკლულს ხედავენ და ყოველწამს განიცდიან საკუთარი უუნარობის შეგრძნებას, აძლევს მათ ძალას (როცა სხვა გზა არაა), დანარჩენ სამყაროს გააგებინონ რა ხდება იქ. იმ დანარჩენ სამყაროს, რომელიც მშვიდად ზის სავარძელში, უყურებს, ეცოდება და თვითკმაყოფილებას განიცდის ამ შეცოდების გრძნობის საკუთარ თავში აღმოჩენით, ან უკეთეს შემთხვევაში აღშფოთდება და რაიმეს შეცვას ცდილობს. ეს მაშინ, როცა ის პროფესიონალები, თქვენ რო ეჭვქვეშ აყენებთ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოიპოვებენ ამ ინფორმაციას, ურომლისოდაც თქვენ და მე, რბილ სავარძლებში, ვერასოდეს შევიგრძნობდით ასე მკვეთრად იმ სიკვდილ[ებ]ის სისასტიკეს.
1000 მკვდარი?
რამდენი 1000 მკვდარია ფილმში ფართო პლანით გადაღებული, მაგრამ ადამიანები ერთი, ბოლო, ახლო კადრით ნაჩვენები მომაკვდავი ჯარისკაცის ყურებისას აღვარღვარებენ ცრემლებს და დანარჩენი 999 სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ. ასეა რეალობაც.
რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი დაიღუპა იაპონიაში, მაგრამ ერთი შეშინებული, პოლიციელისფეხს შემოხვეული პანდა არანაკლებ ემოციებს იწვევდა, ვიდრე დაღუპული ადამიანები.
თუ გაიქცეოდა და შეეშინდებოდა, ის არ იქნებოდა პროფესიონალი და მისი ფასი იქ, იქნებოდა კაპიკი. სარგებელი კი – 0. ეს შემთხვევა აბსოლუტურად განსხვავდება იმ შიზოიდების შემთხვევისგან , რომლებიც სხვისი უბედურებით ტკბებიან. თუმცა ეს რომ გაიგოს ადამიანმა, ალბათ ჩვეულებრივ სიტუაციაში (ვთქვათ აქციაზე, მიტინგზე, ქუჩAში) მაინც უნდა დაიჭიროს კამერა ხელში და იყუროს ობიექტივის თვალით.
ეკა ფოტოგრაფი ხართ? თუ კი, ვფიქრობ თქვენი თავიდან გამომდინარე ფიქრობთ, თქვენ რას განიცდით ან როგორ მოიქცეოდით ან რა გინდათ.
ცხოვრებაში მუდმივად 1 გამოუსწორებელ შეცდომას ვუშვებდი, სიტუაციებსა და ადამიანებს ვაფასებდი საკუთარი თავიდან გამომდინარე, მივხვდი რომ ყველა მე არ ვარ :). ყველა თქვენ არ ხართ ეკა, არსებობენ მარაზმატიკებიც სამწუხაროდ, რომლებსაც აქვთ ”ნიჭი” ტრაგედიიდან ნახონ სარგებელი, ეძებენ ან ქმნიან ტრაგიკულ სიტუაციენს, ” სპეკულიანტობენ” ადამიანის ემოციებით.
პროფესია არ ხდის გულქვად ადამიანს, ვინც ხარ იმ გზას ირჩევ. რაც მოგწონს იმას აკეთებ ან რაღაცას აკეთებ კონკრეტული მიზნის გამო და იმიტომ ითმენ გვერდით მოვლენებს. მე ვაფასებ იმ პროფესიონალ ფოტოგრაფებს, რომლებსაც უნდათ გამაგებინონ რა ცუდ დღეში არიან სომალიში ან რა ხდება ცხელ წერტილებში ეს სხვა თემაა და ვიდეოში ქალი სხვა თემა. თქვენ თავში უნდა იცოდეთ, რომ ყველა ”სუფთა” და წრფელი მიზნებით არ არის ცხოვრებაში.
რა თქმა უნდა, მე საკუთარი თავიდან გამოვდივარ, არ მინდა წარმოვიდგინო საკუთარი თავი ამ ადამიანის ადგილას და შემდეგ გარშემომყოფთა უსამართლო კრიტიკა.
ისიც ვიცი, რომ ყველა ერთნაირად არ ფიქრობს, ყველა ჯარისკაცი სამშობლოს დასაცავად არ მიდის, არამედ ანაზღაურებისთვის და ყველა ჟურნალისტიც არ მოქმედებს ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. მაგრამ იმ დანარჩენმა რა დააშავა, რომელმაც ზემო ორ, დოკუმენტურ შემთხვევაში, ის მოვლენები ასახა, რომელმაც მართლა შეძრა მსოფლიო, მაგალითად ესენი: http://tatatatuli.wordpress.com/2011/03/21/100-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4/
ნახეთ და თუ კიდევ მეტყვით, რომ ამ ფოტოების 99% ავტორი გულქვაა მხოლოდ და მათი საქმიანობა უმნიშვნელოვანესი არაა, მაშინ მე ვწყვეტ კამათს :)
ეკა, თავიდანვე მე მხოლოდ მესამე შემთხვევა დავაკომენტარე, და არა ზოგადად ფოტოგრაფები და მათო საქმიანობა .
და საქმიანობა რასაკვირელია მნიშვნელოვანია, აღწერო რეალობა, დაიჭირო წამი – საინტერესო და მიმზიდველიცაა :) წარმატებები და სადმე არის განთავსებული თქვენი ნამუშევრები?
ნუ, მესამე მხატვრულია და სპეციალურადაა დატოვებული ორაზროვნად, რომ დისკუსია გამოიწვიოს. დანარჩენ დოკუმენტურს კადრებში კი მხოლოდ შედეგებს ვუყურებთ და არავინ იცის, რა იყო რეალური ემოცია ავტორების, იმ მომენტში.
ჩემი ‘ნამუშევრები’ ნაკლებად, ოდესღაც ვიღებდი ფოტოებს და ფოტოაპარატი დღემდე განსაკუთრებულად მიყვარს http://www.flickr.com/photos/boketerina