Je m'appelle Eka..

February 26th, 2008 by Katiée

40 ტყუილი დღეში???

თურმე, საშუალოდ ადამიანი დღეში 40-ჯერ იტყუება, თუ იგი 60 წელს აქტიურად გაატარებს – მაშინ იგი სულ ცოტა 876000 ჯერ მოიტყუება, მამრები მდედრებთან შედარებით 20% უფრო ხშირად იტყუებიან, ყველაზე ხშირად ორივე სხესის წარმომადგენლები ატყუებენ ნათესავებს, საყვარელ ადამიანებს და კოლეგებს… 30 ყველაზე პოპულარული ტყუილი – ბრიტანელი მეცნიერების ხანგრძლივი კვლევის შედეგად (რომელთაც ეტყობა მახათი არა აქვთ) ასე გამოიყურება…..
1. ყველაფერი კარგადაა…
2. გამიხარდა შენი ნახვა… 3. ფული არ წამომიღია… 4. მე დაგირეკავ… 5. აუ, მართლა, ვერ გავიგე რომ მირეკავდი… 6. ჩვენ აუცილებლად უნდა შევხვდეთ, კიდევ ერთხელ… 7. გზაში ვარ… 8. არა, ამ კაბაში არ ხარ სქელტრაკა… 9. საცობში (პრობკაში) – ვარ… 10. რა სმს-ი?…. 11. ტელეფონი არ იჭერდა… 12. რა თქმა უნდა, მე შენ მიყვარხარ… 13. სერვერი გაითიშა… 14. მაღვიძარამ არ დარეკა… 15. ანგარიში საფოსტო ყუთშია… 16. აკუმულიატორი დამიჯდა… 17. მგზავრობა გადაიდო… 18. 2 წუთში გადმოგირეკავ… 19. ძაან გემრიელია… 20. დღეს საღამოს სავარჯიშოდ მივდივიარ… 21. ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ… 22. საათი გამიჩერდა… 23. მეორე ხაზზე მირეკავენ… 24. მთელი დღე თათბირებზე ვეგდე… 25. ეს ისაა, რაც ყოველთვის მინდოდა… 26. არასწორად ჩავიწერე შენი ნომერი… 27. დღეს ყველაზე კარგად გამოიყურები… 28. დღეს გვიანობამდე ვმუშაობ… 29. და მე სულ ბოლოს მიუსწარი… 30. მანქანა ვერ დავქოქე…

————-

მე არ ვეთანხმები:(.
ერთადერთი დაგვიანებასთან დაკავშირებულ ტყუილს ვაღიარებ “)))