Je m'appelle Eka..

July 1st, 2012 by Katiée

8,5 წელი

2004 წლიდან თითქმის სულ ვმუშაობ და შეიძლება ითქვას, არასდროს მქონია შესაბამისი პერიოდისთვის ზოგადი ქართული სტანდარტით დაბალი ხელფასი. უფრო საშუალო ეთქმის, ხანდახან – საშუალოზე მაღალიც. ხოლო თუ ჩემზე ათჯერ ნაკლები ხელფასის მქონეს პოზიციიდან შევხედავთ (და ასეთი ბევრია, დამიჯერეთ), მაშინ, ვიღაცისთვის შესაძლოა, ძალიან მაღალიც კი.

დღეს, რატომღაც დამაინტერესა და ექსელის ცხრილში დავაჯამე (რაც მახსოვდა) წლიდან წლამდე, ჩემი სუფთა სახელფასო შემოსავლები (ნეტო), მეტი სიზუსტისთვის გერმანიაში სწავლის პერიოდის სტიპენდიაც კი მივაყოლე და თვალები შუბლზე ამივიდა.

ჩემი 8.5 წ ლ ი ს მუშაობის ღირებულება იმაზე ნაკლები გამოვიდა, ვიდრე, ვთქვათ ამერიკაში, საშუალო რგოლის ექიმის წლიური ანაზღაურება ან თბილისში მოსეირნე არაერთი ავტომობილის საფასური…

————-

ისღა დამრჩენია, სტატისტიკის დეპარტამენტის სანდო მონაცემებს გადავხედო, ნამუსმა შემაწუხოს და დამატებით რამდენიმე ექვსსულიანი ოჯახი მოვიძიო, რომ ვარჩინო, აბა, ღორი ხომ არ ვარ?


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273