არ ვიცი, აქამდე რატომ არ მომაფიქრდა, ბლოგზე დამედო აზერბაიჯანელი რეჟისორის, ვაგიფ მუსტაფაევის ეს გენიალური (არ შემედავოთ, ჩემთვის გენიალურია :)) მოკლემეტრაჟიანი ფილმი “Всё к лучшему“.
ქართულ ვარეზებზე ამ ფილმს ალბათ ასე აღწერდნენ: “ბაქოში მკვდარს რომ ჩაასვენებენ ცინკის კუბოთი, ეგ ის არ არი?” გოგი გვახარიამ კი, ნამდვილად არ მახსოვს, რა თქვა, როცა ეს ფილმი ფსიქოში წარადგინა, მაგრამ ალბათ ერთ-ორ სიტყვას იტყოდა მთიან ყარაბაღზე, სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტზე, კავკასიის ერთიანობაზე და ძმობაზე და რაც მთავარია კავკასიურ იუმორზე : )
მოკლედ, გირჩევთ, გადადეთ 30 წუთი და უყურეთ, არ ინანებთ ;))
გაფრთხილება: ფილმის დასაწყისში წივილ-კივილმა არ შეგაშინოთ, არც ომის თემამ. ეს ფილმი არ “დაგგრუზავთ”, პირიქით : )






თუ არ ვცდები ამ ფილმში ჩემი მეგობარი ბაჰრამ ბაგირზადე თამაშობს. ვუყურებ და დავაზუსტებ :)
:)) ბოლომდე არ არის მგონი
მაგარი გასართობია
მადლობა, რომ შენიშნე :)
დავამატე მე4 ნაწილიც :)
თან საკაიფო გურული სიმღერაც ჩაუყოლებიათ :)
მილიციელი იყო ბაჰრამა :)
გაიხარე ეკა. არც სახელი ვიცოდი ფილმის და არც გვარი. მარტო 1 კადრი მქონდა ნანახი. ვიხალისე მაგრად :*