Je m'appelle Eka..

August 9th, 2011 by Katiée

არქიტექტურული თავსატეხი ბათუმში

კაცობრიობის ან ერის წინაშე დანაშაულის ჩასადენად აუცილებელი არ არის ტერორისტული აქტი მოაწყო და უამრავი ადამიანი ფიზიკურად გაანადგურო. ამისთვის ხანდახან ბევრად უფრო უმტკივნეულო მეთოდიც გამოდგება.

მაგალითად, ქათქათა, აღდგენილ/გალამაზებულ და განათებულ ბათუმში შეგიძლია დადგა ასეთი სიმახინჯე – შენობა, რომელსაც ორი აგურიც არ აქვს ერთმანეთის მსგავსი.

არა, მე კი მესმის არქიტექტორის ფანტაზიის თავისუფლება, რომ არქიტექტურა – ეს ხელოვნებაა და არ უნდა ჩაერიოო მეტყვის ვიღაც. გემოვნებაზე რომ არ დავობენ, ეგეც ვიცი და ალბათ ისინი, ვინც ბაგრატის ტაძრის ლურჯი შუშით გადახურვის მიზანშეწონილობასა და მშვენიერებას მიმტკიცებდნენ, ახლაც გამოჩნდებიან. მაგრამ იმას მაინც ვერ ვიგებ, როგორ მოხდა, რომ ბათუმში უამრავი მართლაც ლამაზად რეკონსტრუირებული პროექტის ავტორებს ისიც მოსწონთ და ესეც?

დააკლიკეთ ფოტოზე, გაადიდეთ და დაათვალიერეთ. თუ იპოვით ორ ერთნაირ, სიმეტრიულ ან უბრალოდ ერთი-მეორის შესაბამის ფანჯარას, აივანს, ან კედლის ფაქტურას მაინც, ნუ დაიზარებთ, დატოვეთ კომენტარი. იქნებ მე ვცდები და გულზე მაინც მომეშვება.

იპოვეთ 2 მსგავსება

ეს მოჭრილი თავი ალბათ რუსთაველისაა ხომ? :| photo by T.K.


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273