კაცობრიობის ან ერის წინაშე დანაშაულის ჩასადენად აუცილებელი არ არის ტერორისტული აქტი მოაწყო და უამრავი ადამიანი ფიზიკურად გაანადგურო. ამისთვის ხანდახან ბევრად უფრო უმტკივნეულო მეთოდიც გამოდგება.
მაგალითად, ქათქათა, აღდგენილ/გალამაზებულ და განათებულ ბათუმში შეგიძლია დადგა ასეთი სიმახინჯე – შენობა, რომელსაც ორი აგურიც არ აქვს ერთმანეთის მსგავსი.
არა, მე კი მესმის არქიტექტორის ფანტაზიის თავისუფლება, რომ არქიტექტურა – ეს ხელოვნებაა და არ უნდა ჩაერიოო მეტყვის ვიღაც. გემოვნებაზე რომ არ დავობენ, ეგეც ვიცი და ალბათ ისინი, ვინც ბაგრატის ტაძრის ლურჯი შუშით გადახურვის მიზანშეწონილობასა და მშვენიერებას მიმტკიცებდნენ, ახლაც გამოჩნდებიან. მაგრამ იმას მაინც ვერ ვიგებ, როგორ მოხდა, რომ ბათუმში უამრავი მართლაც ლამაზად რეკონსტრუირებული პროექტის ავტორებს ისიც მოსწონთ და ესეც?
დააკლიკეთ ფოტოზე, გაადიდეთ და დაათვალიერეთ. თუ იპოვით ორ ერთნაირ, სიმეტრიულ ან უბრალოდ ერთი-მეორის შესაბამის ფანჯარას, აივანს, ან კედლის ფაქტურას მაინც, ნუ დაიზარებთ, დატოვეთ კომენტარი. იქნებ მე ვცდები და გულზე მაინც მომეშვება.








მდაა ვიმედოვნებ რომ შოთა რუსთაველი არ არის:) მარა სხვა ვინ უნდა იკოს?!
http://shu84.blogspot.com/
ეს არის დიდი ხელოვნება და ყველა ვერ გაიგეეეეეებბბბბსსსსს!!!!!!111!!
:დ :დ
და ის ზედა რა შენობა? სასტუმროა? :D
მაინტერესებს არქიტექტორის კომენტარი რა გამოხატა ამით :D
ზედა და ქვედა – ორივე ფოტო ერთი შენობაა, ახლო და შორი კადრი. ბიზნეს ცენტრია ალბათ, რაკი for rent აწერია, რავი მე.
გავა დრო და მაგასაც დააფასებენ. ნუ, თუ მაინცდამაინც ნაციონალებისნაირი ხელისუფლება მოვიდა, კი მოაშთობენ :დ
ფორ სეილ აწერია. მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მესმის არქიტექტორს შენობა დაეწყო ძველ ქართულ სტილში და თანამედროვესი დაემთავრებინა, მაგრამ ვერანაირი დატვირთვა ვერ მივეცი შენობას. რა უნდა გამოხატოს, რას წარმოადგენს, რისი მეტყველია? ერთადერთი რაზეც ეს შენობა საუბრობს (და ზოგადად შენობები საუბრობენ* ურბანისტის შენიშვნა) არქიტექტორი დებილი და განუვითარებელი მაგრამ თამამი, პროექტის დამტკიცებაზე ხელის მომწერი კრეტინი, ხოლო მშენებელი ბანძი იყო. იმაზე ვიკაიფე მეოთხე სართულზე ერთ აივანზე 2 კარს რომ სხვადასხვა თაღები აქვს. პახოდუ რასაც დავაკვირდი გოთიკური სტილიც აქვს და მუსულმანურიც, დანარჩენის რა გითხრა ეკა აბა. ავტორს რუსთაველის თავიც არ გამორჩენია რომ ქართულია შენობა. წინ კი აფრიკული პალმა არის დარგული. მოკლედ დედამიწას ვაერთიანებ ამ ერთი კვერცხობითო.
სამწუხაროა რომ მიმღები კომისიები აღარ არსებობენ. ლატვიაში ერთი შენობა დამთავრებული იყო და მერიამ არ მიიღო, ინვალიდების გადაადგილება შიგნით შეუძლებელიაო. დაჯდა არქიტქტორი და გადააკეთა, მერე მშენებელმა გადააკეთა და მერე მიიღო მერიამ ის მშენებლობა. აქ კი ქაოსია :(
ერთი აივნის კი არა ყველა აივნის შიგნით 2 თაღიდან ორივე სხვადასხვანაირია :D
მიმღები კომისიები ახაც არსებობენ და პროექტიც მშენებლობის დაწყებამდე თანხმდება. მაგიტომაც მიკვირს, სადაც ბათუმს ამხელა ყურადღება ექცევა, ცენტრში ასეთი მარაზმი როგორ დაუშვეს? არც შერატონია არქიტექტურის ნიმუში, არც იუსტიციის სახლის დიზაინი შეესაბამება დიდად მის ფუნქციას და არც ანბანთქების 3D მომეონა დიდად (თუმცა რეალურად უკეთესი ჩანს, ყოველ შემთხვევაში ვიდრე შუშებს ჩასვამენ , კრგია), მაგრამ ეს რაღაც ძალიან საოცრებაა :D
თუმცა, მეგობარმა ფბ-ზე ისეთი შენობის ფოტო დამიდო ამავე ქუჩის ბოლოში, პირი დავაღე და ვიფიქრე, პოსტი ხომ არ გადამეკეთEბინა :D
http://www.davisvenot.ge/functions/img.php?src_jpg=..%2Falbum%2F4_50688_674325.jpg&im_new_w=200
ეს რისი სურათი დადე კიდევ :) იმდენად დავიბენი მაგ საოცრების ნახვით, რომ ფანჯარა დამეხურა
მდა, არ მინდოდა ეკა შენთან ამის თქმა, ბოდიშს გიხდი, მაგრამ ვიღაცას მაგრად ღრმად აქვს და გამომღებიც არ არის არავინ :(
კიდევ ვამბობ, შეიძლება მხიარული პროექტის გაკეთება ტურისტების მოსაზიდად (პარიზის ის სახლი მახსენდება გარედან რომ არის კომუნიკაციები, სახელი არ მახსენდება), მაგრამ დასაცინი არ უნდა გახდე. მაგ შენობების გამო სხვა ქვეყნიდან მოსული კი არა ჩვენი შთამომავლობა დაგვცინებს :(
აი მე კიდევ სულზე ვარ ისევ როდის ჩავალ ბათუმში, ეგ სფონჯ-ბობი რომ ვნახო :D
საცხოვრებელი სახლია :D
ვნახე, ვნახეეე, ვნახეეეეეეეე, მეღირსა :)
სპონჯ-ბობი კი არა სიმახინჯის ერთეულია :(
ბათუმელი ძმაკაცები მყავს და მშენებელს აგინებენ “პროექტი რომ ნახა, ასაშენებლად მარჯვენა რაფრა მოუბრუნდაო” :D
ამ საცოდაობის ჯერ მოფიქრება, მერე ნახაზად გადმოტანა , მერე კომისიაზე წარდგენა , მერე დამტკიცება – ეს ყოველივე ამტკიცებს ამ განუვითარებელი და გაუნათლებელი ადამიანების ბოგინს ჩვენს ქვეყანაში . მნიშვნელოვანია ისიც , რომ უნიჭო ადამიანსაც მოეთხოვება ღირსება , რათა განსაკუთრებული განათლებით აინაზღაუროს იგი . ეს უნიჭო სიხარბე კი სხვადასხვა არქიტექტორული დეტალების დახვავება -შეკოწიწებისა , მხოლოდ საზოგადოების უმოქმედებით გათავხედებულ უნიჭობას სჩვევია.