Je m'appelle Eka..

November 28th, 2010 by Katiée

ვერძი – მამაკაცი

(ლინდა გუდმანის მიხედვით)
ეს წუთია გვერდით რაღაცამ ჩაგიქროლათ, აფეთქების, გრიგალის, ელვის და სუპერმენის ერთად აღებულის მსგავსმა. დიახ, არ შემცდარხართ. სწორედ ეს არის ვერძი მამაკაცი. თუ თქვენ იმ კატეგორიის ქალი ხართ, ვისაც გამუდმებით ფოიერვერკები და ხმაურიანი დღესასწაულები სჭირდება, იჩქარეთ, ბედი კარზე მოგადგათ. მაგრამ, თუ ქორწინებისგან სიწყნარეს და საიმედო მეუღლეს მოელით, დაიმახსოვრეთ, იგი თქვენი იდეალი არ არის.

ვერძი მამაკაცი ძალზე ხასიათცვალებადია. ამ წუთში თუ გრძნობებით იწვოდა, მეორე წუთში თქვენს წინ ყინულის ლოდი აღიმართება. თუ აწყენინეთ, ან თქვენდამი ინტერესი დაკარგა შესაძლოა, ორივე ერთად მოხდეს), თქვენდამი დამოკიდებულებაში საოცარ ცვლილებებს დაუყოვნებლივ შეატყობთ. კვლავ რომ მისი ყურადღება მიიქციოთ, ყველაფერის თავიდან დაწყება მოგიწევთ.

ვერძ-მამაკაცებს უამრავი იდეა და განუსაზღვრელი შემოქმედებითი ენერგია გააჩნიათ, ამიტომ მათ გვერდით გამუდმებით ყოფნა დამღლელია, მაგრამ არამც და არამც მოსაწყენი. ვერძი სწრაფი და მიზანდასახულია და თუ თქვენ ლოკოკინასავით ზანტი ხართ, მისი აყოლა ძალიან გაგიჭირდებათ. ამასთანავე, მას უკან მოხედვაც არ სჩვევია და შეიძლება გზაში დაიკარგოთ.

ვერძები, ჩვეულებისამებრ, თავიანთა ასაკზე ახალგაზრდულად გამოყურებიან. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისინი სხვებზე გვიან სერიოზულდებიან და ვაჟკაცდებიან. ვერძი მამაკაცი მიზანდასახული , მოუთმენელი და თავდაჯერებულია. ცდილობს ყველას აჯობოს, ხშირად საკუთარ თავსაც კი. ხანდახან უჩვეულოდ გულუხვი, შეუძლია სხვებს მთელი თავისი ქონება ანაცვალოს. ამასთანავე გულმავიწყი, აუტანლად მომთხოვნი და ეგოისტია, თუ მის სურვილებს დაუყოვნებლივ არ ასრულებენ.

მისი სიყვარულთან დამოკიდებულება მართლაც რომ განსაცვიფრებელია. ვერძი საკუთარ თავს მთლიანად შეყვარებულს უძღვნის და გულწრფელად სჯერა, რომ ეს ქვეყნად ერთადერთი ჭეშმარიტი სიყვარულია (გამონაკლისს, შესაძლოა რომეო და ჯულიეტა წარმოადგენდნენ). როცა სიყვარულში ბზარი ჩნდება, იგი დიდი რუდუნებით ცდილობს მის გამთელებას, მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებს, ძველებური რწმენით და არანაკლები ვნებით იწყებს ახალ ჯულიეტასთა რომანს. მნიშვნელობა არა აქვს, პირველია ეს რომანი თუ ასმეერთე. ვერძს მტკიცედ სჯერა, რომ სწორედ ეს არის ნამდვილი სიყვარული. სიყვარულში იგი წმინდა წყლის იდეალისტია და იმდენად სენტიმენტალური, რომ თითოეულ თქვენს ამოსუნთქვას, კვნესას თუ მზერას ამაღლებული პოეზიის ბურანში ჰხვევს. ვერძი სანახევროს არაფერს აკეთებს, ამიტომ სიყვარულსაც მთელი თავისი არსებით ეძლევა.

ხანდახან ვერძებში ერთი შეხედვით წყნარი არსებაც გვხვდება, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ. ვერძი ვერძია და ყველა ვერძის მფარველი მარსია. თქვენი ვერძი სიტყვაძუნწია? მშვიდია და ენერგიას არ აფრქვევს? ეს მხოლოდ მოჩვენებითია. ყოველი ვერძის ტვინი წმაში 200 ბრუნის სისწრაფით მოძრაობს თუ გინდათ თქვენს არატიპიურ ვერძზე სიმართლე გაიგოთ, მის ყოფილ სამსახურში, ან ყოფილ შეყვარებულთან დააზუსტეთ. თქვენი შეკითხვების პასუხად ისინი სიცილით მოკვდებიან: მორიდებული? მორცხვი? ალბათ ვინმეში გეშლეათ. ახლოს რომ გაიცნობთ, ყველაფერს მიხვდებით, ეს მხოლოდ ნიღაბია, რომლის მიღმაც მგზნებარე და მხურვალე თავი იმალება.

ზოდიაქოს ნიშანთაგან სიყვარულში ვერძვით ერთგული სხვა არავინ არის. ბუნებით პატიოსანი ვერძი არასოდეს გიღალატებთ, ხოლო როგორც იდეალისტი, ღალატს გულშიაც არ გაივლებს. ორგულობა ვერძს საერთოდ არ ახაისიათებს. ან კი როგორ შეიძლება ამის დაშვება, მას ხომ სიგიჟემდე უყვარხართ? სიყვარული ვერძის იდეალია და მას კუბოს ფიცრამდე არ უღალატებს. რაც შეეხება მის სხვა გატაცებებს – ეს ხომ თქვენამდე იყო?

ისიც მართალია, რომ როცა ვერძის მგრძნობიარე ჩურჩულს ისმენთ, არ დაივიწყოთ, ეს მხოლოდ იმ წუთებს ეხება. მისი იდეალური სიყვარულისკენ ლტოლვა იმაშიც გამოიხატება, რომ თუ თქვენ ხვალ მის მიერ წარმოდგენილ იდეალური შეყვარებულის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებთ, არაფრად უღირს სხვაზე გადაერთოს. ამიტომ, თუ ვერძის შენარჩუნება გსურთ, ნუ დაენახვებით გაციებისას ყელზე შემოფუთნული ძველი სქელი შალით, ნუ აიძულებთ დაესწროს თქვენს ტუალეტს, როცა იკეთებს მანიკიურს, იხეხავთ კბილებს, იღებავთ თმას, იკეთებთ ნიღაბს. ნუ გააწამებთ თქვენი მრავალსაათიანი საუბრებით დედასთან და დაქალებთან. ყველა ეს ქმედება ეწინააღმდეგება მის წარმოდგენას იდელური შეყვარებულის, ზღაპრული მეფის ასულის შესახებ. მის გვერდით ყოველთვის ბალზე წასასვლელად გამზადებულივით უნდა გამოიყურებოდეთ. თუ ვერძთან ერთად მარტო ცხოვრობთ და იგი დილით, ვითარცა უფლისწული “მძინარე მზეთუნახავიდან”, უახლოვდება თქვენს ლოგინს, რათა კოცნით გაგაღვიძოთ, ნუ შეხვდებით ხვრინვით ან შეძახილით “ეშმაკმა წაგიღოს! რატომ მაღვიძებ?”. თქვენ ბოლომდე მძინარე მზეთუნახავის როლი უნდა ითამაშოთ, რომელიც გაღვიძებისთანავე შეყვარებულს ძილისგან მიბნედილ მზერას შეავლებს და მკლავებს ნაზად შემოაჭდობს.

თუ ვერძის შეყვარებულს რომანტიულობა აკლია, იგი ჯერ შეწუხდება, მერე გაბრაზდება, ბოლოს კი სხვა, ნაკლებ მიწიერი არსების საძებნელად გაეშურება. ასეთ საქციელს მისი მხრიდან არამც და არამც უპატიოსნო არ ჰქვია. მას ხომ პირობა არ დაურღვევია. უბრალოდ თქვე მისი იმედები ვერ გაამართლეთ. თქვენ შეჰპირდით, მშვენიერი ბულბული ვიქნებიო, სინამდვილეში კი აბეზარი ჩხიკვი გამოდექით. თქვენი ხმა მას ანგელოზის გალობად უნდოდა სმენოდა, ამ დროს კი ისე უკივით, საბრალოდ ყურის აპკები უსკდება. თანაც რისი გულისთვის, ზედიზედ ორი საღამო გვიანობამდე მეგობრებთან შემორჩა, თქვენ კი ისეთი ისტერიკა აუტეხეთ, თითქოს დანაშაული ჩაედინოს. რის უფლებას აძლევთ თქვენს თავს? ქორწინება ვერძის გაგებით ციხე არაა და არც თვითონ არის პატიმარი. ეს კარგად დაიმახსოვრეთ.
თუ თქვენ ისწავლით მიბნედილი მზერით ცქერას და შეეცდებით მის თვალში მომხიბვლელობა არ დაკარგოთ, იგი მთელი მსოფლიოს ქალებს სიხარულით განაცვალებთ. მით უმეტეს, რომ ვერძი ძალიან იშიათად ეჩვევა ერთდროუალდ რამდენიმე ქალს, ერთბაშად რამდენიმე რომანი უბრალოდ არ ესადაგება ვერძის ამაღლებულ წარმოდგენას ერთადერთ და განუმეორებელ სიყვარულზე. სანამ ძველ შეყვარებულთან კავშირს არ გაწყვეტს, იგი ახალ რომანს არასოდეს წამოიწყებს. ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძნობინებთ, რომ ერთმანეთს უნდა დაშორდეთ. სიყვარულში თვალთმაქცობა ვერძს თითქმის არ ახასიათებს. სამაგიეროდ, თქვენ ახლა მშვენივრად იცით, რა უნდა გააკეთოთ, რომ ვერძი სამუდამოდ თქვენი იყოს. ნუ იქნებით მოსაწყენი, ერთფეროვანი და ზედმეტად მორცხვი. ვერძი რომ ერთ ადგილას დააკავო, ერთდროულად უნდა იყოთ გრეის კელი, ურსულა ანდერსი, მერი დრესლერი, მარია კიური და დედოფალი ვიქტორია. შეეცადეთ დაარწმუნოთ, რომ მსოფლიოში ბადალი არ მოგეძევებათ და ვერძის ერთგულებას საზღვარი არ ექნება. იდეალისტი და იმავდროულად ეგოისტი ვერძი თავის დანაშაულს არასდიდებით არ აღიარებს, არ დაიჯერებს, რომ მისი სიყვარული მოკვდა და მის რეანიმირებას შეეცდება, მაგრამ საზღვარი მის მოთმინებასაც აქვს. სიტუაციას, რომელსაც მამაკაცთა უმრავლესობა იოლად ეგუება, იგი აუტანლად ჩათვლის და განთავისუფლებას შეეცდება. განშორების შემდეგ თუ კარგ ხასიათზე მყოფს წააწყდებით, შეგიძლიათ თავიდან გააბათ მასთან რომანი, ოღონდაც, ერთი პირობით, ისე უნდა მოიქცეთ, თითქოს თქვენს შორის უწინ არაფერი ყოფილა. ღალატის პატიება რომ გაგიადვილდეთ, გახსოვდეთ, რომ ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, თქვენ იყავით. მისი ღალატის ფესვები თქვენს არასწორ საქციელში ეძიეთ. თქვენი ბედნიერების გასაღები თქვენს ხელთაა და ეცადეთ, არ დაკარგოთ.

იქნებ გგონიათ, რომ ურთიერთობა გამოსწორდება, თუ ვერძს აეჭვიანებთ? ეს აზრი ერთხელ და სამუდამოდ ამოიგდეთ თავიდან . თქვენი პირველივე ღალატი უკანასკნელიც იქნება. ვერძი არათუ ღალატს, სხვა მამაკაცთან უბრალო არშიყსაც არ გაპატიებთ. მას ყველგან და ყოველთვის მეფობა უყვარს, მათ შორის თქვენს გულშიც. ვერძი საშინელი მესაკუთრე და ეჭვიანია, მაგრამ ყველაზე უარესი ისაა, რომ თავს ბევრი ისეთი რამის უფლებას აძლევს, რასაც თქვენ კატეგორიულად გიკრძალავთ. ამასთან, თქვენგან აბსოლუტურ რწმენას მოითხოვს თავის უცოდველობაში. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ მისი სხვა ქალებთან საუბარი სხვა არაფერია, თუ არა უბრალოდ ზრდილობა. მაგრამ თუ თქვენ ვინმეს გაეკეკლუცეთ, პირად შეურაცხყოფად მიიღებს.

ვერძი კვარცხლბეკზე აგიყვანთ და გეთაყვანებათ, მაგრამ ვაი თქვენი ბრალი, თუ იქედან ჩამოსვლა დააპირეთ, ან თუნდაც შეგატყოთ, რომ თქვენ იქ არ მოგწონთ.

სოციალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვერძი დაბადებიდან მებრძოლი და ჯანყის მოყვარულია. იგი სიამოვნებით გამოიწვევს ზემდგომთ, რადგანაც სჯერა თავისი უპირატესობის. შესაძლოა ეს ასეც იყოს, მაგრამ ვის მოეწონება, როცა ამას ეუბნებიან? ვერძს უყვარს თავისი უპირატესობის დემონსტრირება და ამისთვის ხშირად მწარედ ისჯება. განსაკუთრებით, როცა ამას თავისი უფროსების წინაშე აკეთებს, რომლებიც შემთხვევას არ გაუშვებენ, დათრგუნონ მისი სიამაყე. ასეთ დროს თავმოყვარეობაშელახული ვერძი ნუგეშისა და თანაგრძნობისათვის თქვენ მოგმართავთ . გაითვალისწინეთ, რომ ვერძის თვითდაჯერებულობისა და აგრესიულობის მიღმა ხშირად კარგად შენიღბული არასრულფასოვნების კომპლექსი იმალება, რომელსაც ჭეშმარიტი ვერძი სიკვდილის შიშის წინაშეც არ აღიარებს. თუ მორალურ ტრავმებს მოფერებაში და ერთგულებით მოაშუშებთ, მისი გული განუყოფლად თქვენი იქნება. ნურასოდეს დაუწებთ ვერძს მტკიცებას, რომ იგი მართალი არ არის, თუნდაც ამაში დარწმუნებული იყოთ. თქვენ სამყაროს ვერძის თვალით დანახვა უნდა ისავლოთ: გიყვარდეთ ის, რაც მას უყვარს და გძულდეთ მისი მტრები. ეს მისი ცხოვრებიეული პრინციპია და თუ არ შეგიძლიათ მიჰყვეთ მას, გიჯობთ სხვა მამაკაცი ეძებოთ. ვერძძისთვის უცხო ყოველგვარი თავის მოკატუნება. უცხო ტონით, რომლითც იგი მოგმართავთ, უმალ იგრძნობთ, რომ თქვებს მიმართ გაცივდა, ხოლო ხანმოკლე მრისხანე აფეთქებები მხოლოდ დროებითი უკმაყოფილების მაუწყებელია. აი რატომ არის ვერძის სიცივე მის განრისხებაზე საშიში.

ვერძი ყოველთვის პიდაპირი და მართალია, როგორც საქმეში, ისე სიყვარულში. როგორც კი დარწმუნდება, რომ უყვარხართ, წამს არ დაკარგავს, მაგრამ წამყვანი პარტიის თამაშის საშუალება უნდა მისცეთ. ნუ დაწყებთ დევნას, ნუ მოაბეზრებთ თავს ტელეფონზე რეკვით და ნუ აუხსნით სიყვარულს, სანამ არ დარწმუნდებით, რომ იგივეთი გიპასუხებთ. ვერძის დაკარგვა თუ გინდათ, ინიციატივა თქვენ აიღეთ. ვერძი ლიდერი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში თქვენდამი ინტერესი სწრაფად გაუქრება. მაგრა, როცა სიყვარულში გამოგიტყდებათ, სიცივე და ზედმეტი მორცხვობა უკუაგდეთ, თორემ სითბოს ძებნას სხვაგან დაიწყებს. მამაკაც-ვერძთან სიყვარული ბაგირზე წონასწორობის დაცვას ედარება, ხოლო თქვენ ბაგირზე მოსიარულეს. იგი გამუდმებით დაძაბული უნდა გყავდეთ, გაუღრმაოთ თქვენდამი ინტერესი, მაგრამ ამავე დროს თქვენში სავსებით დარმწმუნებული უნდა იყოს.

ვერძთან ურთიერთობის დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს ის, რომ ჩხუბის შემდეგ ყოველთვის პირველი ითხოვს პატიებას და პირველი მოდის დასახმარებლად. თუ ავად გახდით ან უსიამობნება შეგემთხვათ, ვერძი დღენიანდაგ თქვენთან იქნება. იგი ფულს არ დაიშურებს და შემთხვევას არ გაუშვებს, რომ კომპლიმენტი გითხრათ. გულწრფელად აღფრთოვანდება თქვენი გარეგნობით და ტალანტით. მართალია, წვრილმანებიც კი აღზიანებს, მაგრამ ეს მდგომარეობა მალე გაუცვლის ხოლმე. თქვენ შეიძლება მის ცხოვრებაში ყველაზე დიდ განძად იქცეთ და ამას უეჭველად გეტყვით კიდეც. ვერძს სიამოვნებს, როცა გულწრფელად იზიარებთ მის გატაცებას და აზრებს. ცდილობს, თქვენთვის ყველაფერი იყოს და ამავე დროს, სხვა მამაკაცთაგან განსხვავებით, თავის ნამდვილ სახეს არ დაგიმალავთ.

ვერძს უყვარს თქვენი დამოუკიდებლობა, მაგრამ ისეთი, რომ მის ლიდერობას არ ეხებოდეს. მას უნდა, რომ იყოს უკიდურესად ქალური, თქვენის მხრივ გაღმერთება და ერთგულება სწყურია, მაგრამ არა მონური, არამედ ღირსეული. ყოველივე ზემოთჩამოთვლილის შემდეგ თქვენ ისევ გსურთ ვერძთან დარჩენა? ძალიან კარგი. მაშინ მისი ხასიათის კიდებ რამდენიმე შტრიხს გაგაცნობთ:

იგი ადვილად გამოდის წყობიდან და შეუძლია საწყენი რაღაცეები მოგახალოთ (რასაც, სხვათა შორის, არ ფიქრობს), მაგრამ თქვენ უნდა აპატიოთ და ისევე სწრაფად დაივიწყოთ, როგორც თვითონ ივიწყებს. უნდა მოგწონდეთ მისი ყველა მეგობარი, თუმცა იგი უფლებას იტოვებს, არ მოსწონდეს თქვენი. მეტი რაღა გინდათ? ნამდვილი მამაკაცი ირჩიეთ და ვერძის სახით გყავთ კიდეც. თუ თქვენ ჭეშმარიტი ქალი ხართ, თქვენს რომეოს და ჯულიეტასებრ რომანს (ცხადია, ნაღვლიანი ფინალის გარეშე), ყველა შურით შეხედავს. თქვენს ოჯახში მეთაური ყოველთვის ვერძი იქნება. თქვენის მხრით არავითარ შენივშვნებს არც ხალხში და არც მარტო ყოფნისას არ აიტანს, განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებით. ბოლოს და ბოლოს, ეს მისი ფულია, მისი შრომითა და გარჯით ნაშოვნი. ვერ ითქმის, რომ ვერძი კარგი ფინანსისტია, მაგრამ მის ფინანსურ საქმეებში ჩარევა არ გაბედოთ. ნამდვილი ვერძი თქვენთვის ფულს არასოდეს დაიშურებს და იმდენს მოგცემთ, რამდენიც გჭირდებათ. იგი სიამოვნებით გიყიდით გველის ტყავის ხელჩანთას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავისთვის ნიანგის ტყავის პორტფელს იყიდის (თუ, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ფული დარჩება). ვერძი ეგოისტია, მაგრამ ძუნწი არავითარ შემთხვევაში არ ჰქვია.

სანამ საკუთარ საქმეს ეწევა, ვერძმა შესაძლოა სამუშაო ადგილი ხშირ-ხშირად იცვალოს, მაგრამ ეს თქვენს კეთილდღეობაზე არავითარ გავლენას არ მოახდენს. იგი საკმარის ფულს იშოვნის, თუმცა სწრაფადაც დახარჯავს. ჩემი რჩევაა, ეკონომიუირად ხარჯოთ ფული და დანაზოგი მაშინ მისცეთ, როცა ძალიან გაუჭირდება ვერძები იშვიათად ინახავენ ფულს შავი დღისთვის, თუ , რა თქმა უნდა, გვარში არ ჰყოფილათ ვინმე ძუნწი, ან მისი დაბადების მომენტში არ ანათებდა მთავრე – თხის რქის და კიბოს მფარველი.

ვერძი ყურადღებიანი და ამაყი მამაა. მერამდენე შვილიც არ უნდა შეეძინოს, პირმშოს დაბადებას აღტაცებით ხვდება. შემდგომში ცდილობს შვილების საქმეში ჩაერიოს და მომავალი კარიერა უკარნახოს. ამ შემთხვევაში, საკმარისია შევახსენოთ, რომ ბავშვებსაც ისევე უყვართ დამოუკიდებლობა, როგორც თვითონ მას. მამის როლში ვერძი თავს შესანიშნავად გრძნობს. იგი სიამოვნებით თამაშობს ბავშვებთან ფეხბურთს, უკითხავს წიგნებს, ხოლო როდესაც ცოტა წამოიზრდება, სიამოვნებით მიიპატიჟებს შვილს რესტორანში ოჯახურ სადილზე. ერთადერთი, რაც მოგეთხოვებათ, ის არის, რომ არ აგრძნობინოთ, შვილები უფრო მიყვარს, ვიდრე შენ თვითონო. სხვა შემთხვევაში მისი შვილებისადმი სიყვარული საგრძნობლად შემცირდება.

თუ გათხოვებამდე მუშაობდით, შეგიძლიათ გათხოვების მერეც გააგრძელოთ, მაგრამ (განსაკუთრებით, თუ ერთ სფეროში მოღვაეობთ), ნუ შეეცდებით ქმრის დაჩრდილვას შემოქმედებითი თუ სამეურნეო წარმატებებით. იგი ამას ვერ აიტანს. ვერძი იმ კატეგორიის ქმრებს განეკუთვბება, ვინც ნაჩქარევად მომზადებულ ვახშამს უფრო გაპატიებთ, ვიდრე მისი საქმეებისადმი ინტერესის დაკარგვას.
ნუ დააბრკოლებთ ვერძის დამოუკიდებლობას, ისე კი ტაქტიანად ეცადეთ შეაკავოთ მისი იმპულსურობა.

ვერძი თუ ლიდერი არ არის, ცხოვრება მისთვის ყოველგვარ აზრს კარგავს. ნუ ჩაახშობთ მის ენერგიას და ენთუზიაზმს. როგორც კი მისი მეთაურობა მორჩება, სამსახურში იქნება ეს თუ სახლში, მისი ოპტიმიზმი ჯერ ყრუ უკმაყოფილებად გადაიქცევა, შემდეგ კი სრულ განურჩევლობად. გახსოვდეთ, იგი ვერავიზე დამოკიდებული ვერ იქნება. ნუ ეცდებით მისი ვაჟკაცობის დათრგუნვას, მაგრამ ნურც საკუთარ ინდივიდუალობას დაკარგავთ. ნუ ეცდებით მასზე მბრძანებლობას, მაგრამ არც მას მისცეთ თქვენზე მბრძანებლობის საშუალება. ვერძი-ქმარი ცოლს ყოველ საღამოს ჭორაობაში გატარებას არ მოუთმენს. ამავე დროს, მას არც ისეთი ცოლი მოეწონება მთელი დღეები სახლში რომ ზის და საოჯახო საქმეების გარდა არაფერი აინტერესებს. თუ ამ ორ უკიდურესობას შორის შუალედს მიაგენით, წლების შემდეგ თქვენს ოქროს ქორწილზე ერადერთი ჭაღარა ჯულიეტა იქნებით, გვერდით კი, თუნდ უკვე მობერებული, მაგრამ მარად თქვენი მოყვარული რომეო გეყოლებათ. ასეთი მშვენიერი პერსპექტივისთვის, განსაკუთრებით, თუ ბუნებით რომანტიკოსი ხართ, – თქვენ კი არ შეიძლება სხვაგვარი იყოთ, თუ ცხოვრების თანამგზავრად ვერძი ირჩიეთ, – ცხოვრება მართლაც რომ ღირს ;) .

p.s. ასევე იხილეთ: მისი უდიდებულესობა ვერძი


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273