Je m'appelle Eka..

August 25th, 2009 by Katiée

ბავშვობაში მეგონა, რომ… (ანუ ალავერდი დვორსკისაგან)

დვორსკიმ თამაშში ჩამრთო. ამ თამაშს თურმე “მემე” ჰქვია.
პირველად კი გავიგე, მაგრამ საინტერესოა :))

თამაშის იდეა შემდეგში მდგომარეობს: ერთმა ბლოგერმა, ამ შემთხვევაში დოდკამ, წამოიწყო და გაგვიზიარა რა ცრუ წარმოდგენები ჰქონდა ბავშვობაში. შემდეგ ესტაფეტა სხვა 3 ბლოგერს გადასცა, იმათ კიდე სხვას და ა.შ. ახლა ჩემი ჯერია. უნდა დავწერო რა მეგონა ბავშვობაში და თან ჩემი წინამორბედები თუ მომდევნოები მოვიხსენიო და დავთაგო (ასე თურმე გუგული დეიდა უკეთ გვკითხულობს და ჩვენი ბლოგებიც ამით საზრდოობენ. ეს არ ვიცოდი :))

მაშ ასე:

  • ბავშვობაში, დვორსკის არ იყოს, მეც ბეკი ტეტჩერი მეგონა ყველაზე ლამაზი გოგო, ტომ სოიერი კი– ყველაზე ხულიგანი და მაგარი ბიჭი
  • დედამიწა რომ მრგვალი იყო, ვიცოდი, მაგრამ გადაბრუნდება 2000 წელსო, ბაკომ მომატყუა და ნერვიულობისგან ცუდად გავხდი თურმე (მე კი დღემდე მგონია, რომ მაშინ მზის დარტყმისგან გავხდი ცუდად :)
  • ღრმა ბავშვობაში ექიმი ოჯახის წევრები მატყუებდნენ ბავშვის ამოსაყვანად მუცელს ყოველთვის ჭრიანო და მგონი მეექვსე კლასამდე ვიჭყლეტდი ტვინს, რატომ არ ემართებოდათ ქვის ხანაში პერიტონიტი ქალებს, მაშინ ხომ დანა არ ექნებოდათ და ალბათ არასტერილური ქვით უჭრიდნენ მუცელსთქო. ექიმებში გაზრდილმა პატარობიდანვე საკმაოდ სერიოზული რაღაცეები ვიცოდი მედიცინის სფეროში, მშობიარობის არსი კი ბევრად გვიან გავიგე და სერიოზული შოკიც გადავიტანე :D
  • ბავშვობაში მეგონა, რომ ვერასოდეს ვისწავლიდი ლაპარაკს და წერას და რომ ჩემი საქმე ამოცანების ამოხსნა და მაგალითების გამოყვანა იყო. დღეს ვინც მიცნობს, იცის, რომ ძალიან ბევრს ვლაპარაკობ და აგერ, ბლოგზე წერის უფლებასაც კი ვაძლევ თავს. აბაა :)
  • და კიდევ, ბავშვობაში მეგონა, რომ ძალიან დიდი ცხვირი მქონდა :))

––––––––––
ახლა კი აპაჩის, შონ პენის, ჩორვენისა და თბილისელი გეების მეგზურის ჯერია :)))
გისმენთ! :)


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273