ბერ გრილსი მოგზაური და ტელევარსკვლავია, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ნაწილში იცნობენ.
Channel 4, Military Channel და რაც მთავარია Discovery - ის არხებია, სადაც ბერ გრილსის გადაცემები გადიოდა ან გადის, Man vs. Wild (იგივე Ultimate Survival) კი – მისი ყველაზე ცნობილი და ძალიან რეიტინგული შოუ.
გადაცემა ბერ გრილსის რისკიან მოგზაურობას ასახავს. იგი მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ექსტრემალურ პირობებში დახეტიალობს, თავის გადასარჩენად ჭამს უმ ჭიებს, ხოჭოებს, ტარაკნებს და ამ ყველაფერს კამერაზე იწერს.
სულ ახლახანს გადაცემის მე-5 სეზონი დაიწყო (იხ. ეპიზოდების სრული ჩამონათვალი).
აბა გამოიცანით სად გადაიღეს მე-5 სეზონის მე-4 ეპიზოდი? დიახ, საქართველოში! აჰ, თქვენც პირველად გესმით? რა გასაკვირია, ჩვენი ტელევიზიები ხომ მუდმივად ვიღაცის პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფით და ე.წ. “სტარ”-ების “ფეშენ-ვედინგების” და ბიჭოლას კაბების გარჩევით არიან დაკავებულნი. აბა სად გვცალია იმისთვის, რომ “ვიღაც ჩამოსულს” ყურადღება მივაქციოთ და მადლობა მაინც ვუთხრათ, მსოფლიოს მაშტაბით რომ გვიწევს რეკლამირებას. თან, ჩვენ ხომ თავადაც მშვენივრად ვიღებთ რეკლამებს, თან ისეთს, რომ ჩვენვე შურით ვივსებით და გვინდება იმ საქართველოში, რომელიც კლიპშია, მაგრამ …
მოკლედ, გაბრაზება გვერდზე გადავდოთ და თემას დავუბრუნდეთ.
ბერ გრილსი საქართველოს 2010 წლის გაზაფხულზე ესტუმრა. თოვლიან და ნისლიან მთებში ვერტმფრენიდან დაეშვა, შემდეგ კი მგლებით სავსე ტყეებში და ჭაობებთან დაბანაკდა.
ამ მოგზაურობის ამსახველი ეპიზოდი ეთერში ორიოდ დღის წინ, 1 სექტემბერს გავიდა და ახლა უკვე Youtube.Com-ზეც შეიძლება ნახვა.
მაშ ასე, იხილეთ, ისიამოვნეთ და გაავრცელეთ ! :))








ვაა :))
რა მაგარია :)
ჩავუჯდები : )))
მაგარია : ) გამიხარდა ჩვენც რო მოგვაგნო : ))
მაგარი იყო
კოლხეთის ნაციონალურ პარკში იყო და მერე ფოთის პორტში მივიდა
ხო, ბოლოს იყო special thanks to Poti Sea-Port, Kolkheti National Park & National Agency of Protected Areas :)
ისე, ნაპირი რას გავდა :( ტეხავს :(
ჰე ჰე,
დღეს დილას რომ ვნახე, სულ 360 ნახვა ჰქონდა ამ ვიდეოს 1 ნაწილს , ახლა 900მდე აქვს ;)
ყველაზე მაგარი ბლოგი!!!
ოო, გადამეტებული შეფასება იყო :))
რა გადამეტებული, პირიქით, მოკრძალებულიც კი:-)
მგონი ეს პოსტი წაიკითხეს ჩვენი ტელევიზიების მესვეურებმა, დღეს მთელი საღამოსა, ყველა საინფორმაციოში ამაზე ლაპარაკობენ :))) მიყვარს შენი ბლოგი, საინტერესო და მრავალფეროვანია
მგონი :D
ჰო. საინტერესო პოსტი იყო. summer in georgia ნანახი არ მქონდა. ისე მოიწონეს თავის ღამის ცხოვრებით, რომ მეც კი გამიკვირდა. ჩვენთან ღამის ცხოვრებაც არის? მე მეგონა ყველა, დიდიან-პატარიან-ბიჭიან-გოგოიანად 10 საათზე სახლში იყო.
რაც შეეხება ბენს, გვიმრავლოს ღმერთმა ეგეთი სტუმრები : )
:D
Oh, noooooo, that’s english version. I need russian version. Eka, can you help me?
ბოდიში.
რუსულ დისქავერიყეც იქნება ალბათ ეგ გადაცემა, მაგრამ მე არ ვიცი როდის. არ მაქვს დისქოვერი.
ყველაფერს ბედი უნდა :( ან ინგლისურის ცოდნა :)
იმედია მალე იქნება რუსულ დისქავერიზეც.
შენ საბოდიშო არაფერი გაქვს.
ბოდიში დისქავერის არხის ხელმძღვანელობამ მოიხადოს ჩემი გაგზავნილი კაცი რომ მოაკვლევინეს :)
პ.ს. შენ მიაწოდე ინფორმაცია ბეარ გრილის საქართველოში ყოფნაზე ტელეკომპანიებს? ერთმანეთს ასწრებდნენ სიუჟეტის გაშვებას :)
კატიე გუშინდელ ნიუსებში ტოპ თემა სწორედ ეს ფილმი იყო , ძალიან საინტერესო ეპიზოდებია მიხარია რომ ქვეყნის პოპულარიზება ამ ფორმით ხდება , და ექსტრემალური ტურიზმი როგორც ასეთი უნდა განვითარდდეს ჩვენს ქვეყანაში. ერთ ერთი ყველაზე ძვირი ტურებია და ამის აბსოლიტური ბუნებრივი მონაცემები გვაქვს და ვერ ვიყენებთ.
ჰო, ბევრჯერ აჩვენეს საღამოს. ოღონდ, როცა ჩამოვიდა მაშინ გახსენებოდა ვინმეს, აჯობებდა.
თან, ვერ გავიგე, სიუჟეტში რატომ თქვეს საღამოს 10ზე იქნება გადაცემაო, როცა უკვე 2 დღის დადებული იყო იუთუბზე გადაცემის ჩანაწერი…
მე ვიცოდი. ამასწინათ რომელიღაც საიტზე წავაწყდი, ბერ გრილსი საქართველოში იყოო და მას მერე ველოდები გადაცემის ჩანაწერს. ბერ გრილსის ფანი ვარ( ალბათ ერთ დროს სათავგადასავლო ლიტერატურის კითხვა ზედმეტი მომივიდა), როგორც კი იუთუბზე დაიდო მაშინვე ვნახე და ძალიან დამწყდა გული პლაჟი რა ნაგვიანი იყო, ჩვენ ხომ ყველგან უნდა “გამოვიჩინოთ” თავი. ამხელა პატივი გვერგო, თვით ბერ გრილსი ჩამოვიდა და ეთქვათ და იმ პლაჟს სულ მე დავასუფთავებდი უსასყიდოდ, ოღონდ ასე არ მოგვჭროდა თავი .
ჰო, ეგ მეც გამიტყდა, თუმცა თვითონ ისეთი გამართლება მოუძებნა, ჩვენ ვერ მოვიფიქრებდით, ეგრევე გამოიყენა თავისთვის სასარგებლოდ ნაგავი.
თან ეგ პლაჟი არ იყო, ის სანაპირო იყო სადაც ზღვა იწმინდება. ბედი ჩვენი, რომ ხალხით სავსე პლაჟზე არ გავიდა და სიმინდის გულებით არ დაიმასაჟა ტერფები :D
P.S. უმორჩილესად გთხოვთ, კომენტარში გაპარული სინტაქსურ- ორთოგრაფიული შეცდომები არ შეიმჩნიოთ :)
ჩვენ ტელევიზიის გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ როცა ჩამოსული იყო ქონდათ სიუჟეტი, მე რუსთავი 2-ზე ვუყურე რომ საქართველოზე ფილმის გადასაგებად იყო ჩამოსული ბერ გრილსი. :D
ჰოო, მაშინ მე ვიხდი ბოდიშს და პირიქით, მიხარია თუ ასეა :)
შენიშვნა 1 – ბეარ გრილსი Discovery-სთვის მუშაობს და ამ არხს თავისი პირობები აქვს. მეორეხარისხოვანი და უკვე ნანახი, ეთერში არავის სჭირდება.
ამიტომაც გავიდა სექტემბერში ჩვენთან , და თანაც უკვე მაშინ როცა It was aired on Channel Discovery.
არსებობს ასეთი ცნება Terms of condition რაც ყველა პრესტიჟულ არხს აქვს. აქედან გამომდინარე არც გადაღებების გრაფიკი და არც მოსამზადებელი სამუშაოები და ა. შ არ გახმაურებულა თავად Discovery-ის მოთხოვნით.
სხვათა შორის ტელევიიებმა იმაზე ადრე და ჩუმად შეიტყვეს, ვიდრე ამას ქართველი მედიატორები გაახმაურებდნენ.
და თანაც ყველაზე პირველად ეგ სიუჟეტი 1 არხზე გავიდა. და თანაც სრულიად შემთხვევით, მას მერე, რაც პრომო დატრიალდა Discovery-ზე.