Je m'appelle Eka..

January 9th, 2011 by Katiée

წლის ყველაზე …

“პირველად იყო სიტყვა და შემდეგ იყო ბლოგი”

ქართულ ნეტში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად ბლოგი უცნაური სიტყვაა და სექტას ნიშნავს, ბლოგერები კი – სექტანტები არიან, ერთი ეგაა, ღმერთი ყველას თავისი ჰყავს – საკუთარი თავი.

2010 Best Blogs

სინამდვილეში ბლოგი ჩვეულებრივი სიტყვაა და მარტივად, იაფად და ლამაზად, ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ შექმნილ და მართულ ვებ-გვერდს ნიშნავს, რომელზეც დაწერ რასაც გინდა, როცა გინდა და რისთვისაც გინდა.

აქ, არავის საქმეა, პირად დღიურებს გადმოფენ, საკუთარ კომპანიას დაარეკლამებ თუ მთავრობას გააკრიტიკებ. ეს ის ადგილია, სადაც, წესით და რიგით, შენი თავი შენადვე უნდა გეყუდვნოდეს :)

ამ პრინციპების დაცვის მიხედვით ვაფასებ მე პირადად ნებისმიერ მათგანს და ამავე პრინციპით ვეცდები გამოვყო 2010 წლის საუკეთესო ქართული ბლოგები რამდენიმე კატეგორიის მიხედვით:

წლის Watchdog ანუ ყველაზე თამამი/გაბედული ბლოგი

ამ მხრივ, ვერ ვიტყვი განებივრებულები ვართთქო. უმეტესად ყველანი ვწონით და ვზომავთ საკუთარ სიტყვას, ზოგი ვის და ზოგი რის გამო. ხშირად მხოლოდ ფეისბუქზე განთავსებული ერთწინადადებიანი სტატუს/კომენტარიით გამოვხატავთ საჯარო(?) აღშფოთებას, ან რომელიმე ჟურნალის ასევე მეტნაკლებად გაწონასწორებულ და ემოციებისგან გასუფთავებულ სტატიებს ვა-share-ებთ. ამ დროს კი ეს ადამიანები, ჯერ არგაციებულ ამბავზე ცხელ-ცხელ პოსტებს აცხობენ:

ყველაზე პირადული და გულწრფელი ბლოგი

ქვემოთ დასახელებულებიდან პირველი ცხოვრების ხალისს შეგმატებთ, მეორეს წაკითხვისას კი თავი ცოტა ხანს სერიალის მაყურებელი გეგონებათ, შემდეგ კი სინდისი შეგაწუხებთ, რომ უნებლიედ ვიღაცის სულში აღმოჩნდით, მაგრამ, მეეჭვება თავის დაღწევა მოახერხოთ, სანამ ყველა პოსტს და კომენტარს არ წაიკითხავთ:

ყველაზე სიტყვაკაზმული ბლოგი

არ ვიცი ეს ტერმინი რამდენად სწორია, მაგრამ სიტყვებით თამაშს ეს 3 ადამიანი იმაზე უკეთ ახერხებს ვიდრე ჩვენი ბევრი ფეხბურთელი – ბურთით. უდავო ფავორიტები:

ყველაზე მოფილოსოფოსო/ანალიტიკური

ესეც სახელდახელოდ მოფიქრებული კატეგორიის სახელწოდებაა, მაგრამ, თუ ამ 2 ბლოგს მიყვებით, ადვილად მიხვდებით, რასაც ვგულისხმობდი :)

ყველაზე ხალისიანი და ოპტიმისტური

ო როგორ მშურს ასეთი ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ ერთი პატარა ამბავი ისე მოყვნენ, რომ სიცოცხლე გაგიხანგრძლივონ. აუცილებლად, აუცილებლად წაიკითხეთ:

(ამ კატეგორიაში ჩემი ფავორიტი კიდევ ერთი ბლოგია, რომელზეც სულ ბოლოს, განსაკუთრებულად მოგახსენებთ ;))

წლის თემატური ბლოგები

თუ ვერასოდეს წარმოიდგენდით, რომ შეიძლება ისეთ ჩვეულებრივ და ერთი შეხედვით მოსაწყენ პროცესზე, როგორიც ერთი ჩვეულებრივი სახლის მშენებლობაა, შეიძლება ვინმეს საინტერესოდ დაეწერა, თქვენ კი ინტერესით წაგეკითხათ, ესე იგი თქვენ ჯერ არ გინახავთ ეს ბლოგი:

 

(სამწუხაროა, რომ ამ კატეგორიაში გასულ წელს პოპულარულმა ინდოეთის შესახებ ქართულმა ბლოგმა უკან დაიხია, პატრონმა ფაქტიურად სულ დაივიწყა. ხოლო თინეიჯერი გეის ცისფერი დღიურები ჯერჯერობით ვერ უახლოვდება იმ ნიშნულს, რომელიც წინა წელს თბილისელი გეების აწ უკვე დახურულ მეგზურ-ბლოგს ეჭირა)

ყველაზე უპრეტენზიო

ეს ორი ბლოგი ახალი არ გეგონოთ, ერთი 2007 წლიდან დღემდე 300ზე მეტ პოსტს ითვლის (თან ერთიმეორეზე უკეთესს – იუმორით, ემოციით თუ კრიტიკული ანალიზით გაჯერებულს), ხოლო მეორე 2008დან – სულ ოდნავ ნაკლებს. ჰოდა, ამ ბლოგების ნაკლებპოპულარულობა ჩემთვის დღემდე ამოუხსნელია და ისღა დამრჩენია, ავტორების მოკრძალებულობას მივაწერო, რომ გული დავიმშვიდო და მკითხველებზე არ შემექმნას ცუდი წარმოდგენა:

და ასევე უპრეტენზიო, მაგრამ საოცრად დახვეწილი, სრულყოფილი და საინტერესო, ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო ბლოგი:

ყველაზე პოლიტიკური

ყველაზე მუსიკალური

3 განსხვავებული გემოვნება, სამივეგან არაჩვეულებრივად შერწყმული მუსიკა პოსტების ძალიან საინტერესო შინაარსთან:

(აქვე გაითვალისწინეთ, რომ მუსიკა ამ ბლოგების დამატებითი ღირსებაა, შინაარსი – ბეევრად საინტერესოა :))

ყველაზე ფოტოგრაფიული

ეს გოგო მე უბრალოდ მაოგნებს, ყველგან არის, ყველაფერს იღებს (თან ძალიან კარგად) და შემდეგ ბლოგზე აწყობს. კატეგორიის უდავო ფავორიტი:

კარგი ბლოგია, მაგრამ იშვიათად განახლებადი ბლოგების ერთ-ერთი “პიარშიკის”,

ფოტოგრაფიაში ვარსკვლავებს არ წყვეტს, მაგრამ თბილისის ქუჩის მოდაზე კი საინტერესო ფოტოისტორიებს გვთავაზობს აი ეს ბლოგი:

დამსახურებული, კლასიკად ქცეული ბლოგები

შემოვლის და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მინდა ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ: ამ ბლოგებმა საკუთარი თავი ამოწურეს. უბრალოდ მაქსიმუმს მიაღწიეს, თავიანთი მისია შეასრულეს და კლასიკად (თუ ბლოგის შემთხევაში ასეთი რამ შესაძლებელია) იქცნენ. მე არ ვიცი, კიდევ რა, ახალი, საინტერესო, ჯერ-არნახული უნდა შემოგვთავაზონ. ისინი იყვნენ პირველები, პოპულარულები, მისაბაძები, შურის გამომწვევები და სტიმულის მიმცემები. მათ უბრალოდ დაგვიანებული, დამსახურებული “ოსკარები” ეკუთვნით ქართული ბლოგოსფეროს ფორმირებაში გაწეული ღვაწლისათვის ;)

ყველაზე ეროტიულ-მხატვრულ-ლიტერატურულ-პოლიტიკური ბლოგი

აქ, ბოლო დროს მომრავლებული ბლოგებიდან ქალიშვილობისა და “კაცები გადაშენდნენ” თემებზე, რასაკვირველია, არცერთი არ მოხვდა. ეს ის ბლოგია, რომელიც შექმნის დღიდანვე განწირული იყო პოპულარობისთვის, ხარისხიანობისთვის და ბლოგ-კლასიკად ქცევისთვის, რომლის ავტორი დიდი გოგო მეგონა, ჭკუა-დამჯდარი და მრავლის მომსწრე, საბოლოოდ კი 18 წლის “ბავშვი” აღმოჩნდა :) ეს ის ბლოგია, რომლის არცერთ ახალ პოსტს არ ვტოვებ და თან ინტერესით ველი, გაამართლებს ავტორი ჩემს და არა მარტო ჩემს იმედს და გაუძლებს თუ არა მისი ნიჭიერება პოპულარობის ხიბლსა და წნეხს?

 

და ბოლოს ჩემი ფავორიტი ბლოგი

ბლოგი, რომლის დასახელებაც, ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების უმრავლესობაში მინდოდა და გადავიფიქრე. ის არის ერთდროულად ყველაზე სახალისოც და ხანდახან დეპრესიულიც, ძალიან გულწრფელიც და დისტანციურიც, ფრთხილიც და პირდაპირიც, დახვეწილიც და “პახაბნიც”, მხატვრულიც და საქმიანიც. ამ ბლოგმა არ იცის პოზიცია და ოპოზიცია, შინაური და გარეშე. აკრიტიკებს ყველას და ყველაფერს, ხშირად მწარედაც, მაგრამ “კარგი გული კი მაშინვე გრძნობს, ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია”. ეს არ ნიშნავს, რომ ის სრულყოფილია (ისევე, როგორც არცერთი ზემოთჩამოთვლილი), მაგრამ ეს არის ბლოგი All inclusive. მაშ ასე:

 

  • ჩემი 2010 წლის ფავორიტი ბლოგი

 

p.s. მაპატიეთ, რომ პოსტის ნაცვლად ერთი დიდი ბლოგროლი გამომივიდა. მაპატიეთ, რომ ბევრი კარგი ბლოგი არცერთ კატეგორიაში არ ჩავსვი (მაგ. Landish.Ge, Tiny.Ge, Busuna.Ge, Zur.Ge და სხვა). მაპატიეთ, რომ შეიძლება საუკეთესოებიც სუბიექტურად შევარჩიე. და გმადლობთ, რომ არსებობთ :))

ეპილოგის ნაცვლად

ქართულ ნეტში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად ბლოგი უცნაური სიტყვაა და სექტას ნიშნავს, ბლოგერები კი – სექტანტები არიან, ერთი ეგაა, ღმერთი ყველას თავისი ჰყავს – საკუთარი თავი.

სინამდვილეში ბლოგი ჩვეულებრივი სიტყვაა და მარტივად, იაფად და ლამაზად, ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ შექმნილ და მართულ ვებ-გვერდს ნიშნავს, რომელზეც დაწერ რასაც გინდა, როცა გინდა და რისთვისაც გინდა.


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273