მოგესალმებით ჩემი ბლოგის ნარჩენებიდან :((

სასოწარკვეთილიჩემს მეგობრებს ალბათ ახსოვთ, ათიოდე დღის წინ ფეისბუქის ექაუნთის დეაქტივაცია გავაკეთე და ამაზე ვრცელი პოსტიც დავწერე.

მერე, აქვე განვიხილავდით, ბლოგიც რომ წავშალო რა მოხდებათქო.

ჰოდა, I put a spell on it, დავთარსე, შაბათს შემოვედი და სადღაა ბლოგი, warning-ი დამხვდა მარტო, ბლოგზე შესვლა სახიფათოა თქვენი კომპიუტერისთვისო.

მოკლედ, ვირუსმა გამინადგურა .php ფაილები, საოცარი სკრიპტები ეწერა, რა თქმა უნდა მე მაგის გასწორება არ შემიძლია და ვერც ვერავის შევაწუხებდი, ალბათ აზრიც არ ქონდა. სერვ.გე-ს ხალხი ისედაც შევჭამე :(

ასეა თუ ისე, რაღაც მოვახერხეთ ერთობლივად და ახლა თქვენს წინაშეა ჩემი ბლოგის ნარჩენები.

და ვისაც ეგონა რომ მე წავშალე, მათთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი: არა, მე არ წამიშლია, არ ვარ დეპრესიაში და არ ვანადგურებ საკუთარ გვერდებს ინტერნეტში. უბრალოდ ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა.

ცოტაც მაცადეთ და ბლოგის დიზაინსაც გავასწორებ, ვიჯეტებსაც დავამატებ და ძველ პოსტებსაც იმედია დავაბრუნებ :fingerscrossed:

UPDATE:

თითქმის ყველაფერი ვიპოვე, შევაგროვე ძველი ფაილებიდან, მეილიდან და გუგლ.რიდერიდან…

ახლა side-bar-ები, Plugin-ები და ვიჯეტები დამრჩა და მერე პირობას ვდებ, კვირაში ერთხელ მაინც დავაბექაფებ :)))

ჰუჰ! რა იყო ეს :@

This entry was posted in Uncategorized and tagged . Bookmark the permalink.

9 Responses to მოგესალმებით ჩემი ბლოგის ნარჩენებიდან :((

  1. Schwarz says:

    ვიზიარებ… :(
    როგორ დამწყდა გულიიი…
    მაგრამ დარწმუნებული ვარ, სულ მალე ისევ ისეთი ხალისით შემოვიჭყიტები შენთან, როგორც ადრე! ;) :*

  2. Katieé says:

    თამ,
    მგონი გამოვიდა :))) ორი დღის კვლევა-ძიების მერე, თითქმის ყველაფერი აღვადგინე :)
    მადლობა გულშემატკივრობისთვის :)

  3. მარი says:

    იცი რა ქენი? დროდადრო პოსტები დააექსპორტე და კომპში შეინახე ხოლმე. რა იცი რა ხდება, პოსტები მაინც არარ დაგეკარგება.

  4. Katiee says:

    ჰო, მარი, ზუსტად მასე ვაკეთებ უკვე :)) პოსტებსაც ვაექსპორტებ და სერვერსაც ვა-backup-ებ :))
    მასე დაექსპორტებული ფაილებით ვიპოვე ის ძველი პოსტები რისაიქლ ბინში, ოდესღაც ბლოგსპოტიდან რომ გადმოვზიდე აქ :)

  5. ოი შენ მართლა რამდენი გიწვალია, ეგრე სათითაოდ შეაკოწიწე პოსტები? ვაუ!

    აბა შენ იცი, ფრთხილად, აფდეითები გაუკეთე და usb სტიკზე შეინახე.

    წარმატებები და კაია რომ დაბრუნდი ასე მალე :)

  6. Andy says:

    ჰაა facebook – ზე აღარ ხარ ეკა ??? და ბლოგი არ წაშალო მაინც ! :)

  7. Katieé says:

    არა ენდი, აღარ ვარ ფბ–ზე, ჯერჯერობით დაბრუნების სურვილი ვერ მოვიძიე. ბლოგებს კი ასე უკეთ ვადევნებ თვალს, გუგლ.რიდერით ;)
    ბლოგს რაც შეეხება, ალბათ მიხვდი, ფბ–ს მიყვა თავისით და გამოვიდა რომ ესეც წამეშალა და შემდეგ შევაკოწიწე.

    ხატია,
    3მაგად ვაბექაფებ უკვე და იმედია დაზღვეული ვარ ინციდენტებისგან :D

  8. Andy says:

    ისე ფბ – ის დეაქტივიზაცია მასწავლე მეც !!! რაღაც ძალიან დიდ დროს მაკარგვინებს ! :’(

  9. Katiee says:

    Andy,
    არის ორი ვარიანტი: დეაქტივაცია და წაშლა. წაშლა სამუდამოა, დეაქტივაციის შემთხვევაში კი მთავარია გახსოვდეს log in name და password და როცა შეხვალ, თითქმის ყველაფერი აღდგება (თუ ფბ–ს ვენდობით), თუმცა შენს მიერ შექმნილი ჯგუფები, ფან–ფეიჯები და მგონი დაფავორიტებული ჯგუფებიც იკარგება ან უპატრონოდ რჩება. თუ ასეთები გაქვს, ადმინი უნდა გადაულოცო სხვას.

    სულ წაშლა არ მახსოვს სადაა და დეაქტივაცია მარტივად ხდება account settings-იდან (მარჯვენა ზედა კუთხე). მიუთითებ ერთერთ მიზეზს და კლიკ!

    თუმცა, ამის მერე ნებისყოფა გჭირდება, რომ ფეხი არ შეგიცდეს და არ შეხვიდე, თორემ ყველაფერი აღდგება :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>