წიგნი ქალაქში vol.2, ანუ 1:0 მერიის სასარგებლოდ

1 კვირა ან ცოტა მეტი იქნება გასული, რაც თბილისის ქუჩებში ბუკინისტების “აყრის” გამო ვირტუალური აქციები მოეწყო. მწვავედ თუ ზომიერად, ვრცლად ბლოგებზე თუ მოკლედ კომენტარებსა და ფეისბუქ-სტატუსებში ბევრმა გამოთქვა აზრი, უმეტესად კრიტიკული. მეც მათ შორის.

თურმე ნუ იტყვით და ჩვენი მერიის წარმომადგენლებიც ნამყოფი ყოფილან პარიჟში და იქაური ბუკინისტები და სენის სანაპიროც ნანახი ჰქონიათ. ჰოდა, დედა-ენის ბაღში მთლად ფრანციცულად მოჟღურტულე ბუკინისტები ვერა, მაგრამ ქართულ-სომხურ-რუსულად მოლაპარაკე წიგნის გამყიდველები კი დააბინავეს და მგონი არცთუ ურიგოდ (:ხეზედაკაკუნებისსმაილიკი: თვალი არ ეცეთ :D)

მოკლედ, დედა-ენის ბაღში რეალურად ჯერ არ ვყოფილვარ, მაგრამ მეგობარ ბლოგებსა და ვირტუალურ სივრცეზე დაყრდნობით, ჯერ-ჯერობით 1:0 მერიის სასარგებლოდ :D ასე გაგეგრძელებინოთ, ბიჭებო ;)))

პ.ს. მაგრამ ის შუშის ხიდი მაინც არ მომწონს! :D

სხვა წყაროები:
მალხაზ ხარბედიას სტატია რადიო თავისუფლების ვებ-გვერდზე
გამომცემლის, ბაკურ სულაკაურის მოსაზრება
გიგა ზედანიას პასუხი ბაკურ სულაკაურის წერილზე
მალხაზ ხარბედიას სტატიის რიმეიქი, by ლაშა კვანტალიანი

This entry was posted in Videos/Movies and tagged , . Bookmark the permalink.

8 Responses to წიგნი ქალაქში vol.2, ანუ 1:0 მერიის სასარგებლოდ

  1. ბაჩო says:

    შუშის ხიდი არც მე მომწონს და ჩემი პროგნოზიც გამართლდა :)
    გამოცხვა პოსტი შინაარსით “ისენი დადგნენ” :))

  2. Keti says:

    და მაინც, ქალაქის 10-მდე პუნქტში (მხოლოდ) მდგომი წიგნების გამყიდველები არაფერს აშავებდნენ. მე მაგალითად, ამ ბაღში სპეციალურად უნდა წავიდე, რასაც სხვადასხვა მიზეზების გამო ძირითადად გადადება მოუწევს, შინისკენ მიმავალი კი სამ ასეთ პუნქტს გავდიოდი და თითქმის ყოველდღე ვჩერდებოდი მათ წინ (ვყიდულობდი კიდეც, რა თქმა უნდაც თუ სასურველ წიგნს ვნახავდი )

    ჰოდა ასე :)
    ცუდია, როცა წიგნები, მაგალითად, პომიდორთან იგივდება..

  3. Keti says:

    რა თქმა უნდა : )

  4. undone says:

    ეს ცოცხალი ორკესტრის იდეა მეც მომეწონა ;))
    ამ შაბათ-კვირას ვგეგმავ დედაენის ბაღისკენ გავშურო აბა, რახდება ერთი ;))

  5. Lord Vader says:

    ზუსტად მაგას ამბობდა ბაკურიც.
    ასე რომ არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა.

  6. gabo says:

    ჩემსკენაც შემოისეირნე მერე ამ თემას ვეხები, ოღონდ სხვა კუთხიდან . პოსტის სათაური “ბატონო რასმუსენ ბუკინისტები დაგვიბრუნეთ და დღეში 5 ჯარისკაცს შევწირავთ ავღანეთში” მოკლედ ნახე მერე :)

  7. gabo says:

    კინაღამ დამავიწყდა გილოცავ ბლოგის აღდგენას

    • Katiee says:

      მადლობა გამო, გადავრჩი , ყველაფერი აღმიდგინეს :))
      არ ვიცოდი ეგ პოსტი, გამომრცა ეტყობა. ვნახავ :) სათაური უკვე დამაინტრიგებელია.

Leave a Reply