Je m'appelle Eka..

January 16th, 2013 by Katiée

The Bright Side of Being Single? – პასუხი ანინას

“Being single means being less boring, more friendly, more motivated for better future, prettier than before, well-dressed, make-uped, with more free time, always ready to get even more new friends than before, all for the best :)”

როცა ანინას პოსტზე ეს კომენტარი მობილურით ავკრიფე, დამეზარა და ბოლომდე აღარ განვავრცე აზრი და ცოტა წინააღმდეგობრივი თუ ზედაპირული გამოვიდა, რაც ალბათ არც გამახსენდებოდა, რომ არა ჩემი მეგობრის იჭვნარევი PM, ამ კომენტარის ნახვისას რომ მომწერა :)

ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს, იცის, რომ მსგავს თემებზე საჯარო მსჯელობები დიდად არ მიყვარს, ყოველ შემთხვევაში – ბლოგზე. მაგრამ ისიც ეცოდინება, რომ დიიდი კომენტარის წერისას ხშირად გადამიფიქრებია და პოსტი გამომიქვეყნებია. ჰოდა ამჯერადაც ის შემთხვევაა (თავისმართლებისსმაილიკი).

ერთი შეხედვით, ის ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერე, არის the bright side of being single: მეტი დრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის და მეტი თავისუფლება – მხოლოდ ეს ორი უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, ერთი და იგივე რამ ხომ შეიძლება იყოს როგორც bright ისე dark side, იმის მიხედვით თუ რომელი მხრიდან შეხედავ, ან რომელი მხრიდან გაწყობს, რომ შეხედო.

სინამდვილეში კი ამ ყველაფერს, როგორც bright side-ს მხოლოდ მაშინ ხედავ, როცა გინდა, რომ ასე დაინახო და სხვებსაც დაანახო (ანუ, როგორც ვახტანგი იტყვის ხოლმე, – თვითზომბირებას ეწევი), ან მაშინ, როცა ყველაფერი ძველი უფასურდება, ცუდი და კარგი ერთიანდება და უბრალოდ ღირებულებას კარგავს, ჩნდება საბოლოო გაუცხოება და ინდიფერენტულობა. ეს უკანასკნელი კი ალბათ, მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ახალი სტიმული ჩნდება, რამე ან.. ვინმე. ამ დროს სინამდვილეში შინაგანად სულაც აღარ გრძნობ თავს single, მაგრამ არ იმჩნევ და ამტკიცებ, რომ C’mon guys, it’s so great to be single! you see? (არშემჩნევას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ჩამოთვლას ცალკე პოსტი დაჭირდება). სინამდვილეში კი ესაა, უფრო ზუტად – “ისაა”, რაც გაიძულებს იყო less boring, more friendly, more motivated for better future, well-dressed, always make-uped, prettier than before, with more free time, always ready to get new friends, etc.. :)

აი შემდეგ რა ხდება არ ვიცი, ამას ჰეფიენდიან ფილმებში არ აჩვენებენ და ცუდ ფილმებს ჩვენ არ ვუყურებთ :)

miserable life poster


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273