Je m'appelle Eka..

March 21st, 2010 by Katiée

Buena Vista Social Club & Coldplay – “Clocks” (restored)

ბუენა ვისტას სოციალური კლუბი ალბათ მესამეა ჩე გევარასა და ჰავანური სიგარების შემდეგ, რის გაგონებაზეცპირველივე, რაც თვალწინ წარმოგიდგებათ მზიანი სოციალისტური კუბაა, ჭრელი პერანგებით, წვერში სიგარაგაჩრილი კუბელებითა და სუპერსექსუალური ქალებით.

კლუბი მე–20 საუკუნის შუა პერიოდში გახდა განსაკუთრებით პოპულარული, საუკუნის ბოლოს იგი დაიხურა, თუმცა სწორედ ამის შემდეგ ჩაიწერა ალბომი სახელწოდებით Buena Vista Social Club, 1999 წელს კი ვიმ ვენდერსმა მათზე ფილმიც გადაიღო.

კუბაზე მოგვიანებით აუცილებლად დავწერ, უფრო სწორად, მიხეილ კალატოზიშვილის გენიალურ ფილმზე – “მე, კუბა“. მაგრამ, ამაზე შემდგომ, სხვა პოსტში :)

ამჯერად კი, უბრალოდ მინდა თქვენც გაგაცნოთ Coldplay-ს მიერ ამ ლეგენდარული კლუბისა და მუსიკოსებისადმი მიძღვნილი “Clocks”-ის ახალი ინტერპრეტაცია. მე ძალიან ვისიამოვნე, იმედია თქვენც მოგეწონებათ :)

Special thanks to my friend – Mario Cohn for sharing this song on Facebook :) )


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273