Je m'appelle Eka..

March 8th, 2010 by Katiée

როგორ შევიცნოთ კირჩხიბი?

როგორ შევიცნოთ კიბო?

(ლინდა გუდმანის წიგნიდან “ამერიკული ჰოროსკოპი”)

კიბოს საყვარელი დრო მთვარიანი ღამეა. სწორედ ღამით, იდუმალებით მოხულ ვერცხლისფერ შეუქზე ეძლევა თავის ოცნებებს კიბო. მთვარის ჯადოსნური შუქმი მშვენივრად ერწყმის მის ცვალებად ხასიათს.

მთვარიან ღამით, ბუნების წიაღში, მცირე ხნით დააკვირდით მთვარეს და ბევრ საერთოს აღმოაჩენთ კიბოს ხასიათთან , პიროვნებასთან. შეხედეთ, რა სწრაფად იცვლის ფორმას, ხან უზარმაზარი, შუქმფენი მრგვალი ბურთია, ხან კი ნამგალს წააგავს და წამის შემდეგ ღრუბლებში იძრება.

კიბოს განწყობის ცვალებადობაც იმავე მიზეზით აიხსნება, რითიც მიქცევა და მოქცევა, რომელიც მთვარის ზეგავლენით ხდება. მაგრამ თვითონ მთვარე არ იცვლება, მხოლოდ ცვალებადად გვეჩვენება.

(რა ვქნათ, რა ჩვენი ბრალია :D)

დიდების სხივებში მოქცეული კიბოები ძალდაუტანებლად იქცევიან. ლომებივით ან მშვილდოსნებივით არ იფხორებიან, მაგრამ ნათლად გაგრძნობინებენ, რომ ყურადღება სიამოვნებთ. კიბო სახელს და დიდებას არასოდეს დაეძებს (საერთოდ, არაფერს და არასოდეს არ ეძებს), მაგრამ მის ნაყოფს სიამოვნებით მიირთმევს.

სულაც არ მშურს თქვენი, თუ კიბოს ცუდი განწყობილების მოწმე გახდით. მას შეუძლია არათუ თვითონ ჩავარდეს დეპრესიაში, არამედ გარშემო მყოფნიც ჩაითრიოს. პესიმიზმი მისი ერთერთი დამახასიათებელი თვისებაა და მეტნაკლებად გამუდმებით ამ მდგომარეობაშია.

კიბო ნიანგის ცრემლებს არასოდეს არ ღვრის. მისი ცრემლები მწუხარების ნამდვილი ნაკადულებია, რომლებიც მისი მგრძნობიარე გულიდან მოედინებიან. მისი წყენინება ძალიან იოლია. განაწყენებული კი პირქუშად დუმს და წყენის მიზეზს ვერაფრით მიხვდებით. ხანდახან კიბო წყენას მორიელივით გულში იხვევს და შურისძიება სწყურია. თუმცა, მორიელისგან განსხვავებით, რომელსაც სძულს საფრთხე, კიბო საიდუმლო შურისძიებას ამჯობინებს. შეურაცხყოფილი კიბო საკუთარ თავში იკეტება და სიცოცხლის ნიშანწყალს არ ამჟღავნებს, უარს ამბობს წერილებსა და ტელეფონზე პასუხის გაცემაზე.

კიბის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა უმიზეზო უხეშობა, თვით გაბოროტებაც კი. კონკრეტულად ვინმეზე და რამეზე კი არა, მთელს მსოფლიოზე. გამვლელი, რომელიც უხეშად გპასუხობთ შეკითხვაზე, მეზობელ მაგიდაასთან მჯდომი, რომელიც თქვენს თხოვნაზე ლამის გესვრით სამარილეს, უეჭველი კიბოა. ასეთ წუთებში იგი ვერაის და ვერაფერს ვრე იტანს. საბედნიეროდ, ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გასტანს. იცვლება მთვარის ფაზა და მასთან ერთად კიბოს ხასიათიც.

კიბოსათვის ყოველგვარი საიდუმლოს ნდობა შეიძლება. თავისი ინტუიციისა და თანაგრძნობის წყალობით, იგი ხშირად ხდება ადამიანის სულის მესაიდუმლე. ყურადღებით მოუსმენს ყველას, ვინც კი გრძნობებს გაუზიარებს, საკუთარ სულს კი ცნობისმოყვარეთაგან გულმოდგინედ მალავს,.

ადამიანი-კიბო რომ უკეთ შეიცნოთ, ნამდვილი კიბოს საქციელს დააკვირდით. საკმარისია მარწუხი რამეს ჩასჭიდოს, რომ ვერარა ძალით ვეღარ წაართმევთ. უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა თათიც დაკარგოს, მაგრამ ნადავლს თავისი ნებით არ დასთმობს. ასევეა ადამიანი-კიბოც. არასდიდებით არ დაშორდება იმას, რაც მისთვის ძვირფასია, იქნება ეს მეგობარი, ნივთი თუ სამსახური. (:(((((

საინტერესოა კიბოზე დაკვირვება, როდესაც მიზნად რაიმე აქვს დასახული. ეს საოცარი არსება სასურველ ობიექტს პირდაპირ არასოდეს მიუახლოვდება. შემოვლით მანევრებს აკეთებს და თვალს არ აცილებს, თუ ობიექტი გაქცევას დააპირებს ან საქმეში ვინმე უცხო ჩაერევა, კიბო უცებ მივარდება და მარწუხებში მოაქცევს.

ასევე იქცევა ადამიანი კიბოც. დასახულ მიზანს არასოდეს პირდაპირ არ მიუახლოვდება. მის გარშემო იტრიალებს და ისეთ სახეს მიიღებს, თითქოს სულ სხვა საქმით არის გართულია. ამ დროს კი ყურადღება მთლიანად იქით აქვს მიმართული.. როგორც კი იგრძნობს , რომ ვინმეს შუეძია ხელი შეუშალოს, ელვის სისწრაფით დაასრულებს ჩაფიქრებულ კომბინაციას და მეტოქეს ხახამშრალს დატოვებს (მუაჰაჰაჰა :D)

რაც შეეხება დიდსულოვნებასა და უანგარობას, ძნელი სათქმელია, რომ კიბოს ეს თვისებები არ გააჩნია. პირიქით, იგი ყოველთვის დაგეხმარებათ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დარწმუნდება, რომ სხვა ვერავინ გიშველით. კიბო უკანასკნელ წუთამდე მოიცდის, იქნებ ვინმე სხვა შეეშველოსო. იგი იმათ რიცხვს არ ეკუთვნის, ვინც თავის დროსა და ფულს დაუფიქრებლად ფლანგავს, მაგრამ მაინც კეთილი, გულჩვილი არსებაა და დასახრჩობად არ გაგწირავთ.

კიბო იშვითად რისკავს, რადგან წაგების შემთხვევაში ღრმა პესიმიზმი ემუქრება და თავს უბედურად გრძნობს. კინო არ ეკუთვნის იმ კატეფორიის ადამიანებს, რომლებიც წარუმატებლობის შემთხვევაში რევანშისათვის ემზარებიან, ასეთ დროს კიბო ტრანსში ვარდეა და გონს დიდხანს ვერ ეგება.

კიბოსთვის სახლი ისეთი ადგილია, სადაც თავს მშვიდად და მყუდროდ გრძნობს. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მან შესაძლოა მთელი მსოფლიო შემოიაროს, მაგრამ ისეთ ბედნიერი ვერსად ვერ იქნება, როგორც საკუთარ სახლში.

კიბოები უჩვეულოდ ემოციურები არიან. საზრუნავს და დარდს მათი ლოგინად ჩაგდება შეუძლია, ხოლო სიხარულს – განკურნება. როცა კიბოს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას რაიმე საფრთხე ემუქრება, იგი სასოწარკვეთილებაში ვარდება, რასაც ჯანმრთელობის გაუარესება და უფრო დიდი უსიამოვნებანი მოსდევს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხშირად თავისი უბედურების მიზეზი თვითონ კიბოა. არცერთი სხვა ზოდიაქოს გუნება-განწყობილება არ მოქმედებს ისე ჯანმრთელობაზე, როგორც კიბოსი.

კიბო დიდი გურმანია. როცა მაცივარი პროდუქტებით აქვს გამოტენილი, მომავლის რწმენა ემატება. საჭმელზე ლაპარაკიც კი კარგ ხასიათზე აყენებს და ამ დროს სახე კმაყოფილებით უბრწყინავს. შიმშილსა და მშივრებზე საუბარი უჭირს, გულწრფელად თანაუგრძნობს მათ.

ორივე სქესის კიბოებს ძიერ განვითარებული მშობლიური ინსტინქტი აქვთ. ყოველთვის ცდილობენ მეგობრებს მზრუნველი მშობლებივით მოეპყრან. ძნელი სათქმელია, რა უფრო მნიშვნელოვანია კიბოსთვის ცხოვრებაში – ბავშვები, საჭმელი თუ ფული.

თავის ფაქის და მგრძნობიარე გულს კიბო მტკიცე ჯავშნის ქვეშ მალავს. მძაფრ, ცხოვრებისეულ განცდებს გაურბის. მისი საყვარელი ფერებია: ოქროსფერი, ვერცხლისფერი (მთვარის სხივების ფერი), მოლისფერი, ლილისფერი და შინდისფერი.

(ბარემ ძალიან მოკლედ კიბო-მამაკაცისა და კიბო-ქალის შესახებაც)

კიბო მამაკაცი

კიბო მამაკაცის საქციელის განჭვრეტა შეუძლებელია. თავის მოქმედებაში იგი ყოველთვის ლოგიკურად როდი იქცევა. წარმოიდგინეთ, სხედხართ მარტონი მთვარიან ღამით და შემოგთავაზათ ჩემს საყვარელ ლექსს წაგიკითხავო. სასიყვარულო სონეტის მოლოდინში მის მხარს ეყრდნობით და თვალებს ხუჭავთ. მაგრამ იგი, აი ამ ლექსს გიკითხავთ:

“ერთხელ ასეთ შემთხვევა მოხდა
სიირნობისას ბრძენი
ერთგან ეკლიან ბუჩქს გადააწყდა
და მოითხარა თვალი
მაგრამ იმდენად ჭკვიანი იყო
რომ არ დაუძრავს ხმა
ახლა მეორე ბუჩქნარში შეძვრა
და მოითხარა კვლავ”

რომანტიკული განწყობილება უცბად გადაგივლით და თავს შეურაცხყოფილად იგრძნობთ. მან კი, მხოლოდ და მხოლოდ იხუმრა… :D:D:D

კიბო ძალიან პრეტენზიულია, ამიტომ გვიან ოჯახდება. შეცდომის დაშვების ძალიან ეშინია, ვინაიდან წარუმატებლობის შემთხვევაში დიდი ხნით მწობრიდან გამოდის. სამაგიეროდ, თავის რჩეულს ცამდე აიყვანს და საჩუქრებით აავსებს. გამუდგმებული ყურადღებით დანარჩენ თაყვანისმცემლებს მალე ჩამოგაცილებთ, მაგრამ ამას არ ინანებთ.

როგორც მამა, კიბო უნაკლოა. მსგავსი სიყვარულით და ერთგულებით ბავშვებისადმი ბევრი დედა ვერ დაიტრაბახებს. გარდა ამისა, მას უსაზღვრო მოთმინების უნარი გააჩნია. გულწრფელად აინტერესებს თავისი შვილების ბედნიერება-უბედობა და საერთოდ, ყოველგვარი განცდები.

როგორ მოვხიბლოთ კიბო, თუ თქვენთვის ხელის თხოვნას აყონებს?

საამისოდ ორი საშუალება არსებობს.პირველი, გააგებინოთ, რომ გარშემო სხვა მამაკაცებიც არიან, რომლებიც თქვენს ცოლობას ოცნებობენ. საეჭვოა, კიბომ თავს უფლება მისცეს, ნადავლი სხვას დაუთმოს.

მეორე მეთოდი უფრო ინტელიგენტურია. კიბოს გულის მონადირებაში მუსიკა, პოეზია, ლამაზი ტანსაცმელი, ძვირფასი სუნამო, რბილი მიმართვა და სინაზე დაგეხმარებათ. მართალია, ეს გზა გრძელია, მაგრამ, სამაგიეროდ რისკიც ნაკლებია. მისი ცოლი რომ გახდებით, არ გაბედოთ ძველი სვიტრისა და “ბოტასების” გადაყრა. ეს იგივეა, რომ სკოლის წარჩინებით დამთავრების დიპლომი გადაუგდოთ. ეს ყველაფერი განძია და არანაკლებ უნდა ეფეროთ და ელოლიავოთ, ვიდრე თვითონ მას. ამ ზრუნვის პასუხად კი მას მთელი ცხოვრება ეყვარებით.

კიბო-ქალი

დღიდან გაცნობისა, საგონებელში ჩაგაგდებთ. ვინ არის იგი? ალერსიანი გოგონა, თუ ველური ეჭვიანი მხეცი? ამ შეკითხვას ერთობლივი ცხოვრების რამდენიმე წლის შემეგაც ვერ გასცემთ პასუხს. უფრო სწორი იქნება, რომ ერთიც და მეორეც. იგი ცოტა გიჟმაჟიც არის, მელანქოლიურიც და ულევი ფანტაზიის პატრონიც.

თქვენი შეყვარებულის უკეთ გაცნობაში მთვარიან ღამით მდინარის ან ზღვის პირას გასეირნება დაგეხმარებათ. მთვარის შუქზე მისი ყველა საუკეთესო თვისება გამომჟღავნდება. იგი თქვენ არამიწიერი შუქით გასხივოსნებულ უცხოპლანეტელად მოგეჩვენებათ, ხოლო მისი ხმა საოცარ კეთილხმოვანებას შეიძენს. მერწმუნეთ, მოხიბლული დარჩებით.

მიუხედავად რომანტიული ბუნებისა, კიბო-ქალი უჩვეულოდ პრაქტიკულია. ფული მისი საუბრის საყვარელი თემაა და არცერთი ქალი თქვენს საბანკო ანგარიშს იმდენ ყურადღებას არ მიაქცევს, რამდენსაც კიბო. მაგრამ არ გეგონოთ, რომ თქვენი ქონება სამკაულებსა და ძვირფასეულობაშ გაანიავოს. კიბო-ქალს ეს ყველაზე ნაკლებად აღელვებს. პირიქით, ყველა ღონეს იხმარს, რაც კი მასზეა დამოკიდებული, რომ ფულს ფული მიემატოს და არა მარტო რჩევით, რეალური საქმეებითაც დაგეხმარებათ.

რაკი არჩევანი კიბო-ქალზე შეაჩერეთ, ურიგო არ იქნება მისი ზოგიერთი თვისება იცოდეთ.

არ შეიძლება მისი დაცინვა, გაკრიტიკება, უარყოფა. პატივისცემით უნდა მოეპყრათ მშობლებს. არასოდეს წაიკითხოთ მისი ძველი დღიურები. კიბოს ყოველთვის აქვს საიდუმლო, რომლის სხვისთვის გაზიარება არ სურს.

კიბო-ქალს ხშირად ეჭვი და შიში იპყრობს, რომ არცთუ ლამაზია, არცთუ ისე ახალგაზრდა, არცთუ მთლად თქვენი შესაფერისი და ასე შემდეგ. თქვენ დღენიადაგ საპირისპიროში უნდა არწმუნოთ. მას შეუძლია დღეში ოცჯერ მოგისმინოთ, თუ როგორი ლამაზია (ყველას სჯობია) და როგორ გიყვართ.

(აქ არ შემიძლია რომ არ გავიცინო :D:D:D:D:D)

კიბო-ცოლს შეიძლება აზრად მოუვიდეს, რომ ცუდი მზარეულია, თუმცა სინამდვილეში პარიზის საუკეთeსო კულინარებს არაფრით ჩამოუვარდება. სამზარებულო მისი უსაყვარლესი ადგილია სახლში.

კიბო-ქალი უჩვეულოდ ემოციურია. ამიტომ, თუ მისდამი სერიოზული გრძნობა არ გაგაჩნიათ, გიჯობთ, სხვა პარტნიორი მონახოთ. მასთან სიყვaრულობანას თამაშს ნუ მოინდომებთ – იგი იმდენად მგრძnობიარე გულის პატრონია, რომ შესაძლოა, მიღებული სულიერი ტრავმისგან დიდხანს ვერ გამოკეთდეს. სამაგიეროდ, თქვენს გულწრფელ სიყვარულს მარადიული ერთგულებით უპასუხებს. თუმცა, თქვენგანაც იგივეს მოითხოვს. კიბო იშვიათი მესაკუთრეა და თუ რაიმეს თავისად თვლის, ცოცხალი თავით არავის დაანებებს.

ქალი-კიბო მგრძნობიარე, წყენია და ზედმეტად სენტიმენტალურია. ეცადეთ, მის გრძნობებს არ შეეხოთ ხოლო თუ ეს გარდაუვალია, თან ორიოდე სუფთა ცხვირსახოცი იქონიეთ, რომ ცრემლები შეუმშრალოთ.

ცხოვრებისეულ საკითხებში კიბო-ქალი მებრძოლი არ არის, თუ რაიმე მისი სურვილის წინააღმდეგ ხდება, ცოტას წაიტირებს და დაელოდება, სანამ ყველაფერი თავისით მოგვარდება. მოთმინება მისი ერთერთი ღირსებათაგანია. როცა შეიტყობთ, რომ თქვენი კიბო-ცოლი თავის თავში იკეტება, შეეცადეთ შავი ფიქრები გაუფანტოთ. ყურადღების და მძრუნველობის ფასი კიბოს არ ესწავლება. ხანდახან განგებ მიიღებს ხოლმე მოწყენილ სახეს და შეიძლება ცრემლების გადმოყაროს, რათა დააწყნაროთ და მიეფეროთ.

გულისსწორის გულისთვის კიბო-ქალი ყოველგვარ მსხვერპლს გაიღებს. როცა ახლობელ ადამიანს საფრთხე ემუქრება, მას ისეთი გმირობის ჩადენა ძალუძს, როგორზეც სხვა დროს ფიქრიც კი ზარავს. გაჭირვების ჟამს იგი უკან არასოდეს დაიხევს და ნამდვილი მეგობარივით მხარში ამოგიდგებათ.

დედა რომ გახდება, კიბო-ქალი შვილზე იმდენად არის გადაყოლილი, რომ ეჭვები შეგიპრობთ, უკანა პლანზე გადავინაცვლეო. მაგრამ მალე წონასწორობა აღდგება. ყველა თავის წილ სითბოსა და ალერსს მიიღებს.

ბოლოსიტყვაობის ნაცვლად

რაკი კირჩხიბებს ფარული პესიმიზმი და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა ახასიათებთ, მე მგონი, ეს ნაწყვეტი, ფილმიდან “Anger Management” ზედგამოჭრილია ჩვენთვის :D დარწმუნებული ვარ, ადამ სანდლერის გმირი ამ ფილმში კირჩხიბია :D

მოკლედ, აყევით ან მოუსმინეთ მაინც ;)


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273