Je m'appelle Eka..

Archive for the ‘ეს საინტერესოა’ Category

September 26th, 2013 by Katiée

ანეტ კელერმანი

სულ რაღაც 90 წლის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალის საცურაო კოსტიუმის სიგრძე კანონით (და არა მხოლოდ საზოგადოებრივი მორალით და ა.შ.) რეგულირდებოდა და თუ ის დასაშვებზე მოკლე აღმოჩნდებოდა, ქალბატონებს კოსტიუმის გამოცვლასთან ერთად ჯარიმის გადახდაც მოუწევდათ.

 

must-see-black-and-white-historic-moments-17
უფრო ადრე, ერთერთი პირველი ქალი, რომელმაც იმ დროისთვის გავრცელებული პანტალონების ნაცვლად საჯაროდ მოითხოვა, რომ ქალებს ერთიანი (ერთნაჭრიანი) მოტკეცილი კოსტიუმი ცმოდათ, ავსტრალიური წარმოშობის მოცურავე და მსახიობი, ანეტ კელერმანი იყო.

კელერმანი ფეხების თანდაყოლილი სისუსტის გამო ბავშვობიდან ცურვით იძლიერებდა ორგანიზმს, მოგვიანებით კი არა მხოლოდ პროფესიონალ მოცურავედ იქცა, არამედ სინქრონული ცურვის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც ითვლება.

სწორედ პოპულარობის პიკში ყოფნისას გამოჩნდა ის მასაჩუსეტსის პლაჟზე ერთიანი საცურაო კოსტიუმით, რის შედეგადაც “საზოგადოების შეურაცხყოფისა და სითამამის” გამო დააპატიმრეს.

must-see-black-and-white-historic-moments-5
მოცურავე ქალის მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია.
“ანეტ კელერმანები” დღეს ქალის თანამედროვე საცურაო კოსტიუმების წინაპრად ითვლება.
წყარო:
Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins