Je m'appelle Eka..

Archive for the ‘This is funny’ Category

December 14th, 2012 by Katiée

ნერვული შეტევა

ძველი ჩანაწერი. ავტორი: ჩემი მეგობარი. ძალიან ნიჭიერი ადამიანი. იურისტი.

მისმინე,

აღელვებული ვარ, ცუდად ვარ,
მისმინე, ნერვები აღარ მყოფნის,

მისმინე, უკვე ვეღარ ვაკონტროლებ, მომენტებში ვიჩიტები, აი არა, ვითიშები..

კაროჩე დამერხა,

დაღლილი ვარ……………
მკიდია,

ძაან ცუდად ვარ.
მგონი ვეღარ ვუძლებ თუ რაღაც ეგრე…
აი ვსიო, ვსიო, ვსიო…

რამე მშვიდი სამსახური მინდა…

მოვუვლი ბავშვებს!!!!!!!!!!!!!!

ვიმუშავებ ბოლტების დამჭერად საააააააააააააადმე დიდ ქარხანაში.

ან ბულკებზე რო შაქრის პუდრას აყრიან იმად ვიმუშავებ

ვიმუშავებ ძროხების მწველავად, თუ ეს ძროხები არ ილაპარაკებენ, თავის პრობლემებზე და არ მთხოვენ რომ შევხვდე, და არ მკითხავენ როგორ ჯობია რომ მოიქცნენ,

ძოვონ და მოვწველი და ვსიო!!!!!!!!!!!!!!!!!!

ვიმუშავებ ქათმები რო კვერცხებს დებენ ის კვერცხები რო უნდა აიღოს და ლატოკში ჩააწყოს იმად ან და იმის თანაშემწედ…

ჯანდაბას

მე თითონ დავდებ კვერცხებს

გამყიდველად ვიმუშავებ ტანსაცმლის , არა, მანქანების მაღაზიაში, მოკლედ ისეთ მაღაზიაში რაც შეიძლება ცოტა ხალხი რო შედის…

აი მზია ბებოს ბუტკაში ვიმუშავებ

არა იურისტად!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

უი, მაგარი, გაზეთებს გავყიდი, ან ფოსტალიონად წავალ.
ბოთლებს ვიბარებ.

ოღონდ იქ აღარ მივალ, იქ არ მინდა , არააააააააააააააა
არ მინდა, არ მევასება ეს ხალხი თავისი პრობლემებით და იდიოტური აზრებით, და სურვილებით და მოთხოვნებით:

ბატონო დავით, პრეზიდენტი რომ გავჟიმო რა საფრთხის წინაშე შეიძლება დავდგეთ?

და მე უნდა ვუპასუხო, ამაზე, რამე, მუხლების მითითებით.
მკიდია მუხლები და იდაყვები….

რა საფრთხე, შალვას გაჟიმული პრეზიდენტი გვეყოლება და ეგააა რა…

შევრცხვებით.

და ეს შალვა თავისას აწვება, როგორ , სხვები არ ჟიმავენ პრეზიდენტებს?

არ ვიციიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

ჟიმავენ!!!!!!!!!!!!!

ან პრეზიდენტები ჟიმავენ იქეთ,

ან რაღაც გრუპავუხა აქვთ…

მკიდია…

მშია.

გავალ…

ფარდა

არა, მივდივარ, ვსიო, ია უხაჟუ….

ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი მეეზოვე არ უნდა?

დავგვი!

დილას ადრე რო ავდგები ტეხავს მარა, ზატო მერე მთელი დღე დავისვენებ, ვიძინეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეებ

ვიკითხაააააააააააააააააააავვვ.

მაგარი მეეზოვე ვიქნები…

ცოტა აქცენტსაც ავიკიდებ რა ჯანდაბას, ზოზღი რამე მე დაგავოს

აი 2-3 დღეში მანქნას გამოვიყვან და ვიტაქსავებ…………………

რა ტეხავს?

დიპლომიც მაქვს უმაღლესის, და ხელს რაღა შემიშლის.

აუ ტაქსაობა მაგარი იქნება…..

მინდა გავხდე ყვავილების გამყიდველი
ხო რა მოხდა…

ზატო როგორი საამური და ნეტარი სამუშაოა?

მეფუტკრეობაც რაღაც მშვიდი უნდა იყოს, და მგონი არც მაგათ იციან ლაპარაკი…

ნუ ფირმები დირექტორები კაპიტალი აქტივები და პასივები, რეესტრი და კოდექსი რო არა აქვთ ეგ ხო ფაიზაღია.

ვსიო მე ვარ მეფუტკრე

ხო, არის კიდევ ერთი ვერსია…
მყვინთავი..
მანდაც მაგარი სიმშვიდე უნდა იყოს, მარა ამ დედანატირებ თბილისში ზღვა არაა და მტკვარში მტერმა იყვინთავა….

ვისაც უცბად პროტესტის გრძნობა გაუჩდა აბა თბილისის ზღვა რაღააო იმათ გასაგონად:

თბილისის ზღვა არის ყ*&^%ბა, სუფთა ყ*&^%ბა,

თბილისური ბლეფი რა…

ზღვა, ზღვა არა ვაკის ოკეანე კიდე…
ხო ხო, რას მომჩერებიხარ,

გაიქეცი მიშა გაიქეცი,

ქალაქში შალვა დადის….

და სულაც არ აქვს შეხება ნათელაშვილთან, ისე, პროსტა, აპოლიტიკური შალვაა , ჩელავეკ ს ბალშოი ბუკვი, ა შენ რუსული ვერლავეს ხო?

კაცი დიდი ასოთი….

ასე ითარგმნება…
ჩაბჟირდი?

დამცინი ხო?
მე მართლა ნერვული შეტევა მაქ, დედასფიცავააააააააააააააარრრრრრრრრ……

მაგრა ცუდად ვარრრრრრრრრრრრრრრრრრ
შენ ბიჯო რუსული ენა ლეგოს კონსტრუქტორი ხო არ გგონია საიდანაც გინდა იქიდან რო გაუკეთებ….

წესები აქვს თავისი.

არა რა დავთვრეთ, ნერვოზზე თუ დავთვერი ესე იგი მიდრეკილება მქონია დეპრესიული ალკოჰოლიზმისკენ და მაგას ვერ ავიტან და სუიციდით დავასრულებ ამ ყაბზობას*
ისინი კი დამაძინებენ მარა ესენი არ დამაძინებენ…

ატყდება რეკვა,

ბიჯო, ისეთი რეკვა იციან მკვდარი ადგება, რესპუბლიკურის კი არა რესპუბლიკის მორფი რო გამიკეთონ ესენი მაინც გამბურღავენ

არაა საშველი,

პაბეგში* უნდა წავიდე
• პაბეგი – დასახლება მაჩუპიგჩუს გარეუბანში

ქოხი,

ქოხი მჭირდება ..

~ 200რაღაცა წელი.

September 27th, 2012 by Katiée

ბადრი ცოცხალია?!

“თურმე ხალხში ამდენი ხანია მითქმა–მოთქმაა, ბადრი ცოცხალია და 29–ში გამოჩნდებაო. ახლა კიდე ეს ჩანაწერები. დედას ვფიცავარ, თუ გამიკვირდეს.. აბსურდის თეატრია რა.. კოლუმბიურად ოღონდ :დ
აი უცებ, შუა მიტინგზე, ნაბდით და ფაფახით რომ შემოაგელვოს ცხენი და ულვაშებზე ხელი გადაისვას.. “არ მელოდით?!” ვაიმეეეე :დ”  დღის FB-სტატუსი Nino Baidauri-სგან :D

ინსპირაციის წყარო: დღეს გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერები, ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან.

September 14th, 2011 by Katiée

5 ვარსკვლავიანი საფლავი – ‘თან წაიღე’

უკომენტაროდ გთავაზობთ ფოტოებს, რომლის წარმოშობის ქვეყანა ჯერჯერობით ვერ დავადგინე, ინტერნეტ წყაროები პაკისტანს, მოლდოვას, რუმინეთის ბოშათა დასახლებას და ლიბანსაც ასახელებენ. თუმცა, სადაც არ უნდა იყოს, ფაქტია რომ რეალური კადრებია და სადღაც, დედამიწის ზურგზე აი ამ ფორმით ფლავენ ადამიანს:

და მაინც, ამათ ეტყობა კაი მეგრულ თაფლში ჩასვენებული მკვდარი არ უნახავთ :D

June 13th, 2011 by Katiée

მხრები თუ გამოეტია, თავი რატომ არ გამოეტია? :D

დღეს, სად, თუ არა ფეისბუქზე, სიახლე გავრცელდა: გრძელი გვარსახელის მქონე ადამიანებს ახალ, ბიომეტრიულ პასპორტებში სახელს, გვარს ან ორივეს ერთად შემოკლებით ჩაუწერენ, თუ სხვაგვარად პასპორტში გამოყოფილ შესაბამის გრაფაში სრულად ჩატევა ვერ მოხერხდა.

თავიდან ეს ამბავი ხუმრობა მეგონა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო წამოეგო, თუმცა შემდეგ ნორმატიული აქტი ვნახე და დავრწმუნდი, რომ ყველაფერი სიმართლეა.

მთელი დღეა, ძალიან მხიარულად ვარ :D ყველა ქვეყანას აქვს უცნაური კანონი და ჩვენც ხომ უნდა გვქონდეს ერთი? რატომაც არა? :D

სამწუხაროდ არ მაქვს ახალი, ბიომეტრიული პასპორტი, რომ ჩავხედო და ვნახო, რამხელაა ის გრაფა, გვარსახელი რომ არ ეტევა, ან რა გვარსახელია ასეთი, პასპორტში რომ ვერ ჩატიეს და ნორმატიული აქტის ცვლილების მიზეზი გახდა? :D

თუმცა, ჭორად გავრცელდა, 50 სიმბოლოს არ უნდა აღემატებოდესო (“პრაბელით” თუ “უპრაბელოდ”, არ მკითხოთ, არ ვიცი :D).

თვით დიეგო არმანდო მარადონა და ედსონ არანტეშ დუ ნასიმენტუ (a.k.a. პელე) რომ იშვას საქართველოში, ამ 50 სიმბოლოიან ლიმიტს ვერ გაცდებიან, ის კი არა, ჩემი მეგობარი – დიანა ბასტოს ვასკონსილოს ბომფიმიც “უპრაბელოდ” – 30, “პრაბელებით” კი – 33 სიმბოლომდე თუ ქაჩავს :D

ჯერჯერობით კვლავ ასეთი გვარ-სახელის ძიებაში ვართ და თუ რაიმე მოგაფიქრდებათ, არ დაიზაროთ, კომენტარებში შემომთავაზეთ.

მაგრამ, ყველაზე მეტად რამაც გამამხიარულა, იყო ფრაზა:

“..თუ შესაძლებელია, მოკლდება სახელის/გვარის მხოლოდ ქართული ჩანაწერი”

ახლა, რა მაინტერესებს, იცით?
დავიჯერო, ინგლისურად უფრო მოკლედ იწერება ჩვენებური , , , , , , , და , ვიდრე ქართულად? და ინგლისურად თუ ეტევა, მაშინ ვითომ ქართულად რატომ აღარ ჩაეტევა იგივე გვარ-სახელი?

სამჭკუაშვილის არ იყოს, მხრები თუ გამოეტია, თავი რატომ აღარ გამოეტია? ვითომ, აქაც ლავუაზიეს კანონია? :D

__________

ეს ყველაფერი ნახევრად ხუმრობით, სერიოზულად კი – იხილეთ შემდეგ პოსტში.

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins