Category Archives: Music

ორი ციცერო

გაბატონებული მოსაზრების თანახმად, გერმანული ენა მაინცა და მაინც არ უხდება სიმღერას, ამიტომ გერმანელების უმეტესი ნაწილი მშობლიურ ენას ღალატობს და სიმღერებს ინგლისურად მღერის. იშვიათი გამონაკლისები კი ახერხებენ ენა და მუსიკა ისე შეუთანხმონ ერთმანეთს, რომ გერმანულის ყველაზე არმოყვარულმაც კი ვერაფერი თქვას. ასეთი … Continue reading

Posted in Music, Videos/Movies | Tagged , , | 2 Comments

პინას საუნდტრეკები by Jun Miyake და სხვა

ჯუნ მიაკე (Jun Miyake – მგონი სწორად გამოვთქვამ) იაპონელი კომპოზიტორია, რომელიც უფრო პოპულარული ვიდრე იყო, ვიმ ვენდერსის ბოლო ფილმის – ‘პინა’-ს წყალობით გახდა. რაც არ უნდა დაუწუნო ფილმს და იწუწუნო ხარვეზებზე, მუსიკალური გაფორმება მაინც უნაკლოა, ქორეოგრაფიულზე აღარაფერს ვამბობ. თუმცა, ფილმისთვის … Continue reading

Posted in Music | Tagged , , | 3 Comments

“წითელი” – by Nino Katamadze

როცა პირველად რუსთავი2-ის ეთერში თმაგაშლილი და ფეხშიშველი გამოვიდა და “ახ ტურფავ, ტურფავ” იმღერა, გარშემო მიმოვიხედე და სხვების რეაქციას დავაკვირდი, შეიძლებოდა თუ არა მეთქვა რომ მე ძაალიან მომეწონა. მას მერე კარგა ხანი გავიდა და მისმა სიმღერებმა დროს კი ნამდვილად გაუძლო, თუმცა … Continue reading

Posted in Music, Videos/Movies | Tagged , | 5 Comments

“არც მაგონდები, არც გელოდები, არც ფიქრებში მეორდები”

ერთი ბიჭი იყო, რომელიც ბავშვობაში საშინლად არ მომწონდა. ყველგან დედასთან ერთად ჩანდა და მღეროდა, მღეროდა, სულ მღეროდა, მაღალ ხმაზე, თვალებანთებული, სამშობლოზე, პატრიოტიზმე. თან სულ ერთსა და იმავეს. ან უბრალოდ ერთი სიმღერა ჰქონდა მარტო. დრო გავიდა. ეს ბიჭი ჰორიზონტიდან გაქრა, მაგრამ … Continue reading

Posted in Music | Tagged , , , , , , , | 10 Comments