ჩემი ზოოპარკი

ჩემს საოჯახო ზოოპარკს უკვე იმდენი ბინადარი ჰყავს, არ შეიძლება რომ არ გაგაცნოთ:

1. კურდღელი

ეს კურდღელი ახლა უკვე იმხელაა, რომ გალიიდან ვერ გამომყავს, კაი საახალწლო გოჭის ხელა. ტყუილა უყურებთ, ჩახოხბილს მაინც ვერ ეღირსებით :P

2. სამი ცალი წიწილა

ამათი ფუნქცია ჯერ ვერ გავიგე, რა უნდათ შუა საბურთალოზე :D მაგრამ დედაჩემმა – საყვარლები იყვნენ და ვიყიდეთო. გაიზრდებიან და რა საყვარლები იქნებიან, მაგასაც ვნაავ :|

3. ძაღლი, რომლის ფოტო არ მაქვს, მაგრამ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ე.წ. დაბალბეწვიანი მეცხვარე (სინამდვილეში საკმაოდ დიდი ბეწვი აქვს), სიმაღლით ასე, 60-65 სმ, რიჟა, კარგ ამინდში ბრაზიანი (მაგის იმედად მძინავს მშვიდად) და ჭექა-ქუხილის დროს საშინელი მშიშარა.

4. და ბოლოს, სულ ახალი, რამდენიმე წუთის წინ ქუჩიდან მოყვანილი დროებითი ბინადარი, პატარა ზღარბი:

ამ უკანასკნელის შემოყვანას არ ვაპირებდი, მაგრამ მეორე დავინახე, უკვე მანქანას გაუჭყლეტია. შემეცოდა, სანამ ამასაც გაჭყლეტენ, ცოტა ხანს შევიფარებ, მერე გვერდით მშენებარე სახლების ეზოში გავუშვებ და იყოს :)

სულ ესაა. ჯერჯერობით.

This entry was posted in Bla-Bla-Bla and tagged . Bookmark the permalink.

7 Responses to ჩემი ზოოპარკი

  1. მარი says:

    აუუ, რა მაგარია <3 <3 მეც დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი სახლში რამდენიმე წიწილას, ზღარბს ან რამე პატარა ცხოველს. :)

  2. Zurriuss.Ge says:

    ვაიმე, ზღაააააააააააარბიიიიიიიიიიიიიიი :****
    აუ, როგორ მშურს, ამდენი ცხოველის შეფარება და სიყვარული რომ შეგიძლია. მეც მინდა ეგრე, მაგრამ, ჯერჯერობით, მხოლოდ პოსტების ნახვით თუ შემოვიფარგლები :(

    • Katiée says:

      ეს რაა ჩემო ზურა, ამავე ეზოში 2 ძაღლის, 2 კატის, 2 ქათმის და 2 კუს თანაცხოვრების ამბავი ჯერ არ მომიყოლია? :D

  3. ბაჩო says:

    ზღარბი არსად გაუშვა ეზოდან. იმდენი ქვეწარმავალი მომრავლდა, ადრე თუ გვიან გამოგადგება. იყოს ეზოში, მიხედავს თავის თავს :)

    • Katiee says:

      ჭკვიანური რჩევაა, მაშინ მეზობლის არა, ჩემივე ეზოში გავუშვებ. ჯერ წავიკითხავ, რა შეიძლება დააზიანოს, რა დაავადება გადაიტანოს. თან, ჩემი ძაღლის მეშინია, ისეთი გიჟია, ამ ბურძგებიან არსებასაც დაგლეჯს :D

Leave a Reply