Je m'appelle Eka..

January 27th, 2010 by Katiée

“შენ ვინ გკითხავს სოფლის საქმეს, ციციკორე !”

24 იანვარს გურჯაანში მშობიარე დაიღუპა.

როგორც ირკვევა, ლალი ჩომახაშვილის ორსულობის შესახებ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა არაფერი იცოდნენ. 40 წლამდე ქალბატონმა მშობიარობა სახლში, დამოუკიდებლად გადაწყვიტა. ბავშვის დაბადებისთანავე დედას ძლიერი სისხლდენა დაეწყო, რაც გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ის გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.” www.rustavi2.com.ge

მგონი კომენტარი ზედმეტია.სამწუხაროდ, ნათელია, რაც მოხდა – მორიგი “სამარცხვინო ფაქტი”, 40 წლის ქალი “ჩუმად” და “უნებართვოდ” დაორსულდა და გამხელა ვერ გაბედა (!). ხოლო როცა მშობიარობა დაეწყო, სახლში როგორღაც მარტო აღმოჩნდა და ეზოში იმშობიარა, რასაც შეეწირა კიდეც. საბედნიეროდ, “ცოდვის ნაყოფი” გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მაგრამ საზოგადოებამ რა ისწავლა ამით?
უკომენტაროდ გთავაზობთ ნაწყვეტებს ფორუმ.გე–ზე გამართული დისკუსიიდან:

  • UZUL: გურჯაანი რათ გინდათ!! აქვე ..თბილისში16 წლის ბიჭია დ აუბანში თავი ვერ გამოუყვია.. უბნის დიდი თუ პატარა..პერიოდულად აღადავებს.. მიზეზი ერთია: დედამისი ფეხმძიმე არის მამამისისგან. 44 წლის არის და გახდა თურმე მთელი უბნის საქილიკო ჩართულია უბნის ფოსტლიან-პიჟამოიანი კაცები და ხალათიანი დედები! ავადმყოფები!!!!
  • iberiana21: ჯერ ეს ერთი, 40 ქალი 14 წლის არ არის, რომ არ სცოდნოდა შედეგები და თანაც საზოგადოებამ რა დააშავა, სამშობიაროში არ შეუშვა? რა უნდოდა ეზოში ახალშობილს? ე.ი. გადაგდება უნდოდა და მიზეზი, რატომაც არ მივიდა სამშობიაროში, სწორედ ეს იყო.
  • UZUL: რომელი წეს-ტრადიციაზეა საუბარი??))) ბავშვის გაჩენას …ტრადიცია უნდა? ასაკობრივი ცენზი მაგაზეც არსებობს??!!! ქმართან “წოლა” რომ …40-ის შემდეგ თურმე რომ არ შეიძლება, ეს ფრაზა გრუზინებს არასოდეს გაგვიგია ხო????
  • Judas Iscariot: ვა, მერე რა იყო. ეგ სერიოზული შოკი იყო ჩემთვისაც რო გავიგე ჩემ მშობლებს სექსი ქონდათ. მე მეგონა მარტო ბოზებს ქონდათ. ოღონდ 16 წლის არ ვიყავი. სადღაც 10-11. ჰა, თორმეტი.
  • Zyklon: ნუ, როცა ბავშვის გადაგდებას აპირებს დედა, ესე იგი არ აკლია ხასიათის სიმტკიცე თავისი მიზნების მიღწევისთვის. საქმე ისაა, რა აქვს მიზნად. ციციკორეების თვალში სუფთა სახელი თუ აქვს მიზნად და მაშინ ციციკორე ყოფილა თავადაც. “
  • LUCKY7: sad.gif ღმერთო ჩამცხე რა ვიზა

    და ა.შ.

აქვე სხვა ამბავი მახსენდება, ბევრად უარესი.
რამდენიმე წლის წინ, თუ არ მეშლება, თერჯოლაში 14 წლის სალომე გიორგაძემ თავი მოიკლა და წერილი დატოვა, საიდანაც ჩანდა, რომ ოჯახის და სოფლის ზეწოლამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე.
როგორც შემდგომში ბავშვებთან საუბრებიდან გაირკვა, ამ გოგონას, სკოლის ერთერთ საუკეთესო მოსწავლეს, + მასწავლებლის შვილს თანატოლი ბიჭი უყვარდა, რომელიც ცუდი მოსწავლე (შესაბამისად, შეუფერებელი) და თან მისი შორეული ნათესავი იყო.
ამის გამო სკოლაში და სოფელში თითით საჩვენებელი და საქილიკო გახდა. რასაკვირველია დედასაც ხშირად აკრიტიკებდნენ და მოუწოდებდნენ შვილის აზრზე მოყვანისკენ, რაც შემდგომში ოჯახში ჩხუბს იწვევდა და გაუსაძლის სიტუაციას ქმნიდა.
საბოლოოდ, გოგონას რთული ასაკის (14 წ) გათვალისწინებით, მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა და ამ ბავშვმა თავი მოიკლა.სამწუხაროდ, სატელევიზიო კამერების წინ მხოლოდ ბავშვებმა შეძლეს ხმამაღლა ეთქვათ სიმართლის ნაწილი, უფროსებმა კი, ტრადიციულად, ჭკვიანი მაიმუნების პოზიციაში დარჩენა არჩიეს.

მოგვიანებით, ამავე სოფელში მოხდა ერთი საინტერესო და იმედისმომცემი ფაქტი, რაც მასმედიის საშუალებებს აღარ გაუშუქებიათ და მეც ერთ–ერთ სემინარზე, ჟურნალისტ ია ანთაძისგან შევიტყვე (აქვე იხ. რადიო თავისუფლების სტატია).

სალომე გიორგაძის სკოლაში უფროსკლასელებმა ბოლო ზარზე პროტესტის ნიშნად მასწავლებლები სკოლის შენობაში არ შეუშვეს(!) და ამ ფორმით დაუჭირეს მხარი საკუთარ გარდაცვლილ მეგობარს. თუმცა, როგორც ჩანს მასმედიას არასაკმარისად სკანდალურად მოეჩვენა ეს ფაქტი, ის, რომ, როგორც იქნა, შემდეგმა თაობამ მაინც შეძლო გაეაზრებინა თავად ამორალური საზოგადოების მორალის აბსურდულობა და გაეპროტესტებინა ეს.

Post Scriptum-ის ნაცვლად:
საინტერესოა, ნეტავ კიდევ რამდენ ხანს იქნება “ნატვრის ხე” აქტუალური ჩვენს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, კიდევ რამდენი მარიტა ელოდება ციციკორეების განაჩენს ან ამ განაჩენის შიშით ვერ ბედავს იცხოვროს და იცოცხლოს ისე, როგორც სწორად მიაჩნია?


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273