Je m'appelle Eka..

August 7th, 2015 by Katiée

ნინა ბენჯამინ სიმონე კლემენტაინი

წლების მანძილზე  ახალ მუსიკას, რომელიც მომეწონებოდა მეგობრები მირჩევნდნენ. დღეს Deezer-მა და იუთუბმა ყველაზე კარგად იციან, რა შეიძლება მომეწონოს.

ესეც ოცდამეერთე საუკუნე.

Benjamin_Clementine_in_Edmonton_2014

ბენჯამინ კლემენტაინი სწორედ დიზერმა (დიზერი – მუსიკის ონლაინ პორტალი და მობილური აპლიკაცია) შემირჩია. დარწმუნებულმა, რომ ეს ხმა ასაკიან, შავკანიან მამაკაცს ამოსდიოდა, ტელეფონიდან კომპიუტერზე გადმოვინაცვლე და გუგლს მივადექი.

ჩართეთ ფონად:

ეს ბიჭი ჯერ სულ 26 წლისაა. სტილი, გარეგნობა,  მუსიკის ტექსტი და განწყობა გაფიქრებინებს, რომ აფრიკიდან რთული გზა ეს ესაა გამოიარა. სინამდვილეში რთული გზა ევროპის შიგნითვე გაიარა – მაწანწალობიდან პოპულარობამდე. ლონდონში დაიბადა, ბებიასთან გაიზარდა, ძმის პიანინოზე ერთობოდა და ლექსიკონებიდან ძველ, არქაულ სიტყვებს სწავლობდა, რომ ლექსიკა გაემდიდრებინა.

19 წლის პარიზში აღმოჩნდა: რამდენიმე წელი ქუჩა-ქუჩა წანწალი, უკეთეს შემთხვევაში სიმღერა კლუბში და ბარშიც, ძილი ქუჩაში და დამტვრეულ გიტარაზე და იაფფასიან კლავიშებზე დაწერილი ხუთასამდე სიმღერა.

ჩემი ფავორიტი, რითაც ვიპოვე:

ოთხწლიანი წანწალის შემდეგ გაუმართლა, აგენტს გადაეყარა. ამას მოჰყვა ფესტივალები, პირველი მოულოდნელი აღიარება, შეთავაზება ალბომის ჩასაწერად.

მონტროსა და მონრეალის ფესტივალების შემდეგ, 2013-ში ჩრდილოეთის ზღვის ჯაზფესტივალზეც მიიწვიეს, მაგრამ არ, უფრო სწორად ვერ გამოცხადდა. მატარებლიდან კინწისკვრით ჩამოაგდეს უბილეთოდ მგზავრობის გამო. საკუთარი ბილეთის დასაფინანსებელი ფული არ ჰქონდა. კილომეტრები იარა ფეხით, შემდეგ შიშველი, დასისხლიანებული ფეხებით და 10 საათის დაგვიანებით გამოცხადდა კონცერტზე. აპატიეს. მართალია უკვე გვიანი იყო, მაგრამ შემდეგი წლის მიწვევა მაინც მიიღო.Benjamin-Clementine-Copier.jpg

2013-შივე გამოვიდა მისი პირველი ალბომი სამი სიმღერით, ცოტა ხანში Deezer-მა კიდევ სამი სიმღერა ჩაუწერა. კრიტიკა დადებითი იყო. მათ შორის, ბიორჯის, შარლ აზნავურისა და პოლ მაკარტნისგან.

ბენჯამინს ხშირად ადარებენ ნინა სიმონეს. მისი გამორჩეული ხმის და დრამატული სტილის გამო. თუ მოინდომებ, გარეგნულადაც მიამსგავსებ.

დიდპირა და ნაღვლიანი, ფეხშიშველი და შავპლაშიანი 26 წლის პოეტი, მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორი მუსიკალური განათლების გარეშე – ბენჯამინ სენ-კლემენტაინი.


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273