დაბოლება ქართულად vs. დაბოლება უგანდურად

ამ პოსტში წარმოდგენილი ორი ვიდეოჩანაწერი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა ადვილად შეიძლება გაუნათლებელი ხალხის დაბოლება, მითუმეტეს, თუ მეტი დამაჯერებლობისთვის სოლიდურადაც გაცვია – სულერთია, იქნება ეს პიერ კარდინის კოსტიუმი თუ ქუთაისის ფაბრიკაში შეკერილი ანაფორა.

ვერ მოვიფიქრე, ჯერ რომლის ნახვა სჯობდა, ერთზე გაბრაზდებით (თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ და არ გაბრაზებულხართ), ხოლო მეორეზე გაგეცინებათ.

ამიტომაც, მოდი ჯერ მწარე იყოს – დაბოლება ქართულად:
მღვდელი დავით ქვლივიძე გვიამბობს მითებს იაპონელების ზღვარსგადასული გარყვნილების, უზნეობის და ღვთის მიერ მათთვის მოვლენილი სასწაულებრივი სასჯელის – მიწისძვრა/ცუნამის შესახებ (რაის ტექტონიკური ფილებიო, რის ბუნებრივი კატაკლიზმებიო :D)

და შემდეგ ტკბილი – დაბოლება უგანდურად:
იქაური მოძღვარი ატყუებს მრევლს, რა საშინელი ხალხია ჰომოსექსუალები, რადგან ისინი არც მეტი, არც ნაკლები, ერთმანეთის განავალს ჭამენ:

კომენტარები ქვემოთ :)

This entry was posted in To think about, Videos/Movies and tagged , , . Bookmark the permalink.

22 Responses to დაბოლება ქართულად vs. დაბოლება უგანდურად

  1. ბაჩო says:

    :) როგორც ყოველთვის უნდა შეგეწინააღმდეგო :)

    პატარაობაში მინახავს პორნოები (ნეტა რომელ ბიჭს არ უნახავს) და იქ მართლა იყო შარდის სმა. აქ ნეტში რაღაც საიტზე ვნახე სადაც მართლა ჭამდნენ განავალს და სახეზე ასაქმებდნენ ერთანეთს. ალბათ სიამოვნების მიღების (ალბათ მომსაქმებლის მხრიდან) ერთერთი გზა იპოვეს. არ ვიცი, მსგავს სცენებში ვისაც მიუღია მონაწილეობა იმან თქვას.
    რაც შეეხება იაპონლების გარყვნილებას:
    ყველაფერი გამოიგონეს, ისეთი რესტორანიც კი რომელიც დედის მუცელს განასახიერებს და ჩანასახის პირობებია შექმნილი (5-7 წლის წინანდელი გზის რომელიღაც ნომერში ეწერა). იდეა ამაში იყო, რომ თუ დედა გარდაცვლილი ყავდა და მოენატრებოდა მიდიოდა კლიენტი და დედის მუცელში ხვდებოდა. არ ვიცი, ეხლა შენ მითხარი ჩემო კარგო, ეს ქრისტიანულია? მე მეტი იაპონლების ყოფაზე არაფერი ვიცი :)

    • Katiee says:

      looooooooooooooooooooooool
      ბოლოდან დავიწყოთ :D

      თუ დედა გარდაცვლილი ყავდა და მოენატრებოდა მიდიოდა კლიენტი და დედის მუცელში ხვდებოდა. არ ვიცი, ეხლა შენ მითხარი ჩემო კარგო, ეს ქრისტიანულია?

      რატომ უნდა იყოს ქრისტიანული? იაპონელები ქრისტიანები არიან? http://en.wikipedia.org/wiki/Japan#Religion
      და თუ ქრისტიანები არ არიან, ამიტომ მუდმივად უნდა სჯიდეს ღმერთი? (დასჯილი ვინაა, კიდე საკითხავია)
      ან თუნდაც არაქრისტიანული რითაა? :D

      მეტი, იაპონიის ყოფაზე, შეგიძლია მშობლიურ ენაზე გაიგოთ აქ, გადასარევი ბლოგია: http://iaponia.wordpress.com/ და ნაკლები იკითხოთ “გზა” ;)

      რაც შეეხება პირველ ნაწილში აღწერილ მარაზმს, იგივე რჩევა – ნაკლებ პორნოგრაფიას უყურეთ :D პორნოებში ქალი/კაცის ურთიერთობაც არანაკლებ მარაზმია, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ქალი და კაცი მსგავსი მარაზმებით იკმაყოფილებს ფანტაზიებს.

  2. Boo_inc says:

    რა გასაკვირია სულ მასეთ რამეებს ლაპარაკობენ. უბრალოდ აღსაშფოთებელია რომ მაინცდამაინც იაპონიას მიასკდა ეს ტიპი. სხვა მათზე ,,გარყვნილი,, და ცოდვილი ვერავინ იპოვნა სამეზობლოში? თუ რადგან მართლმადიდებლები არიან არ მოეკითხებათ? ლოლ

  3. 13th says:

    ნიკიტა მიხალკოვმაც რაღაც მსგავსი მარაზმი არ თქვა? (თუ არ მეშლება რამე). ასეთი მარაზმატიკები ყველგანაა, გამოხტება ერთი ორი.

    თუ ვიღაც კოპროფილია, არაა აუცილებელი იყოს ჰომოსექსუალი და პირიქით. ხოლო ორიგინალური რესტორნები, გარყვნილების კრიტერიუმი არაა, ჩემი აზრით. და საერთოდ, რა შუაშია რესტორნები და “ღვთის მიერ მათთვის მოვლენილი სასწაულებრივი სასჯელი”. კაი იაპონური ტექნიკა/მანქანები ყველას ხომ მოგვწონს.

    • Katiee says:

      კაი იაპონური ტექნიკა/მანქანები ყველას ხომ მოგვწონს.

      და ნეტა ამ დროს ცოდვაში არ ვვარდებით? :D ძალიან საინტერესოა.
      ეს თვითხიბლში ჩავარდნები მაოგნებს :D

      ნიკიტა მიხალკოვმაც რაღაც მსგავსი მარაზმი არ თქვა?

      ჩემმა ნიკიტამ? :((

  4. ვაიმე რა კოშმარულად ხსნის პუპუს თუ ფუფუს :D :D :D

  5. ნიკა says:

    მართლა სახალისო ვიდეოა ფუფუ-ს შესახებ. ქართული ქადაგების შესახებ კომენტარს არ გავაკეთებ.
    ეკა- აღმსარებლობით ვინ ხარ?

    • Katiee says:

      მართლმადიდებელი ქრისტიანი.

      • ნიკა says:

        გაიხარე. :) ძალიან მომწონს შენი ბლოგი და წარმატებებს გისურვებ.

      • ლევანი says:

        Katiee აღმსარებლობით მართლმადიდებელი ხარ როგორც ზემოთ წავიკითხე და თუ საიდუმლო არაა ვინაა შენი მოძღვარი? რომელ ეკლესიაში დადიხარ?

      • Katiée says:

        ასე ჯიქურ და დეტალურად რატომ მისვამთ პირად კითხვებს?
        თუ პაემანს მინიშნავთ ეკლესიაში? :D

      • ლევანი says:

        ცინიზმი რატომღაც კარგ ტონად ითვლება დღევანდელ საზოგადოებაში და მოსწონთ, ჩემგან განსხვავებით! რაც შეეხება აღმსარებლობას – რაც არ უნდა ესაუბრა ამ მოძღვარს მართლმადიდებელი ქრისტიანის მხრიდან მსგავსი სახის შედარების გაკეთება და საჯაროდ განხილვა ნამდვილად მიუღებელია, ამ ვიდეოებით თქვენ არა მარტო მოძღვარს განიკითხავთ ზოგადად ეკლესიას აყენებთ შეურაწყოფას. როგორც მივხვდი პოპულარული ბლოგია და დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მის ადმინისტრატორს და ამიტომ დამაინტერესა გყავთ თუ არა მოძღვარი და იწონებს თუ არა თქვენს ”მოღვაწეობას”. ”და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა” გეცოდინებათ სახარებიდან ეს მონაკვეთი ალბათ.
        ისე საინტერესო იქნება თქვენებური განმარტება მართლმადიდებელი ქრისტიანის!

      • ლევანს – ”როგორც მივხვდი პოპულარული ბლოგია და დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მის ადმინისტრატორს ”

        ეკლესია ამ ბლოგზე უფრო პოპულარულია და უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება მის ადმინისტრატორს, ოჰ ბოდიში და მღვდელს რომ არ დააბოლოს და შეცდომაში არ შეიყვანოს ურიცხვი ცხვარივით გაშლილი მრევლი და არ ეღაღადოს მიწისძვრების და ცუნამების შეუცნობელ თუ შეცნობილ, საკუთარ ვარაუდებზე დამყარებულ მიზეზებზე.

      • ლევანი says:

        მოუსმინეთ ბოლომდე თუ შეიძლება, იმედი მაქვს მიხვდებით რისი თქმაც მინდოდა აქ “დაპოსტვით”

        http://hotweb.hotweb.ge/index.php?action=watch&v=188829

    • უკაცრავად მაგრამ მსგავსი უტაქტო კითხვების დასმას სად გასწავლიან ?

      • ლევანი says:

        ამ გვერდზე ჩემი შეკითხვაა უტაქტო და სხვა დანარჩენი ყველაფერი ტაქტიანია?

  6. მე says:

    მაგ დღეებში ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში იგივე ტექსტს ქადაგებდნენ, სანდო წყაროდან ვიცი :) ერთობლივად დაწერეს ალბათ :) და წელს რო საქართველოში მოხდა მიწისძვრა ეგეც ღვთის რისხვა ხო არ იყო ნეტა? :)

    • Katiée says:

      ჰო, რაჭაში იყო ხშირი დეკემბერ-იანვარში და ამბობენ, რაჭველები განსაკუთრებით გარყვნილი ხალხიაო ;)

  7. ნიკა says:

    არ ქადაგებენ, არც მთლად მასე არ არის საქმე. ერთი და ორი მამაოს გამონათქვამში ნუ დავიწყებთ სასაცილოს ძებნას. თუ უამრავი ოპონენტის იგნორირებას ახედნთ სხვა და სხვა მოტივით, იქნებ ესეც “გაგეტარებინათ” როგორმე. გასაგებია რომ არ ეთანხმები, მაგრამ ირონია ცოტა უხერხულია ეკლესიის მისამართით. ჭკუის დარიგებას არ გკადრებთ, უბრალოდ გთხოვთ ასეთ სხვებისთვის მაინც სათუთ თემებზე უფრო ლოიალურად გამოხატოთ თქვენი აზრი.

    • Katiée says:

      ავს რომ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო? :)

      არის რაღაცეები, რისი გატარებაც ალბათ არ შეიძლება, უარესია საბოლოოდ.
      თუმცა, მსგავსი სისულელეების განზოგადება მეორე უკიდურესობაა, რა თქმა უნდა და არც ეგაა მაინცდამაინც სასიკეთო :)

  8. ნიკა says:

    ეხლა საბოლოოდ დავრწმუნდი შენს ობიექურობაში. :) კარგი ადამიანი ხარ.:)

Leave a Reply