დღეიდან შემიძლია გვიან დავიძინო, – არავის გავაღვიძებ
ხმამაღლა ვილაპარაკო, ჩავრთო მუსიკა, კიბეებზე ქუსლებით ვიბრაგუნო, – ხმაური არავის შეაწუხებს
არ ვიმორიგეო სახლში, როცა დედიკო და მაია სხვაგან იქნებიან
შაბათს სადაც მინდა წავიდე
კვირასაც
დავჯდე საწოლ ოთახში, ჩავრთო კომპიუტერი – არავინ მეტყვის თავს ნუ ისხივებ და ეკრანი მაჭყიტებსო
და ასე შემდეგ, დღეიდან, სამწუხაროდ, ბევრი რამ შემიძლია.
და ასე შემდეგ, დღეიდან, სამწუხაროდ, ბევრი რამ შემიძლია.
დღეიდან, უბრალოდ, ჩემს სახლში აღარ იქნება ჩემი ბებია…
წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულსა მიცვალებულსა მხევალსა შენთასა, სადა იგი არა არს ჭირი, არცა მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხორება იგი დაუსრულებელი…






:((((
:(ვწუხვარ…და ალბათ ძალიან დაგაკლდება რომ დღეიდან ეგ ყველაფერი აღარ გექნება და შეგეძლება…
lasharela კი, საშინლად დამაკლდება ბევრი რამ…
malvinaძალიან გთხოვთ, ან დაკვირვებით წაიკითხეთ თქვენთვის უცხო ადამიანის ბლოგზე ტექსტი (თუმცა კი ძალიან ფამილარული გამოსვლა იყო), ან უადგილო კომენტარისგან თავი შეიკავეთ ხოლმე, მარტო იმიტომ რომ თქვენს ბლოგზე ვიღაც შეახედოთ.
ძალიან ძალიან ვწუხვარ, ოპერაცის მერე მეგონა ყველაფერი კარგად იქნებოდა :(
ვაიმეე, ძალიან დიდი ბოდიში, მე სულ სხვანაირად გავიგე შენი პოსტი. არარ იქნება დღეიდანო, მეგონა იგულისხმე სოიფელში ან სადმე მიდის და ვიფიქრე გაუხარდა თქო. ეხლა რომ წავიკითხე სულ ბოლო ხაზი მივხვდი სინამდვილეში რაც მოხდა. ძაან დიდი ბოდიში : ( მართლა ვერ მოვტვინე უცებ. მეც შენს დღეში ვიყავი 1 წლის წინ და ძალიან განვიცადე : ( ვწუხვარ მართლა.
Lalenaმეც მეგონა, და ასეც იყო. ხელი ისე სწრაფად შეუხორცდა, ქირურგს გაუკვირდა კიდეც.მაგრამ მაინც ვერ ავიცილეთ ის, რის გამოც ვაწვალეთ და გავუკეთეთ ამპუტაცია.როგორც ჩანს სხვაგანაც (მუცლის არტერიაში) დაეცა თრომბი და სეფსისი მაინც განვითარდა :((( სამწუხაროდ, ერთი ადამიანის თავს სასწაულები განუსაზღვრელი რაოდენობით არ ხდება, ბოლო 6 წლის მანძილზე ბევრჯერ მოერია სიკვდილს და ალბათ უკვე საკმარისი იყო :(
:((((((((bebiebi cocxlebi mkavs magram dgemde menatreba chemi usakvarkesi babuaDzalian tkbilebi arian, miuxedavad imisa rom magrad gvixureben xolme :)
taaღმერთმა დიდხანს გიმყოფოს :)ჩემი ბოლო ბებია იყო და იმ დღიდან მივხვდი რომ შვილიშვილი აღარ ვარ და უკვე დიდი ვარ…
au… ametira martla. jer operaciis posti wavikitxe da mere uceb es: ((( babu gamaxsenda : (