Je m'appelle Eka..

July 7th, 2010 by Katiée

“მე არ ვარ არც მეფე და არც ახალი პელე… მე ვარ დიეგო არმანდო მარადონა!”

ავტორი: ბექა კოკაია

“მე იტალიის გულემატკივარი ვარ.

ეს ისე… მარადონაზე მინდა დავწერო.

რა ქნას ამ კაცმა, რა გააკეთოს? უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო. სხვა არაფერი უყვარს ამ კაცს ფეხბურთის გარდა. ვერც უყვარს და არც უყვარს.

იქით პლატინიმ ჩინოვნიკობას მიჰყო ხელი, აქეთ პელემ ყავის ბიზნესიო, კრუიფი მწვრთნელიო… აი, მარადონამ რა არ ცადა, ხან შოუ, ხან ფიდელთან ძმობა, ხან ნარკოტიკი, მაგრამ ვერა… მარადონა მხოლოდ ფეხბურთისთვის ყოფილა დაბადებული.
ვერ ძლებს სხვანაირად.

აქაც იმიტომ ცადა ბედი, რომ ისევ ისე მძაფრად ეგრძნო მოედანზე დაღვრილი ადრენალინის სუნი, მაგრამ ვერა, მაგას სხვა რაღაც ჭირდება, მარადონამ კი მხოლოდ ფეხბურთის თამაში იცის მეტი არაფერი. არც ლაპარაკი, არ წერა, არც შოუს წაყვანა, არც მწვრთნელობა…

უბრალოდ იყო ყველაზე მაგარი ფეხბურთელი და მორჩა!
ალბათ პელეს ფანები მეტყვიან რაებს ამბობო… კარგით, რა! სად 60-იანების ფეხბურთი და სად 80-იანების? სად 60-იანების ბრაზილია და სად 86 წლის არგენტინა? პელე იმ ვარსკვლავური გუნდის ერთი, ყველაზე გამორცეული წევრი იყო და მარადონა… მარადონა ხომ ნახევარი გუნდი იყო და ხშირად მარტოს გადაუწყვიტავს მატჩის ბედი?!

ხოდა, ცოდოა ეს კაცი. 94-ში, ისევ ისე უქროდა ტვინში, იცოდა, შეეძლო ბევრის გაკეთება, მაგრამ ასაკმა თავისი ქნა, ძალა ვეღარ ქონდა და დოპინგით გაიძლიერა ორგანიზმი. გაიძლიერა და ჩავარდა… არადა, უნდოდა თამაში და რა ექნა?!
ახლაც ფეხბურთის თამაში უნდა მარადონას, იმიტომ, რომ სხვა არაფერი იცის, სხვა არაფერი გამოდის და რა ქნას?!
ვერ ეგუება ასაკს…

ხოდა მეცოდება.

90-ში მარადონას გამო წააგო იტალიამ ნეაპოლიში არგენტინასთან, ნეაპოლელი ფანები ჩუმად იყვნენ, ვერ გულშემატკივრობდნენ იტალიას, მარადონამ მათი გუნდი მაგ წელს ხომ ჩემპიონი გახადა.

მერე რა?

მე მაინც ვამბობ, რომ მარადონა ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იყო!

მერე რა, რომ იტალიის ფანი ვარ ბავშვობიდან? მარადონა მაინც მაგარია!

უბრალოდ, ბუნებამ დაჩაგრა თუ დააჯილდოვა ძნელი სათქმელია. დააჯილდოვა ფეხბურთის ნიჭით და დაჩაგრა იმით, რომ სხვა არაფერი შეუძლია!

მაგიტომაცაა ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი ალბათ!
ხოდა, დაბერდა და ვეღარ აგორებს ბურთს… რას არ იგონებს თავის შესაქცევად, მაგრამ…

ამიტომ მეცოდება.

უცებ გამახსენდა, 86-ში, მთელი ინგლისი რომ გააბითურა მეკარის ჩათვლით და მსოფლიოს ულამაზესი გოლი რომ გაიტანა. თამაშის შემდეგ მივარდნენ და კითხეს, თქვენ ახალი პელე ხართო?

“მე არ ვარ არც მეფე და არც ახალი პელე… მე ვარ დიეგო არმანდო მარადონა!” – ისე უპასუხა, უბრალოდ და ალალად.

ასეთია მარადონა, ერთი ხელობა აქვს და მეტი არაფერი გამოდის…


ეძღვნებათ არგენტინის ფანებს! © ბექა კოკაია


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273