9:00
რა ჩავიცვა? არ მეტევა, არ მიხდება! აღარც ეს მეტევა, რამხელა ტ…ი მიჩანს…..
ვსიოოო დღეს არაფერს შევჭამ!
12:00
ძალიან მომშივდა, მაგრამ მე ხომ დღეს დიეტაზე გადავედი, ნუ, პრინციპში არც ისე ცუდად გამოვიყურები, სამსახურში კომპლიმენტებიც მითხრეს…, მაგრამ მაინც უნდა გავხდე, ყველას ჯინაზე!
15:00
მშიაააააააააა, დღეს რა ვჭამთ???? მეც მინდა მეეეც, მეეც, მოვდივააარრ……………..
18:30
დღეს მაღაზიაში გავლას და ჯინსის ყიდვას აზრი არ აქვს, რომ გავხდები მერე, ახლა ჯობია კაფეში შევიაროთ და სალათი შევჭამოთ,არაა?…….
23:00
ხვალიდან დიეტაზე ვარ, აი ვსოოოოოო, რაც არ უნდა მოხდეს. საერთოდ ვიშიმშილებ!!! რას ვგავააარ!
( აი ნახეთ თუ არაა!
და თქვენ გჯერათ?????








მიხარია რომ აქ სიცოცხლის ნიშანწყალი დაბრუნდა :)
რაც შეეხება დიეტას, მნიამნია ბლოგის მერე არ ჭამო შეუძლებელია :)
თუმცა ადამიანის ფსიქიკაშია ამოხსნა, როგორ უნდა ჭამოს და არ გასუქდეს. ამისთვის საჭიროა თავისი ფიქრები მიმართოს სწორედ:
1) სპორტულ კვებას უნდა დაანებოს თავი, რაც ნიშნავს შემდეგს: ჭამის პროცესი უნდა იყოს ხანგრძლივი, ღეჭვის მითუმეტეს.
2) ჭამის დროს იმაზე არ უნდა იფიქროს, რომ შევჭამ ამის მერე დიეტაზე ვარო. უფრო მეტად მოშივდება და უფრო მეტ სანოვაგეს იპოვის.
3) მარტო წვრთნა ვერას უზავს თუ ბუნებამ არ უშველაო, ანდაზაა ასეთი, ნუ გასათვალისწინებელი ფაქტორია, თუმცა დაძლევადია. ანუ სხეულის კონსტრუქცია უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას. ძვალმსხვილი ადამიანი ვერ იქნება პატარა წონის
პრინციპში, ეს მარიკას პოსტია, ამ ბლოგის თანაავტორის და ჩემი მეგობრის. სამწუხაროდ, მის პირველ პოსტს ასეთი ბედი ეწია, ბლოგის წაშლას შეეწირა და აღდგენისას უკვე ჩემი ავტორობით დაფიქსირდა.
თუმცა, იგივე შინაარსი 100%-ით ვრცელდება ჩემზეც ;)
მარი, შენი არ ვიცი და ჩემზე იმოქმედა შენმა პოსტმა და აი, მე5 თუ მე6 დღეა ფრიად ეკონომიურად ვიკვებები :D:D:D
:D :D :D es rom cavikitxe sicili ar shemiwyvetia radgan masshi chemi tavi amovicani :D :D:D “meore me” eeh martlac rom usasruloa es sityvebi…:( :(:(
ვინ არ ცნობს საკუთარ თავს :D