Je m'appelle Eka..

July 19th, 2010 by Katiée

“Earthlings”– ფილმი 18+

ეს ფილმი 2007 წელს გადაიღეს, ძირითადად ფარული კამერების გამოყენებით. იმ “დაწესებულებებში”, სადაც უცხო ადამიანებს, როგორც წესი, არ უშვებენ ხოლმე. მითუფრო, რეპორტაჟის ჩასაწერად.

Earthlings – Narrated by Joaquin Phoenix

თუ თქვენ სუსტი გული გაქვთ, დაფიქრდით, სანამ საათნახევარს ამ ფილმის ნახვას დაუთმობდეთ. პრინციპში, მე თვითონ ერთი ამოსუნთქვით ამ ფილმის ნახვა ვერ შევძელი. ნაწილ-ნაწილ, შესვენებებით ძლივს გავედი ბოლოში. არადა, არაერთი ვიდეო მინახავს, ჩეჩნების ან ერაყელების მიერ მსხვერპლის თავისმოკვეთით დაწყებული, გერმანიის ნაკრების მწვრთნელის ცხვირის ჩიჩქნით დამთავრებული (თუ პირიქით) და თვალი არ ამირიდებია. მაგრამ ეს ფილმი მაინც უფრო შთამბეჭდავი იყო, ალბათ იმიტომ, რომ ცივილიზებული სამყაროს მიმართ მეტი მოლოდინი მქონდა მანამდე და ეს ის ინფორმაცია იყო, რაც მანამდე არ მქონდა. ტერორისტების შესახებ კი ბევრად მეტი ვიცოდი და არაფერი გამკვირვებია.

ინფორმაციისათვის: ფილმს ფონად მიყვება ტექსტი, რომელსაც ხოაკინ ფენიქსი (ფილმიდან”გლადიატორი”) კითხულობს.

მაშ ასე, ჩართეთ და უყურეთ (მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ნახოთ ჭამის წინ და ჭამის შემდეგ):

<< Earthlings >>

პ.ს. ეს პოსტი არ დამიწერია იმ ილუზიით, რომ ვინმე ცხოველების ხოცვას შეწყვეტს, ან ხალხი ვეგეტარიანელი გახდება. მე თვითონაც არ შემიწყვეტია ხორცის ჭამა, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ბალახეულის მოყვარული ვარ და წესით არ უნდა გამჭირვებოდა. უბრალოდ, ვფიქრობ, ბევრმა უნდა ნახოს, რას ვჭამთ და როგორ მიიღება ის უამრავი პროდუქტი, რომელსაც არხეინად და გემრიელად მივირთმევთ ყოველდღღე.

პ.პ.ს. სიტყვის თავისუფლებას პატივს ვცემ და შეგიძლიათ დაწეროთ ყველაფერი, მაგრამ მაინც გთხოვთ, ცხოველთა წვალების მოყვარულებმა პოპულისტურ-სადისტურ-ცინიკურ-აგდებული და რაც მთავარია უარგუმენტო კომენტარებისგან თავი შეიკავოთ ;)


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273