Je m'appelle Eka..

December 7th, 2010 by Katiée

ეკატერინობის ლოცვა 25+ გოგოებისათვის :D

დღეს ეკატერინობაა ძველი სტილით. ახალი კალენდრით, კათოლიკური სამყარო წმინდა კატარინას დღეს 2 კვირით ადღე აღნიშნავს. ფრანგები და ესტონელები კი 25 ნოემბერს კატარინეტების ფესტივალსაც აწყობენ.

კატარინეტები 25 წელს გადაცილებულ იმ გოგონებს ჰქვიათ, რომლებიც ჯერ(!) არ გათხოვილან. 25 ნოემბერს ისინი ფერად-ფერად გვირგვინებს იხურავენ (LOL), პარადს აწყობენ და ლოცულობენ! აბა თუ მიხვდებით რაზე? რა თქმა უნდა, მომავალ საქმროებზე :D

ფრანგები ამბობენ, რომ ვიდრე გოგონა 25 წელს მიაღწევს, ის ლოცულობს ასე: “უფალო, მომეცი კარგად მოწყობილი(?) ქმარი. დაე იყოს ის ფაქიზი, მდიდარი, გულუხვი და სასიამოვნო!”

25 წლის შემდეგ იგი ლოცულობს: “უფალო, მომეცი ქმარი, რომელიც იქნება ასატანი”

30-ის შემდეგ კი: “გამომიგზავნე ვინც გინდა, უფალო, მივიღებ ისეთს, როგორიც არის!” :D

უფრო ვრცლად, შეგიძლიათ იხილოთ შარშანდელ პოსტში, ინგლისურ ენაზე :)