არჩევნების მშვიდი ქრონიკა, მე და Copy-Paste-ის ოსტატები

თუ თქვენ დღეს დილას, 7 საათზე, ქუჩაში, სავსებით გამოფხიზლებული და მაკიაჟიანიც კი დამინახეთ,წესით უნდა გაგკვირვებოდათ.

მეც გამიკვირდა, ასე ადრე რომ ავდექი და თან, რაც მთავარია, გაჩახჩახებული მზე დამხვდა. თურმე რა ადრე თენდება, მე კი მზიანი სიცოცხლის რამდენ საათს ვკარგავ ძილში : (

ასე ადრე კი, “ევროვიზიის” ყურების და 2 საათიანი “გამოძინების” შემდეგ, მხოლოდ იმიტომ ავდექი, რომ დღეს არჩევნები იყო. არა, არჩევნები სხვა დროსაც ყოფილა, შეიძლება მეტი ენთუზიაზმითაც წავსულვარ, როგორც ამომრჩეველიც და როგორც დამკვირვებელიც, მაგრამ ერთდროულად როგორც ამომრჩეველ–დამკვირვებელ–ბლოგერ–რეპორტიორი – ნამდვილად არასოდეს ვყოფილვარ არჩევნებზე და ამ experience-სთვის კი ღირდა თავგანწირვა :)

ჰოდა ასე. ვიყიდე Red Bull-ი და დავიწყე საკუთარი საარჩევნო უბნის ძებნა. ჯერ ტელევიზიის გვერდით საარჩევნო უბანში მივედი, რომელიც უბანი კი არა, ოლქი აღმოჩნდა, თან 2 ერთად, ვაკის და საბურთალოსი. იქ, სრულიად გამოღვიძებულმა ადამიანებმა განმიმარტეს, რომ კოსტავას 70 ხუთასამდე მეტრის (მათ შორის 2 დიდი შენობის – თვით სტუ I კორპუსი და თვით სასტუმრო აჭარა) გამოტოვებით, სამორინე მორკინალის წინ ყოფილა.

ჰოდა, სხვა რა გზა იყო, დავბრუნდი უკან, მორკინალისკენ.

საარჩევნო კომისია უბნის გახსნამდე აუცილებელ პროცედურებს აგვარებდა. მე საკმაოდ თავაზიანად მიმიღეს. მეორე დამკვირვებელიც. ფართი დიდი იყო, ადგილი ყველასთვის საკმარისი. მაგრამ კომისიის თავმჯდომარემ მაინც, რატომღაც გადაწყვიტა, ჩვენთვის ადგილი თვითონ მოეძებნა დასაკვირვებლად და საარჩევნო კომისიის მაგიდების საპირისპირო მხარეს კვარცხლბეკზე შედგომა შემოგვთავაზა :D . დამკვირვებელი გოგონა, ასე 21–22 წლის ჟურნალისტი საკმაოდ დაიძაბა და აღშფოთდა, მოემზადა საჩხუბრად :D მაგრამ ჩემთვის, არცთუ გამოცდილი, მაგრამ მაინც ბებერი დამკვირვებლისთვის, ეს შემოთავაზება არცთუ აღმაშფოთებლად ჟღერდა. ნურას უკაცრავად–თქო, ცოტა ირონიულად გავუღიმე ბატონ კომისიის თავმჯდომარეს, კანონის ნორმები გავახსენე და ისიც ბუზღუნით შეგვეშვა. შემდეგ ერთხელ კიდევ შეწუხდა ჩემი მზიან ადგილას დგომით, მაინც სულ მესიჯობ, რა მნიშვნელობა აქვს სად იდგებიო და როცა განვუმარტე, კვირა დილის 8 საათზე “ჩემს ერთადერთ და განუმეორებელ სიყვარულს” კი არ ვემესიჯებოდი, არამედ დოდკას ვაწვდიდი 165 სიმბოლოიან ნიუსებს საარჩევნო უბნიდან GeoElection.Ge-ზე დასაპოსტად, – კიდევ ერთხელ ეჭვით გამიღიმა და წავიდა.

სასიხარულოდ უნდა ვაღიარო, რომ სარეპორტო უბანზე ბევრი არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით მარჯვენა ხელის ნაცვლად მარცხენის მარკირებას ან საყვარელ რუს ბებოს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ბიულეტენთან ერთად სასურველი კანდიდატისთვის კონვერტით წერილიც უნდა გაეგზავნა :D

ერთი დარღვევა, რაც არ გამკვირვებია და დოდკასაც დავუმესიჯე, საარჩევნო სიას ეხებოდა. ჩემს მისამართზე ჯერ კიდევ რეგისტრირებულია 1998 წელს გარდაცვლილი მამაჩემი. არადა მისი გარდაცვალების მოწმობაც არსებობს და ამაყად დავადასტურებ, სამოქალაქო რეესტრიც 1998 წლიდან დღემდე ერთერთ ყველაზე რეფორმირებულ სტრუქტურად იქცა. ამავე მისამართზე ჩემი სახლის ყოფილი პატრონები და რუსეთში გადახვეწილ/გარდაცვლილი მეზობლებიც არიან. მე რა თქმა უნდა მჯერა, რომ მამაჩემის ნაცვლად სიაში ხელს არავინ მოაწერს, მაგრამ მაინც… არც ისე სასიამოვნოა ეს ამბავი.

ჰოდა, ვიდრე GIPA-ს მედია ცენტრში მთელი დღე კარვის დასაცემად გავემართებოდი, 1 სმს–ად ეს ნიუსიც ვტყორცნე დოდკას. მანაც მშრალი ინფოს სახით დაპოსტა.

ვიდრე მედიაცენტრამდე მივედი, რამდენიმე სააგენტომ და ვებ–გვერდმა უკვე მოასწრო ჩვენი ნიუსების გადაკოპირება, მათ შორის რამდენიმეს კონტექსტიც შეუცვალეს (რა გასაკვირია), ამ კონტექსტშეცვლილებს შორის მოყვა ჩემი “ოჯახური ნიუსიც”. ტექსტიდან გაქრა სიტყვათკომბინაცია “ჩვენი ბლოგერი”, დარჩა სახელი და გვარი (ვითომ მკითხველს ეს რაიმეში აინტერესებს ან ადგება), საარჩევნო ბლოგი იქცა რაღაც საიტად რომელსაც “ატყობინებენ” , მე კი – ვიღაც ინტრიგან ამომრჩევლად, აი ისეთად, წითელი პომადით და წვრილი წარბებით რომ წარმოვიდგენ ხოლმე.

გმადლობთ ბატონებო, ასე რომ ზრუნავთ ჩემს პოპულარიზაციაზე, მაგრამ მე ეს არ მჭირდება, ისედაც საკმარისად პოპულარული ვარ :P

თქვენ კი გირჩევთ, როცა ინფორმაციას გადააკოპირებთ, წყაროც მიუთითეთ ხოლმე (თუნდაც ეს იყოს ფორუმ.გე) და copy-paste მართებულად გამოიყენეთ. ეს თქვენ ჩვენგან, არაპროფესიონალი სამოქალაქო მედიის წარმომადგენლებისგან, ნამდვილად არ გესწავლებათ!

* * *

P.S. გილოცავთ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას!

და კიდევ იმას, რომ ამიერიდან აღარ დავინახავთ დღეში 23487987ჯერ აპრეხილ ცერს, მოქნეულ დროშას, თონეში ჩაკიდებულ მერს, აღარ გავიგონებთ, რომ შედეგი გვაააქვს, უზარ–მაზარი, რომ საქართველო არის ჩვეენი, რომ ცვლილებების დროა, რომ ბრძიოლა დღესვე უნდა დავიწყოთ და რომ გასაკეთებელი (და გასაფუჭებელიც) კიდევ ბევრია! :)

ხვალამდე GeoElection.Ge-ზე.

This entry was posted in Bla-Bla-Bla, To think about and tagged , , . Bookmark the permalink.

16 Responses to არჩევნების მშვიდი ქრონიკა, მე და Copy-Paste-ის ოსტატები

  1. ბაჩო says:

    ვაი :)
    მორჩა? რეკლამები აღარ იქნება?

  2. gigoli says:

    ისიც კარგი რომ ეგ კონტენტი საერთოდ არ შეატრიალეს ასე არ დაწერეს: ეკატერინე ონიანმა სიაში ვერ აღმოაჩინა საქართველოდან წასულები და ვერც მისი 12 წლის წინ გარდაცვლილი მამა.

    მასეთებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. :)

    Ctrl+c Ctrl+v :D

  3. gigoli says:

    redbulma daafrtiana! :P

  4. Katieé says:

    კი, საინტერესო 2 დღე მაქვს და ერთი კიდევ ხვალ :))

    ამ პოსტს 17 დადებითი ხმა მოუგროვებია ბლოგროლზე, უფრო სწორად მეტი, ერთი 10 უარყოფითი გაქვითულია.
    რა ხდება ნეტა? :O

  5. bESO says:

    ეკა, შენი ბლოგის ფანი ვარ!:))

  6. ნანუ says:

    გიგოლიმ დაგლიჯა :))))))

  7. says:

    არადა მე მეგონა შენ “ეკატერინე” საერთოდ არ გერქვა :)

  8. Katieé says:


    მეც მაგით “ვინუგეშე” თავი :D არც მქვია, იქაც, არჩევნების ბლოგზე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გამაეკატერინეს და სხვებმაც დააკოპირეს.

  9. says:

    ე, მე მგონია ანონიმურად ვაკომენტარებ და… წინა კომენტში ჩემი სურათი საიდან გაიჩითა?

  10. Katieé says:

    ზ,
    იცი რა არის, შენ ეტყობა გრავატარი გაქვს რეგისტრირებული სადღაც, შესაბამისად, როცა ჩემთან აკომენტებ, უთითებ შენს მეილს, რომელსაც მე ვხედავ ადმინში, მაგრამ სხვა ვერავინ.
    მაგრამ (!), გრავატარის მთელი მუღამი იმაშია, რომ ინტერნეტში ნებისმიერ ადგილას, სადაც კი დააკომენტებ მაგ მეილის მითითებით და სადაც ჩართულია გრავატარის გამოჩენის ფუნქცია, შენი ფოტო გამოჩნდება :)) რა თქმა უნდა, ის ფოტო, რომელიც ამ გრავატარზე გაქვს მიბმული.
    ახლა შენ უკეთ იცი, გაქვს თუ არა რეგისტრირებული გრავატარი. თუ არ გაქვს, მაშინ უკვე არ ვიცი რატომ ჩნდება შენი ფოტო. ბლოგსპოტი რომ იყოს გმაილ-ს დავაბრალებდი, მაგრამ ეს ნამდვილად ვორდპრესია ;)

  11. anina says:

    ამომრჩეველ–დამკვირვებელ–ბლოგერ–რეპორტიორი
    სტუდენტკა, კამსამოლკა ი პროსტა კრასავიცა : )

  12. says:

    ჰო, გასაგებია, თავის დროზე დავრეგისტრირდი მაგ გრავატარზე. არ უნდა გამეკეთებინა აშკარად :)

  13. gigoli says:

    დიზაინი ახალი მომეწონა გულწრფელი. :)

  14. Pingback: 3 დღე ჟურნალისტის ტყავში და IWPR-ის ნაჩუქარი FlipVideo Camcorder | Je m'appelle Eka

Leave a Reply